როგორ ირჩევს ტიკ ტოკი ვირუსულ სიმღერებს

როგორ ირჩევს ტიკ ტოკი ვირუსულ სიმღერებს

ბევრი განხილვა და სხვადასხვა აზრი არსებობს Tik Tok-ის ალგორითმის შესახებ და თუ როგორ მუშაობს იგი, რა ინფორმაციას იღებს მომხმარებლებისგან და რაში იყენებს ის მას.

ცოტა ხნის წინ, Megan Thee Stallion გრემის დაჯილდოებაზე, სცენაზე ავიდა, ჯილდოს მისაღებად, ცრემლები ძლივს შეიკავა და მადლობა გადაუხადა ღმერთს, დედას და მენეჯერებს, რომ  დაეხმარნენ მას გამხდარიყო პირველი ქალი რეპერი, რომელმაც ბოლო ოცი წლის განმავლობაში პირველად მიიღო საუკეთესო ახალი არტისტის ჯილდო. თუმცა არ აღუნიშნავს ის დამოუკიდებელი ერთეული, რომელიც  დაეხმარა მას სიმღერა Savage ნომერ პირველი ჰიტი გამხდარიყო, ეს სწორედ, Tik Tok-ის დახმარებით მოხდა.

Tik Tok, სოციალური ქსელი, სადაც მომხმარებლები მოკლე ვიდეოებს პოსტავენ  მუსიკის თანხლებით, ამ თაობის ჰიტი გახდა. TikTok– ის მრავალი ტრენდის მსგავსად, Savage-ც სპონტანურად აფეთქდა მომხმარებლების ენთუზიაზმის დახმარებით, რომლებმაც საკუთარი ცეკვების ქორეოგრაფია შექმნეს სიმღერისთვის და წარუდგინეს იგი გამომწერებს, რომლებმაც ათობით მილიონჯერ უყურეს ამ ვიდეოებს. წარმატების საიდუმლო ფორმულამ  თუ ალგორითმმა Tik Tok, სოციალურ მედიის ყველაზე მნიშვნელოვან ახალ პლატფორმად გადააქცია, ამით კი ის მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური დავის ცენტრში მოექცა.

@justmaikoceos of being too much for mom to handle😂🤣 @itsmetiffany @justjonathan14 @mztinale♬ Savage – Megan Thee Stallion

თუმცა Savage-ის წარმატება არსაიდან არ მოსულა. სინამდვილეში საზრიანი და კარგად დაგეგმილი მარკეტინგის შედეგი იყო. Tik Tok-ის მენეჯმენტმა გაანალიზა მომხმარებელთა მონაცემები და ურჩია სტალიონის ლეიბლს როგორ ეწარმოებინა სიმღერის პრომოუშენი.
ზოგადად, სოციალური მედია პლატფორმები ყოველთვის ნაკლებად სპონტანურები არიან ვიდრე ეს ჩანს, მაგრამ დაარსების დღიდან, Tik Tok კიდევ უფრო მეტად კონტროლდება, ვიდრე სხვა კონკურენტ აპლიკაციები. კომპანიის ხელმძღვანელები წყვეტენ, თუ რომელი კლიპები გამოჩნდეს პერსონალიზებული რეკომენდაციების გვერდებზე (ე.წ FYP-ზე), რომელი ტრენდები წაიშალოს აპიდან და რომელი გახდეს ვირუსული.

TikTok–მა ამერიკულ კულტურის ხელში ჩაგდება, ალექს ჟუსგან დაიწყო. მან შექმნა Musical.ly, რომელიც სიმღერის აყოლის, ე.წ Lip sync-ის საშუალებას იძლეოდა. ახლა კი მას  როგორც TikTok–ს ისე ვიცნობთ. ჟუ  ჩინეთში გაიზარდა,  სამოქალაქო ინჟინერიას ჟეჟიანის უნივერსიტეტში სწავლობდა. ის სან-ფრანცისკოში საერთაშორისო პროგრამულ კომპანია SAP SE- ში სამუშაოდ გადავიდა და 2014 წელს სილიკონის ხეობაში მატარებლით მიმავალი ჟუ ამერიკელი თინეიჯერების ქცევით მოიხიბლა , რომლებიც მუსიკას უსმენდნენ და ტელეფონებზე ვიდეოს იღებდნენ და გადაწყვიტა შეექმნათ აპი, რომელიც ამ ორს გააერთიანებდა.

მიუხედავად იმისა, რომ ტექ. კომპანიები ხშირად დაობდნენ ჩამწერ სტუდიებთან, ჟუს გეგმა, თავიდანვე, მუსიკალურ ინდუსტრიასთან თანამშრომლობა იყო და არა მასთან დაჯახება. იმ დროს 36 წლის ჟუ აკვიატებით ადევნებდა თვალყურს მომხმარებლის ქცევას, და სწავლობდა მას. ყალბი ანგარიშების რეგისტრაციასაც კი ახორციელებდა დაწყებითი და საშუალო სკოლის ბავშვებთან ურთიერთობისთვის. მან პირადად აღმოაჩინა ამომავალი ვარსკვლავები და ხშირად  მათ და მათ მშობლებს სახლში სადილად ეპატიჟებოდა მათი მომავლის განსახილველად.

