მილიონერი ბლოგერები

მილიონერი ბლოგერები

მილიონერი ბლოგერები

ბლოგი, ინტერნეტ სივრცის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია. მისი შექმნა ყოველ ჩვენგანს მარტივად შეუძლია. მთავარია, დაინახო საჭიროება და სურვილი საკუთარი თავის მედიტაციისთვისა და გამოცდისთვის. ფსიქოლოგები, ბლოგის შექმნის აზრს, სწორედ იმაში ხედავენ,  რომ პირადი გამოცდილება, გრძნობებისა და ფიქრების ბლოგზე წერა, ერთგვარი თერაპიაა. გარდა ამ უპირატესობებისა, წერა მეხსიერებისა და სხვა ფსიქოლოგიური დაავადებების სამკურნალოდ არის რეკომენდირებული.

ბლოგს, ფსიქოლოგები ასე ხსნიან, მაგრამ არსებობს ბლოგის მეორე,  განსხვავებული მხარე- ბლოგი, როგორც სამსახური და შემოსავლის რთული მაგრამ საუკეთესო წყარო.

დღესდღეობით უხვი რაოდენობის ბლოგი არსებობს მთელ მსოფლიოში. წერენ მოდაზე, სამზარეულოზე, პიარზე, ფოტოგრაფიაზე, ადამიანებზე და სხვა უამრავ თემაზე. ბლოგმა ბიზნესის სახე მიიღო. არსებობს ბლოგები რომლებსაც ყოველდღიურად ათ მილიონზე მეტი ინტერნეტ მომხმარებელი სტუმრობს.

ბლოგით ადამიანები ცდილობენ ცხოვრებისთვის გამოიმუშაონ, ან უბრალოდ, ხალხის სიმპატია დაიმსახურონ.

ერთ-ერთმა უმუშევარმა ნიუ იორკელმა გადაწყვიტა, ყოველდღიურად გადაეღო თავისი ქალაქის მაცხოვრებლები და მათი ისტორიები დაეწერა. რამოდენიმე თვის შემდეგ, მან დაინახა, რომ თითოეული ადამიანი განსხვავებული და განსაკუთრებული იყო. მათი ისტორიები კი ხშირ შემთხვევაში სევდიანი და შემზარავია. მან აღმოაჩინა ღირსეული და სიცოცხლის მოყვარული ადამიანები რომლებსაც ადრე გვერდს შეუმჩნევლად ჩაუვლიდა. მისმა ბლოგმა დიდი მოწონება დაიმსახურა მთელი მსოფლიოს მასშტაბით. რასაც შემდეგ წიგნის გამოშვება და უდიდესი წარმატება ხვდა წილად. ამ ადამიანის გვერდს, ათი მილიონი მომწონებელი ჰყავს.

ალბათ, გეცნოთ რომელ ბლოგზე ვსაუბრობ.  Humans of New York

ასევე ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს ბლოგები რომლებიც მოდას ეხება. მაგალითად, იტალიელი კარა ფერანი, რომელიც “ქერათმიანი სალათის” სახელით არის ცნობილი  The Blonde Salad. მან ბლოგის დახმარებით შექმნა საკუთარი ფეხსაცმლის ხაზი, რომლის პრომოუშენს,  თავისსავე ბლოგის მეშვეობით  ახდენდა. წელს, მისმა მოგებამ რვა მილიონ ევროს გადააჭარბა.  ის, საუკეთესო მოდის ბლოგერადაც კი დასახელდა. სულ ახლახანს კი,  მისი ბლოგით, ჰარვარდის ბიზნესის სკოლაც კი დაინტერესდა.

ბლოგერები ესწრებიან ჩვენებებს და საკუთარ გვერდზე, მოწონებულ სამოსზე, მოსაზრებებს წერენ, რომელსაც წამიერად, 1500 ადამიანი ნახულობს.

ბლოგერები შეიძლება ნიჭიერ პიარ სპეციალისტებად ჩაითვალონ. ისინი ქმნიან კონტენტს, რომლის მეშვეობითაც  მათი ბლოგი საზოგადოებისთვის, ასევე, დამკვეთებისთვის საინტერესო ხდება. როცა მე ვხედავ, რომ  ჩემი საყვარელი ბლოგერი ატარებს რაიმე სამოსს, მეც მიჩნდება სურვილი ეს სამოსი ვიყიდო, ან მათი მსგავსი. მიუხედავად იმისა, ეს სამოსი ფუფუნების სფეროდან არის თუ არა, ვეძებ მის ალტერნატივას. ასეა სხვა ნივთებზეც, საკვებზე რესტორნებსა და სასტუმროებზე.

ბლოგს ძალიან დიდი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია ადამიანზე, გარკვეულ ბლოგებზე თვალყურის დევნება, ჩვევადაც კი იქცა.

მე მომწონს, ის რასაც ეს ადამიანები აკეთებენ, თუნდაც, Humans of New York-ის ავტორი, რომელიც უბრალო ადამიანებს საშუალებას აძლევს საკუთარი ისტორია, მსოფლიოს გააცნონ. მოდის მიმდევარი ბლოგერები, რომლებიც ჩვენი ჩაცმულობის შთაგონების წყარო ხდება და თუნდაც ის ადამიანები, რომელებიც საოცარ რეცეპტებს, ფოტოებს და ისტორიებს გვთავაზობენ.

და ბოლოს, ბლოგს, სჭირდება უდიდესი ძალისხმევა რათა, წარმატებული იყოს. მან მკითხველში ემოცია და სიყვარულის გამოწვევა უნდა შეძლოს.

ბლოგი სოციალური სივრცის თავისუფალი, განსაკუთრებული ნაწილია. ბლოგერი კი, შესანიშნავი პროფესიონალი და პიარ სპეციალისტი (რა თქმა უნდა ყველა არა).