მომიწია ახალი უნარების ათვისება და მათი გამოყენებისას იმაზე ღელვა, რომ ყველაფერი კარგად ჩაივლის

მომიწია ახალი უნარების ათვისება და მათი გამოყენებისას იმაზე ღელვა, რომ ყველაფერი კარგად ჩაივლის

ჯეპრას დიზაინერი, სოფო პეპანაშვილი 2020 წელს აფასებს.

რა შეიცვალა შენთვის 2020 წელს? რა სირთულეების წინაშე აღმოჩნდი პროფესიულად და როგორ უმკლავდები დღემდე ამ “ახალ რეალობას”?

2020 წელს მუშაობა დავიწყე ჯეპრაში. მოვხვდი ახალ გარემოში და ახალ სამუშაო გუნდთან და მოვალეობებთან შეჩვევის შემდეგ მალევე მომიწია ახალ გუნდთან დისტანციურად მუშაობის შეჩვევაც 😊 დისტანციურად მუშაობა ძალიან რთული არაა, როდესაც თანამშრომლებს მუდმივად კავშირი აქვთ ერთმანეთთან, თუმცა რეალურ ადამიანებთან, არავირტუალური კომუნიკაცია მაინც ბევრად უფრო მარტივი და სასიამოვნოა.

აღწერე შენი სამსახური სიტყვების: პიარის, მარკეტინგის და კომუნიკაციის ხსენების გარეშე

ჩემი ახლანდელი სამსახური პირველ რიგში ძალიან სახალისო, ხანდახან ცოტა დაძაბული, მაგრამ მთლიანობაში საინტერესოა.

გვანახე შენი სამუშაო მაგიდა და აგვიხსენი რატომ გამოიყურება ის ასე

ლეპტოპი, სახატავი პლანშეტი, ახლა უკვე ვინჩესტერიც სამუშაო ფაილებისთვის, მაუსპადი და მაუსი, ფინჯანი წყალი, ყავა, ხმის დინამიკი, ესაა ის ძირითადი იარაღები რაც მუშაობისთვის მჭირდება.

2020 წელს, იყო პატარ-პატარა გამოწვევები, მაგალითად ის რომ მომიწია ახალი უნარების ათვისება და მათი გამოყენებისას იმაზე ღელვა, რომ ყველაფერი კარგად ჩაივლის. ასევე  დროის მოკლე მონაკვეთში ბევრი სხვადასხვა საქმის მოსწრება და ა.შ.