2017 წელს ჩინურმა კომპანიამ ByteDance Ltd. შეიძინა Musical.ly, რაც ერთი წლის შემდეგ, Tik Tok– ად გადაკეთდა. ByteDance– ის მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა Zhang Yiming– მა პლატფორმა თანამედროვე ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიითა და მარკეტინგის მილიარდობით დოლარიანი ბიუჯეტით  აღჭურვა, იმისათვის რომ ასობით მილიონი მომხმარებელი მოეზიდა.

ჩამოტვირთვის რაოდენობის გაზრდის მიზნით, Tik Tok შეეცადა დარწმუნებულიყო, რომ ყველა ჩართული მხარე,  ვიდეოების შემქმნელები, მუსიკოსები და ასევე რეკლამის განმთავსებლებიც შოულობდნენ ფულს. ByteDance-ის აღმასრულებელ პირებს ბედისთვის არაფერი მიუნდიათ. ათასობით ვარსკვლავს ინდივიდუალური მენეჯერები დაუნიშნეს  ყველაფერში დასახმარებლად, დაწყებული ტექნიკური დახმარებით, კოლეჯში სწავლის დაფინანსების საკითხების ჩათვლით, რაც შემოქმედთა ერთგულებას აჩენდა. Tik Tok რეგულარულად აძლევს რჩევებს პოპულარულ შემქმნელებს, თუ რომელი ჰეშთეგისა და ფუნქციების გამოყენებაა მნიშვნელოვანი აპისთვის და მისი რეკლამის განმთავსებლებისთვის, რომელთაც ხშირად გარანტირებული აქვთ ნახვების მინიმალური რაოდენობა თითოეულ კამპანიაში. TikTok ასევე აკავშირებს შემქმნელებს ბრენდებთან და მუსიკოსებთან, რაც როგორც წესი ფასიან პარტნიორობაში გადაიზრდება ხოლმე.

Tik Tok-ის ოფიციალური წარმომადგენლების თქმით, ტრენდები ორგანულად ჩნდება და ვითარდება აპლიკაციაში. თუმცა, ტოპ შემქმნელები იღებენ ყოველკვირეულ მეილს ინსტრუქციებით, თუ რომელი ვიდეოს გადაღებით შეუძლიათ მათ ნახვების  გაზრდა, ამბობს გაბი მურეი, Tik Tok- ის 19 წლის ვიდეო შემქმნელი ფლორიდიდან, 8,5 მილიონი გამომწერით, რომელიც Tik Tok– ზე თვეში დაახლოებით 20 000 დოლარს გამოიმუშავებს. ”მე ვცადე ჩემი მენეჯერის რჩევების მიყოლა”, – ამბობს შემქმნელი,  სარკის ფილტრის შესახებ, რომლის დარეკლამება მენეჯერმა სთხოვა. „ვიდეო ძალიან წარმატებული იყო, არ იყო ისეთი  რამ, რასაც, როგორც წესი, გადავიღებდი, მაგრამ უბრალოდ მინდოდა გამომეცადა, რაც მენეჯერმა თქვა.“

ეს მიდგომა მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა Twitter Inc.– სა და Facebook Inc.– ის ადრეული მუშაობის სტილისგან, სადაც ყველაზე მეტი ტრენდი  მას შემდეგ ჩნდება, რაც უამრავი ადამიანი დაპოსტავს ერთი და იმავე საკითხზე. ამერიკული ტექ. კომპანიები თავს პლატფორმებად მიიჩნევდნენ და არა კონტენტის პროვაიდერებად და მომხმარებლებს არ უბიძგებდნენ გარკვეული საკითხების შესახებ პოსტების გამოქვეყნებაზე, ამბობს კერინ სპენსერი, რომელმაც Twitter– ის ვიდეო პლატფორმის Vine– ს შემქმნელთა განვითარებას ეწეოდა, სანამ მომხმარებელთა სხვა პლათფორმაზე მიგრაციამ აპლიკაცია საბოლოოდ არ გათიშა. ეს იდეოლოგია გარკვეულწილად შეიცვალა კომპანიების ზრდასთან ერთად, განსაკუთრებით Alphabet Inc.- ის YouTube- ზე და Facebook- ის Instagram- ზე, რომლებიც სულ უფრო მეტ თანხას უხდიან შემქმნელებს კონტენტისთვის.

