როგორ იზიდავს სტრატეგიული კომუნიკაცია ინვესტორებს და როგორ მატებს ბიზნესს ღირებულებას

როგორ იზიდავს სტრატეგიული კომუნიკაცია ინვესტორებს და როგორ მატებს ბიზნესს ღირებულებას

ინდივიდუალური ვენჩურული  კაპიტალის კომპანიები იღებენ 1000-ზე მეტ საინვესტიციო წინადადებას წელიწადში და ძირითადად დაინტერესებულნი არიან იმ ბიზნესებით, რომლებიც საჭიროებენ მინიმუმ $250,000 ინვესტიციას, როგორც ნათქვამია Embroker-ში.

თუმცა, ამავე წყაროს მიხედვით, სტარტაპების მხოლოდ 1% აღმოჩნდება შემდეგი Uber, Airbnb, ან Slack. ამიტომაც რთულია ვენჩურული კაპიტალისტების ყურადღების მიქცევა. მაგრამ სტრატეგიული კომუნიკაციას შეუძლია მნიშვნელოვნად გაზარდოს დაფინანსების შანსები და აი, როგორ

სტრატეგიული კომუნიკაცია გეხმარებათ გამოავლინოთ თქვენი გამოცდილება 

სტარტაპის დაარსება არ გხდით თქვენი დარგის ექსპერტად. თუ არავინ იცის თქვენი გამოცდილების შესახებ, ინვესტორებმა შეიძლება აუთსაიდერად მიგიჩნიონ. ინვესტიცია სტრატეგიული კომუნიკაციაში დღეს, ნიშნავს ინვესტირებას საზოგადოებრივი აზრის, მოხსენებისა და სტატიების პორტფოლიოს შექმნაში, რაც უმნიშვნელოვანესია სტარტაპისათვის.

პოდკასტის სტუმარობა, სადაც საუბრობთ თქვენი ინდუსტრიის მომავალზე, სტატიის ავტორობა ან პროდუქტის ინოვაციების შესახებ კომენტარის მიცემა დაგეხმარებათ თქვენი სანდოობის ამაღლებაში. პუბლიკაციები არ აქვეყნებენ სტატიებს ავტორებისგან, რომლებსაც არაფერი აქვთ სათქმელი მკითხველისთვის, და არც ჟურნალისტები ითხოვენ კომენტარს შემთხვევითი ადამიანებისგან.

ყოველი სიტყვა, რომელსაც პრესაში ამბობთ, არის თქვენი შანსი, ინვესტორებმა შეგამჩნიონ და დაგინახონ, როგორც ექსპერტი, რომელიც დაინტერესებულია გაბედულ ინოვაციებით და აქვს ცოდნა და გამბედაობა შექმნას სწრაფად მზარდი, წარმატებული კომპანია.

სწორედ ამიტომ უნდა შექმნათ “ჰაიპი“ თქვენი სტარტაპის გარშემო სტრატეგიული კომუნიკაციის გამოყენებით:

  • პუბლიკაციებში გამოაქვეყნეთ სტატიები თქვენი სტარტაპის შესახებ
  • იმუშავეთ სხვადასხვა ფორმატზე, რათა გამოავლინოთ თქვენი ბიზნესის საუკეთესო კუთხეები (მაგ. სტატიები, ხსენებები, ინტერვიუები ან კომენტარები)
  • ფოკუსირდით პრობლემებზე, რომლებსაც თქვენი სტარტაპი წყვეტს და თუ რატომ სჭირდება ის მსოფლიოს
  • გააკეთეთ თამამი განცხადებები და პროვოკაციული კომენტარები თქვენი კომპანიის გარშემო აჟიოტაჟის შესაქმნელად.

სტრატეგიული კომუნიკაცია თქვენ და თქვენს ხედვას ყიდის ინვესტორებს

თქვენი სტარტაპის ადრეულ ეტაპზე გაშვების მონაცემები უდავოდ ხელს უწყობს ინვესტორების გადაწყვეტილების მიღებას. თუმცა, თქვენი სტარტაპ მოგზაურობის დასაწყისში თქვენ ყიდით საკუთარ თავს და თქვენს ხედვას და არა პროდუქტს. ამიტომ, უნდა დარწმუნდეთ, რომ სწორად ყვებით ამბავს და თქვენი სახელი სწორ პუბლიკაციებში ჩანს. გახსოვდეთ, რომ სტრატეგიული კომუნიკაცია არ არის მხოლოდ პრესრელიზები და ინტერვიუები, არ დაგავიწყდეთ ონლაინ მედია და  გამოიყენეთ ისეთი ინოვაციური შესაძლებლობები, როგორიცაა: Clubhouse, Twitter, LinkedIn

სტრატეგიული კომუნიკაცია გეხმარებათ გამოირჩეოდეთ

ინვესტიციებისთვის კონკურენცია სასტიკია და ბიუჯეტები არც ისე დიდი. შეიძლება გქონდეთ სერვისი ან პროდუქტი, რომელიც არის ინოვაციური და ასევე საჭირო თქვენი პოტენციური მომხმარებლებისთვის. მაგრამ თუ ინვესტორებს არასოდეს სმენიათ თქვენს შესახებ, შეიძლება შეუძლებელი იყოს იმის დამტკიცება, რომ თქვენს სტარტაპში ღირს ინვესტიციის განხორციელება, განსაკუთრებით თუ თქვენი ბაზარი უკვე გადატვირთულია. რა შანსები გაქვთ, რომ გამოირჩეოდეთ?

ეს არის კიდევ ერთი მიზეზი, რომ იყოთ აქტიური პრესასადა სოციალურ ქსელებში, თანხების მისაღებად. თქვენი დანახვა ყველა ძირითად პუბლიკაციაში და სოციალურ პლატფორმებზე არის მტკიცებულება იმისა, რომ ღირს მათ ფულად და დროდ. განასხვავეთ თქვენი ბრენდი და საკუთარი თავი სხვა სტარტაპებისგან ძლიერი კომუნიკაციით და მიიღეთ თქვენი კომპანიისთვის საჭირო ფული უფრო სწრაფად.

სტრატეგიული კომუნიკაცია მატებს ღირებულებას თქვენს კომპანიას

სტრატეგიული კომუნიკაცია გეხმარებათ თქვენ და თქვენს ბიზნესს გახდეთ ცნობილი ყველა იმ შესანიშნავი საქმით, რასაც აკეთებთ თქვენ და თქვენი გუნდი. ეს ზრდის ხილვადობას და ამაღლებს თქვენი კომპანიის პროფილს — ყველას სურს გამოიყენოს კარგი რეპუტაციის მქონე კომპანიის პროდუქტები და სერვისები. სტრატეგიული კომუნიკაცია ზრდის მოთხოვნას თქვენს კლიენტებში და გეხმარებათ ურთიერთობების დამყარებაში ინვესტორებთან. შედეგად, ის იზიდავს ინვესტიციებს და უბიძგებს თქვენს ბიზნესს ახალი მიზნების, მეტრიკისა და წარმატებისკენ.