გავიგეთ!

გავიგეთ!

გავიგეთ!

გავიგეთ, რომ თბილისში ჰაერი დაბინძურებულია და შეუძლებელია ამდენ გამონაბოლქვში ცხოვრება!

გავიგეთ, რომ ამ ქალაქში და იმ ქალაქშიც შეუძლებელია მოძრაობა და ეს ტაქსები საერთოდ აზრზე არ არიან ქუჩების და ხურდაც არ აქვთ!

გავიგეთ, რომ ხეებს ჭრიან ყველგან და ბეტონის ქალაქში ვიგუდებით და რომ სამშენებლო კომპანიებმა დედა უტირეს ქვეყანას!

გავიგეთ, რომ უამრავი გაჭირვებული და მათხოვარი გვყავს და ამ ხალხზე ვიღაცამ უნდა იზრუნოს, თავშესაფრები აუშენოს უსახლკაროებს სახელმწიფომ!

გავიგეთ, რომ ბანკები ძირავენ ბიზნესებს, მაღალ პროცენტებში აძლევენ ხელფასებს, გაყალბებულ რეპორტებს ითვლიან და მერე გაკოტრების რეჟიმს თვითონ აკონტროლებენ!

გავიგეთ, რომ ევროინტეგრაცია და ნატოში გაწევრიანება ნელი ტემპებით მიდის და მთავრობას არ აქვს მკაფიოდ გამოკვეთილი დეკლარირებული პოზიცია ჩვენს საგარეო პოლიტიკურ ვექტორთან დაკავშირებით!

გავიგეთ, რომ სამოქალაქო ორგანიზაციები თავის ხელფასებისა და პრივილეგიებისთვის მუშაობენ და რომ სხვა ქვეყნების ინტერესებს ატარებენ!

გავიგეთ, რომ დიდი ჰესების აშენება დაღუპავს ჩვენს გარემოს და დაიტბორება მთელი სვანეთი და რაჭა-ლეჩხუმი!

გავიგეთ, რომ შრომის უფლებები არ არის დაცული და რომ წალეკა ჩვენი ბაზარი იმპორტირებულმა პომიდორმა და ჩიფსებმა!

გავიგეთ, რომ ყველა ბიზნესმენი მხოლოდ საკუთარ მოგებაზე ფიქრობს და არ აინტერესებს საერთოდ რა ხდება მის გარშემო, მთავარია თვითონ იყოს უკეთესად!

გავიგეთ, რომ კორუფცია და უუნარობაა მაღალ ეშელონებში და რომ საჯარო მოხელეები არაფერს აკეთებენ, ტეტრისის და მაინსვიფერის თამაშის გარდა!

გავიგეთ, რომ მალე წაგვლეკავს რომელიმე მდინარე, ან ჩამოიშლება მთაწმინდა, ან დაიწვება გარშემო ტყეები და ბოლომდე დედა გვეტირება!

გავიგეთ, რომ კომუნალური გადასახადები ძალიან მაღალია და რომ არ შეიძლება ასე ხალხის დაჯარიმების ხარჯზე პატრულის შენახვა და პრემიების დარიგება!

გავიგეთ, რომ კონსულტანტები არაფრის მაქნისები არიან და რომ ერთ რაღაცაში შემთხვევით წარმატების მიღწევა აუცილებლად განაპირობებს სხვა საქმეში წარმატებას!

გავიგეთ, რომ დიდი ისტორიის მქონე ერი ვართ, რომ ჩვენი დამწერლობა ერთ-ერთია იმ 14 დამწერლობისგან, თუ რამდენიცაა, რომელიც არსებობს დედამიწაზე!

გავიგეთ, რომ განათლებაშია დღეს დიდი პრობლემა და სანამ წიგნების კითხვას არ დავიწყებთ, თუ გავაგრძელებთ, მანამდე არაფერი გვეშველება!

გავიგეთ, ბლიად, გავიგეთ!

გავიგეეეთ!

და მერე???