დიდი შეცდომა დიდი გარბენის შემდეგ

დიდი შეცდომა დიდი გარბენის შემდეგ

მსოფლიოს უდიდეს ბრენდებსაც კომუნიკაციისას  ბევრი ისეთი შეცდომა დაუშვიათ, რაც წესით დამწყებმა სპეციალისტებსაც არ უნდა მოსდიოდეთ.  თუმცა ადამიანური ფაქტორი ამ შემთხვევაშიც მოქმედებს და გაუგებრობისგან დაზღვეული არავინაა.

მსგავსს შეცდომებს შორის ერთ-ერთი გამორჩეულია ადიდასის მიერ 2017 წლის ბოსტონის მარათონის მონაწილეებისთვის გაგზავნილი მეილი, სადაც მათ მარათონში გადარჩენას ულოცავდა. ამ მეილში არაფერი იქნებოდა პრობლემური, რომ არა ბოსტონში მარათონზე 2013 წელს მომხდარი ტრაგედია, როდესაც 2013 წელს ტერაქტისას 3 ადამიანი დაიღუპა და 263 დაზარალდა.  სიტუაციას ამძიმებდა ის ფაქტი, რომ მეილის ადრესატებს შორის აღმოჩნდნენ ადამიანები, რომლებსაც 2013 გარბენშიც ქონდათ მონაწილეობა მიღებული.

საზოგადოების რეაქციისთანავე ბუნებრივია, რომ კომპანიამ ბოდიში მოიხადა, თუმცა იმ დროისთვის ჯერ კიდევ არავინ იცოდა თუ რა შედეგებით დასრულდებოდა ეს ისტორია ადიდასისთვის.

ამ შემთხვევაზე გავრცელებული ამბები, ძირითადად ინციდენტის აღწერას მოიცავს და ყურადღების მიღმა რჩება 2 მთავარი ფაქტორი:

თვით ერთ-ერთ უდიდეს გლობალურ კომპანიაში არ აღმოჩნდა, მსგავსი შეცდომის პრევენციის ეფექტური მექანიზმი.

ბრენდის ძალა იმდენად დიდი აღმოჩნდა, რომ საზოგადოებისთვის  შეურაცხმყოფელი ქმედებაც კი გადაიტანა, მაშინ როცა სხვა კომპანიისთვის გაცილებით უწყინარი ინციდენტი შეიძლება საბედისწერო აღმოჩენილიყო.