რა დროს გულისწყვეტაა? კიდევ უფრო წარმატებული 2019 გველოდება

რა დროს გულისწყვეტაა? კიდევ უფრო წარმატებული 2019 გველოდება

ჯეპრას კონსულტანტი, თეონა ხმელევსკი 2018 წელს აფასებს. 

რამდენად წარმატებული იყო პირადად შენთვის 2018 წელი? თუ შევადარებთ სხვა წლებს?

ვფიქრობ, რომ ნამდვილად წარმატებული იყო, რადგან 2018 წლის განმავლობაში უფრო მეტად განვვითარდი და ვფიქრობ, რომ შვიძინე ახალი –  ჩვენი სფეროსთვის მნიშვნელოვანი უნარ-ჩვევები.

რით იყო გამორჩეული?

2018 ჩემთვის იყო გამოწვევების და ახალი, საინტერესო გამოცდილების წელი, რადგან მომიწია რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტის მართვა, რომელთაც ვფიქრობ წარმატებულად გავართვი თავი.

შეგიძლია გამოყო ის პროექტები, რომლებიც განსაკუთრებული იყო შენთვის?

ჯეპრაში ყველა პროექტს ერთნაირი პასუხისმგებლობით ვუდგებით, თუმცა 2018 წლის შეფასებისას, შემიძლია გამოვყო Unicef -ისთვის განხორციელებული საკომუნიკაციო კამპანია „დაასრულე ძალადობა“. აღნიშნული პროექტის განმავლობაში შევიმუშავეთ სპეციალური სახელმძღვანელოები, როგორც მასწავლებლებისთვის, ასევე, ბავშვებისთვის. მათი მიზანია,  მეტი ინფორმაციის მიწოდება შემდეგ ძირითად საკითხებზე: პოზიტიური აღზრდის მიდგომა, ძალადობის ფაქტების იდენტიფიცირება და მათზე სწორი რეაგირება. კამპანიის ფარგლებში, გვქონდა კომუნიკაცია და შეხვედრები ისეთ მნიშვნელოვან რგოლებთან როგორიც არის: მშობლები, თემის წარმომადგენლები, სტუდენტები, მასწავლებელი და მედია. თითოეული შეხვედრა იყო ძალიან ემოციური და პროდუქტიული, რაც, ვფიქრობ, საბოლოო ჯამში, კარგად აისახება ბავშვთა მიმართ ძალადობის ფაქტების შემცირებაზე საქართველოში და მოსახლეობას ექნება მეტი ინფორმაცია, იმაზე, თუ როგორ უნდა მოიქცეს თითოეული პირი  მსგავსი ფაქტების აღმოჩენისას.

რამდენად შეძელი წლის დასაწყისში დაგეგმილი საკითხების განხორციელება? რა დაგეხმარა და რამ შეგიშალა ხელი?

პრინციპში, შეიძლება ითქვას, რომ შევძელი. თუმცა ვფიქრობ, რომ 2019 კიდევ უფრო  საინტერესო და დატვირთული იქნება, ასე, რომ ველოდები ახალ გამოწვევებს 🙂

როგორი იყო შენი წელი, როგორც პიარსკოლის მენტორის?

საკმაოდ საინტერესო პროცესია, იცნობ ბევრ ახალ ადამიანს, სხვადასხვა სფეროდან და ცდილობ, რომ იმ მოკლე დროში, რაც გეძლევა, გაუზიარო შენი გამოცდილება, შეიტანო წვლილი მაქსიმალურად სრულფასოვანი პროექტების შექმნაში… შედეგი ყოველთვის ამართლებს იმ ძალისხმევას, რაც იდება თითოეულ პროექტში, საამაყოა, როდესაც ხედავ საბოლოო პროდუქტს, რომელსაც შენი სტუდენტები დამაჯერებლად წარადგენენ პრეზენტაციაზე.

ჯეპრას 2018 წელს როგორ შეაფასებდი? რამდენად წარმატებული წელი იყო? შეძლო თუ არა იმ გეგმების შესრულება, რაც სტარტეგიულ შეხვედრებზე დაგეგემეთ?

ძალიან დატვირთული წელი იყო  ჯეპრას თითოეული თანამშრომლისთვის. ბევრი საინტერესო და ამავდროულად რთული პროქტი განვახორციელეთ. შედეგად უფრო მეტად განვვითარდით და უკეთ ვართ მომზადებული, ახალი გამოწვევებისთვის.

რაზე გწყდება გული? რა გიხარია?

რა დროს გულისწყვეტაა 🙂 კიდევ უფრო წარმატებული 2019 გველოდება.

რა გეგმები გაქვს 2019 წელს? რაზე აპირებ აქცენტების გაკეთებას? რისი შეცვლა გსურს? რისი გაუმჯობესება?

თავისთავად მინდა, რომ განვავითარო უკვე შეძენილი უნარები, კიდევ უფრო მეტად გავიზარდო, როგორც პროფესიონალი. მნიშვნელოვანია დროის სწორი განაწილება და პრიორიტეტების სწორად დასახვა. ჯეპრა, ნამდვილად არის ის კომპანია, რომელიც გაძლევს განვითარების, გაძლიერების საშუალებას, ამას გრძნობ ყოვლდღიურად და ყოველი წლის ბოლოს ხვდები, თუ რამდენად შეიცვალე და რამდენად მეტი შეგიძლია, რომ გააკეთო მომავალში.

როგორი იქნება 2019 წელი პიარინდურსტიისთვის? რა სიახლეებს უნდა ველოდოთ? რა პროგნოზები გაქვთ?

საინტერესო 🙂 ჯანსაღი კონკურენციის, სერვისების გაუმჯობესების  წელი იქნება 2019. ჯეპრა ბევრ სიახლეს შემოგთავაზებთ!