განათლების სექტორს შეუძლია პიარის სარგებლის მიღება მრავალი გზით – იმიჯის შექმნიდან ღონისძიების ორგანიზებამდე

განათლების სექტორს შეუძლია პიარის სარგებლის მიღება მრავალი გზით – იმიჯის შექმნიდან ღონისძიების ორგანიზებამდე

განათლებული საზოგადოების ყოლა ქვეყნის განვითარების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ფაქტორს წარმოადგენს, ვინაიდან სწორედ ადამიანური რესურსები წარმოადგენს მთავარ მწარმოებლურ ძალას, რაც ეკონომიკური ზრდის განმაპირობებელია.

მიუხედავად ბოლო წლების მნიშვნელოვანი მიღწევებისა, საქართველოს განათლების სისტემა ჯერ კიდევ ბევრი გამოწვევის წინაშე დგას. განათლების მიღების ტენდენციამ საგანმანათლებლო დაწესებულებები ახალი იდეებისა და ინოვაციური მიდგომების აუცილებლობისკენ მიიყვანა. საგანმანათლებლო ინსტიტუტებისთვის აუცილებელი გახდა ბაზარზე თავიანთი ბრენდის დიფერენცირება, კონკურენციის შენარჩუნება და სექტორის ლიდერად ჩამოყალიბებისთვის ზრუნვა.

თუ დაწესებულება რაიმე განსხვავებულს აკეთებს, მან აუცილებლად უნდა გაავრცელოს ცნობადობა თავისი პროდუქტების შესახებ. ამის საუკეთესო გზა საზოგადოებასთან ურთიერთობაა. განათლების სექტორს შეუძლია პიარის სარგებლის მიღება მრავალი გზით – იმიჯის შექმნიდან ღონისძიების ორგანიზებამდე. ჩვენ არაერთ უნივერსიტეტთან გვითანამშრომლია საკომუნიკაციო სტრატეგიის დაგეგმვის თუ კამპანიების წარმოების კუთხით.

უფრო მეტიც, ჯეპრას კორპორაციული პასუხისმგებლობის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება სწორედ განათლებაზე ზრუნვაა. უკვე 15 წელია რაც ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტთან თანამშრომლობით დაფუძნებული პიარსკოლა ლიდერობას არ თმობს ბაზარზე, ქართულად გამოვეცით ბიზნესლიტერატურის 20-ზე მეტი ბესტსელერი, ნიკო ნიკოლაძის პრემიის ფარგლებში უნივერსიტეტების ჩართულობით ჩავატარეთ არაერთი სტუდენტური კონკურსი, ვაციფრულებთ და ვქმნით ახალ ქართულ შრიფტებს, სულ მალე კი ისევ ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტთან თანამშრომლობით სცენარისტებისთვის პირველ სკოლას წარვადგენთ.