„300 Entertainment“, მეგანის ლეიბლი, TikTok– თან გასული წლის დასაწყისში, კოვიდ პანდემიის დაწყებამდე თანამშრომლობდა ალბომი Suga -ს რეკლამირებისთვის, ლეიბლმა თავდაპირველად თავისი კამპანიის ფოკუსად – სიმღერა Captain Hook შეარჩია. თუმცა Tik Tok–ის რჩევით  ლეიბლმა ჯერ ხუთი ჩანაწერი განათავსა პლატფორმაზე, რათა სხვადასხვა მეთოდით და საზომით ეწარმოებინათ დაკვირვება, სანამ ერთ კონკრეტულ სიმღერაზე შეაჩერებნენ არჩევანს.  თითქმის დაუყოვნებლივ, Tik Tok– ის მომხმარებლებმა სხვა ტრეკი, Savage აიტაცეს. მომხმარებლების რაოდენობა, რომლებიც ამ სიმღერის ნაწყვეტებს  პირად ხმოვან  საქაღალდეებში ინახავდნენ, სამომავლო გამოყენებისათვის, ძალიან სწრაფად მზარდი იყო, შემდეგ კი TikTok– მა განზრახ შეუშვა სიმღერა „simmer“ აპლიკაციაზე რამდენიმე დღის განმავლობაში, სანამ ის ტოპ საუნდების სიასა და ძიების გვერდის და საუნდების ბიბლიოთეკის თავში, ბანერულ რეკლამებში  ამ სტრატეგიამ კი სინგლი სირველობამდე მიიყვანა.

TikTok– მა კარანტინის პირველ დღეებში სტალიონს ლაივ ივენთზე უმასპინძლა და  # SavageChallenge– ის პოპულარიზაციაში დაეხმარა, რასაც 20 წლის ტეხასელი მომხმარებელის, კიარა ვილსონის მიერ შექმნილმა ცეკვის რუტინამ დაუდო სათავე. ვილსომი, რომელიც უკვე დაქირავებული იყო რეპერ T-Pain- ისა და სხვა ვარსკვლავებისთვის მსგავსი ცეკვების შესაქმნელად, თქვა, რომ მისთვის არ გადაუხადიათ Savage ცეკვის შესაქმნელად. თუმცა სტალიონის ლეიბლი აწარმოებდა ინფლუენსერ მარკეტინგს კამპანიას, რომლის ფარგლებში  Tik Tok მეგასტარებმა ჩარლი დამელიომ, ედისონ რეიმ, ჰეილიმ და ჯასტინ ბიბერებმა დაპოსტეს #SavageChallenge ვიდეოები მათი 200 მილიონზე მეტ მიმდევარისთვის.

როდესაც Savage მუსიკალურ ჩარტებს აფეთქებდა, TikTok და მისი ჩინელი მშობელი კომპანია პოლიტიკური კრიზისის წინაშე აღმოჩნდნენ, რაც აშშ-სა და ჩინეთს შორის ურთიერთობების გაუარესებით იყო გამოწვეული. ამერიკელმა პოლიტიკოსებმა გამოხატეს შეშფოთება კონფიდენციალურობის, TikTok– ის ალგორითმის ხასიათისა და იმ პოტენციალთან დაკავშირებით, რომ აპლიკაცია შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც ტროას ცხენი ჩინური ჯაშუშობისთვის. 2020 წლის აგვისტოში პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, ეროვნული უსაფრთხოების მიზეზით, გამოსცა რამდენიმე აღმასრულებელი ბრძანება, რითიც ByteDance– ს მოსთხოვა ბიზნესის ნაწილი ამერიკულ კომპანიისთვის მიეყიდა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ის აშშ – ში აიკრძალებოდა.

ByteDance– ის აღმასრულებელმა დირექტორმა ჟანგმა განიხილა გარიგებები აშშ – ს რიგ ტექ. გიგანტებთან, მაგრამ საბოლოოდ გადაწყვიტა  კრიზისის გადავლასს და საპრეზიდენტო არჩევნების დალოდებოდა. ამასობაში კი, ამერიკელ ინფლუენსერთა ჯგუფმა ტრამპის ადმინისტრაციას სასამართლოში უჩივლა, იმ მიზეზით, რომ აკრძალვა მათი სიტყვის თავისუფლების, კონსტიტუციურ უფლებას დაარღვევდა.

თუმცა როგორც ანონიმური წყაროები ამბობენ, ეს სარჩელი Tik Tok-ისა და ByteDance-ის მიერ იყო ორკესტრირებული. მათ შეკრიბეს მომხმარებლები და დააკავშირეს ისინი გამოცდილ იურისტს, და დაეხმარნენ სამართლებრივი ტაქტიკისა და სტრატეგიის შემუშავებაში. ამ ნაბიჯმა გაამართლა. ახლად მოსულმა პრეზიდენტმა ბაიდენმა სრულად შეაჩერა აკრძალვა, Tik Tok კი 2020 წლის ყველაზე გადმოწერადი აპლიკაცია გახდა და Facebook-საც კი გადაუსწრო.