ძალიან მოტივირებული და ენთუზიაზმით სავსე ვარ

ძალიან მოტივირებული და ენთუზიაზმით სავსე ვარ

ჯეპრას პროექტების ასისტენტი, მარიამ ყალიჩავა 2018 წელს აფასებს.

რამდენად წარმატებული იყო პირადად შენთვის 2018 წელი? თუ შევადარებთ სხვა წლებს?

საკმაოდ წარმატებული იყო, ბევრი საინტერესო ტრენინგით და პროექტით.

რით იყო გამორჩეული?

სტაჟირების შემდეგ, საშუალება მომეცა უშუალოდ პროექტების განხორციელებაში მიმეღო მონაწილეობა და ამით  მივიღე დიდი გამოცდილება, როგორც პროფესიული, ასევე პირადი უნარ-ჩვევების განვითარების კუთხით.

რამდენად შეძელი წლის დასაწყისში დაგეგმილი საკითხების განხორციელება? რა დაგეხმარა და რამ შეგიშალა ხელი?

მეტ-ნაკლებად. ვისურვებდი, რომ უფრო მეტად ვიყო დატვირთული პროექტებში და უფრო მეტად გაიზარდოს ჩემი კომპეტენცია. დამეხმარა ბევრი ფაქტორი, მათ შორის შინაგანი მოტივაცია, გუნდის დამოკიდებულება და პროფესიონალიზმი. ჩემს შემთხვევაში, ხელის შემშლელი ფაქტორი არის დრო, რომელსაც უნივერსიტეტი მოითხოვს და იმედი მაქვს წელს უკეთ შევძლებ შეთავსებას და უფრო ნაყოფიერი წელი მექნება. 

როგორი იყო შენი წელი როგორც პიარსკოლის მენტორის?

მხოლოდ ერთი სემესტრი ვიყავი პიარსკოლის მენტორი, თუმცა ამ გამოცდილების გათვალისწინებით შემიძლია ვთქვა რომ საინტერესო და ნაყოფიერი იყო. 

ჯეპრას 2018 წელს როგორ შეაფასებდი? რამდენად წარმატებული წელი იყო? შეძლო თუ არა იმ გეგმების შესრულება, რაც სტარტეგიულ შეხვედრებზე დავგეგმეთ?

ვფიქრობ, რომ 2018 წარმატებული წელი იყო ჯეპრასთვის, ბევრი პროექტით და კარგი შედეგებით. უმეტესწილად  ვახერხებთ იმ გეგმის შესრულებას, რაც დავგეგმეთ  და ამისთვის სერიოზული ნაბიჯები იდგმევა.

რაზე გწყდება გული? რა გიხარია?

გული მწყდება და ვფიქრობ რომ ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმი ჯერ კიდევ  ვერ ვაჩვენე და  გული მწყდება, რომ უფრო მეტი დრო არ დავუთმე და შესაბამისად ვერ მოვახერხე უფრო მეტ პროექტში მიმეღო მონაწილეობა. მიხარია, რომ ვარ ჯეპრას გუნდის წევრი და ეს ყოველი წარმატებული პროექტის და საორიენტაციო შეხვედრების  შემდეგ უფრო მიმძაფრდება. 

რა გეგმები გაქვს 2019 წელს? რაზე აპირებ აქცენტის გაკეთებას? რისი შეცვლა გსურს? რისი გაუმჯობესება?

ძალიან მოტივირებული და ენთუზიაზმით სავსე ვარ, მინდა რომ ჩემი კომპეტენცია გავზარდო და მივიღო უფრო მეტი პროფესიული გამოცდილება და ჩავერთო პროექტებში. 

როგორი იქნება 2019 წელი პიარინდურსტიისთვის? რა სიახლეებს უნდა ველოდოთ? რა პროგნოზები გაქვთ? 

იმის გათვალისწინებით, რომ რამოდენიმე პიარ კომპანიამ, რომელსაც ჩვენს კონკურენტებად მივიჩნევდით საქმიანობა შეწყვიტა, ვფიქრობ რომ 2019 წელი გამოწვევებით სავსე იქნება ჩვენთვის და მგონია რომ ჩვენი ახალი სერვისები და სტრატეგია უპასუხებს იმ მთავარ მოთხოვნებს, რაც დღეს არის  ბაზარზე.