სექტორული ასოციაციების და სხვა ფერმერული გაერთიანებების პირველი გამოწვევა ფერმერების განათლება და სიახლის დანერგვაში დარწმუნებაა

სექტორული ასოციაციების და სხვა ფერმერული გაერთიანებების პირველი გამოწვევა ფერმერების განათლება და სიახლის დანერგვაში დარწმუნებაა

სოფლის მეურნეობის სფეროს დღეს საქართველოში ბევრი გამოწვევა აქვს. ერთ-ერთი პირველი კი პროდუქტის საერთაშორისო სტანდარტის დაკმაყოფილებაა, რისთვისაც ქართველ ფერმერებს ბევრი სიახლის დანერგვა მოუწევთ.

თუმცა ფერმერს, რომელიც ათწლეულებია უკვე „გამოცდილ და ნაცნობ წესებს“ მისდევს მეურნეობაში, რთულია დააჯერო პრაქტიკის შეცვლაში. სექტორული ასოციაციების, და სხვა ფერმერული გაერთიანებების პირველი გამოწვევა სწორედ ფერმერების განათლება და სიახლის დანერგვაში დარწმუნებაა, რასაც მუდმივი კომუნიკაცია და ინფორმაციის მიმოცვლა სჭირდება, სხვაგვარად ქართული მეურნეობის განვითარება წარმოუდგენელია.

 ამჟამად USAID-ითან პარტნიორობით, HICD-ის პროგრამის ფარგლებში ვმუშაობთ პროექტებზე სოფლის მეურნეობის სფეროში კომუნიკაციის გაძლიერების მიზნით. პროექტის ფარგლებში ასოციაცია „ბიოსუბტროპიკი“ განახლებული ბრენდით „ორგანიკ ჯორჯიას“ სახელით წარსდგა საზოგადოების წინაშე, ასოციაცია ბიო მეურნეობის ხელშეწყობას, მის შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და ფერმერთა ტექნიკური უნარებისა და შესაძლებლობების გაძლიერებას ისახავს მიზნად.