უნიჭო და ცნობილი

უნიჭო და ცნობილი

უნიჭო და ცნობილი

ყველა ადამიანში არსებობს ამბიციის ნაპერწკალი, რომელიც აღძრავს სურვილს დაიმკვირდოს თავი საზოგადოებაში. ხშირად გაიგონებთ მოსაზრებებს იმის შესახებ, თუ როგორ ხდებიან ნაკლებად „ნიჭიერი“ ადამიანები საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი ფიგურები, რატომ იმსახურებენ ასეთი პიროვნებები, სოციალურ სიმპათიებს და ყოველგვარი ნიჭისა თუ გამორჩეულობის გარეშე, იპყრობენ წარმატების მწვერვალებს.

ეს, ჩემი აზრით, განსაკუთრებული ფენომენია. და ეს უნიჭო ადამიანები სრულებითაც არ არიან უნიჭოები. ისინი განსაკუთრებულები არიან იმით, რომ საზოგადოებისთვის საიტერესო ხატულებს ქმნიან.

ამ მოვლენას, შესანიშნავად ხსნის ერთ-ერთი ქართული კონკურსი. სადაც, მონაწილეები მაყურებლის სიმპათიებს, არა თავიანთი ნიჭით, არამედ, თავიანთი გულისამაჩუყებელი ისტორიით იმსახურებენ. საკუთარი თავის წარმოჩენა, უამრავი გზით არის შესაძლებელი. ასე რომ სიყვარულის მოპოვება საზოგადოებაში ბევრად ადვილია, როდესაც მსმენელი, გამომსვლელი ადამიანის ტკივილს შეწვდება და ჩათვლის, რომ სწორედ ეს ადამიანი იმსახურებს გამარჯვებას.

არსებობს განსხვავებული ასპექტებიც, რომლებიც კონკრეტულ პიროვნებებს ცნობილებად ხდიან. მაგალითად, არაორდინალური ვარცხნილობა, თამამი ჩაცმულობა, მდიდარი მშობლები და სხვა ბევრი პრიმიტიული რამ, რითაც ძალაუფლების მოპოვება შეიძლება. ყველა ეს საკითხი, ბევრს სასაცილოდაც შეიძლება მოეჩვენოს.

შესანიშნავი მაგალითია სომეხი წარმოშობის, ამერიკელი ცნობილი ადამიანი კიმ კარდაშიანი. იგი არც მომღერალია არც მსახიობი და არც სხვა რაიმე განსაკუთრებული ნიჭით გამოირჩევა, მაგრამ მან შეძლო და გადადგა ისეთი სარისკო ნაბიჯები, რამაც ამერიკაში ყველაზე გავლენიან ადამიანად გახადა.  ახლახანს  კი მის სამშობლოში, სომხეთში, ათი ათასობით ადამიანი და პოლიტიკური პირი შეიკრიბა,  უბრალოდ იმისთვის, რომ მისი და მისი ოჯახის ნახვა შეძლებოდათ.

უნიჭო და ცნობილი

უნიჭო და ცნობილი

უნიჭო და ცნობილი

დღესდღეობით, ცნობილი რომ გახდე არც თუ ისე ძნელია. სოციალური ქსელების დახმარებით დღეს ერთი სურათით ან ჩანაწერით შესაძლებელია მთელმა ქვეყანამ შენზე ილაპარაკოს (გაიხსენეთ ეკა ყურშიტაშვილი).

ვთვლი, რომ ყველა ადამიანს საკუთარი განსხვავებული ნიჭი აქვს, რაც თავისი სურვილის მიღწევაში ეხმარება.

მაგრამ ეს წარმატება წამიერია და მივიწყებას მიეცემა. მორიგ სენსაციამდე..

აი, რასაც ჰქვია ჭეშმარიტი ნიჭი, რომელიც ღვთისგან არის ბოძებული, არასდროს კარგავს აქტუალურობასა და პოპულარულობას. მაგალითად, ამადეუს მოცარტი რომელმაც უკვდავი შედევრები შექმნა.