CSR მიმართულება საქართველოში ბოლო წლებში გაძლიერდა. კომპანიებმა დაიწყეს ფიქრი გლობალურად და დაფიქრდნენ იმ პასუხისმგებლობაზე, რაც მათ აკისრიათ თანაშრომლების, პარტნიორების, საზოგადოებისა თუ იმ გარემოს წინაშე, რომელშიც მათ უწევთ საქმიანობა.
მიუხედავად იმისა, რომ ბევრმა ორგანიზაციამ მთელს მსოფლიოში სტრატეგიული მიდგომები კორპორაციული პასუხისმგებლობის კუთხით გააძლიერა, არცერთი მათგანი არის მზად, რომ 2030 წლამდე შეძლოს გაეროს მდგრადი განვითარების 17-ვე მიზნის შესრულება. მათ შორის საუკეთესოებიც კი უკან იხევენ-ხოლმე ისეთი გამოწვევებთან, რომლის წინაშეც ახლა ვდგავართ. პანდემია კი სულ უფრო და უფრო იკრებს ძალებს.
დღეს თითოეული ჩვენგანი, უამრავ სხვა ადამიანთან ერთად, დამოკიდებული ვართ ინდივიდუალების ისეთივე გააზრებულ და პასუხისმგებლიან მიდგომაზე, როგორიც ბევრმა მაღალმა კორპორაციულმა პასუხისმგებლობის მქონე ორგანიზაციამ გვიჩვენა ბოლო პერიოდში.
თუმცა მხოლოდ მთავრობის, კერძო სექტორის, არასამთავრობო ორგანიზაციების და სხვა ინსტიტუციების პასუხისმგებლიანი ქმედებები არ არის საკმარისი ამ გამოწვევის შესაჩერებლად, მაშინ ვინ უნდა გააკეთოს ეს?
(ხანდახან ჭეშმარიტებამდე ეგზისტენციალური საფრთხის წინაშე მდგომები მივდივართ)
ჰო, ეს ჩემზე და შენზეა დამოკიდებული.
იმისათვის, რომ მაქსიმალურად შევამციროთ ის ზიანი, რაც შეიძლება მოიტანოს პანდემიამ და რაც შეიძლება მალე დავადგეთ პროგრესის გზას ბევრი მიმართულებით, უნდა დავიწყოთ პასუხისმგებლობის ახალი ერა – პერსონალური სოციალური პასუხისმგებლობა.
რა არის PSR-ი და როგორ შეგვიძლია მისი გამოყენება ახლა?
PSR – ეს არ არის ალტრუიზმი (ანუ ადამიანებისადმი უანგარო სამსახური)
კომპანიები პასუხისმგებლიანად იქცევიან არამარტო იმიტომ, რომ ეს კარგი საქციელია, არამედ იმიტომაც რომ ეს სასარგებლოა მათი ბიზნესისთვის. CSR-ის საკვანძო სიტყვებია – იმოქმედე პასუხისმგებლიანად.
PSR-იც ქმედებაა.
თუ თითოეული ჩვენგანი იმოქმედებს პერსონალური სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, ის გარემოც უკეთესი იქნება სადაც ვიმყოფებით, და მთლიანად, სამყაროც.
თუ აქამდე ჩვენ ვასწავლიდით ორგანიზაციებს, როგორ ყოფილიყვნენ პასუხისმგებლიანები, ახლა ჩვენ უნდა ვისწავლოთ იგივე მათგან. ამის ყველაზე კარგი მაგალითი იმ კომპანიებმა მოგვცეს, რომლებიც კორონავირუსის საფრთხის გაჩენისთანავე გადავიდნენ დისტანციურ მუშაობაზე, სანამ სახელმწიფო დაავალდებულებდა მათ ამის გაკეთებას.
როდესაც სამსახური გაგზავნის სახლიდან სამუშაოდ, ბუნებრივია, შენც უნდა გაითვალისწინო ჯანდაცვის სისტემის და მთავრობის გაფრთხილებები და მოერიდო ხალხმრავალ შეკრებებს. საწუხაროდ, როგორც გამოჩნდა, ნაწილმა არ გაითვალისწინა ეს. როდესაც პერსონალური სოციალური პასუხისმგებლობა ნაკლებია საზოგადოებაში, კრიტიკულ სიტუაციებში მაშინ უკვე სახელმწიფო ერთვება იძულების, ჯარიმების წესებით და საგანგებო მდგომარეობის გამკაცრებით.
მაღალი პერსონალური სოციალური პასუხისმგებლიანობის მაგალითად შეიძლება ჩაითვალონ ის ადამიანები, რომლებმაც სიტუაციის გართულებისთანავე დაიწყეს ზრუნვა სხვა ადამიანებზე, შეიქმნა ჯგუფები ფეისბუქზე მოხუცების, უსახლკაროების დასახმარებლად, მათთვის პროდუქტით და პირველადი საყოფაცხოვრებო ნივთებით მოსამარაგებლად. გამოჩნდნენ ფსიქოლოგები, რომლებიც მზად არიან უფასო კონსულტაციები გაუწიონ მათ, ვის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზეც რთულად აისახა მიმდინარე მოვლენები და ა.შ.
პირველ რიგში კი, ამის საუკეთესო მაგალითები არიან ჯანდაცვის მუშაკები, ექიმები, ექთნები, სანიტრები, რომლებიც მზად არიან ყოველი წუთი და წამი მოახმარონ დაავადებულების მოვლას, მათ უჭირავთ ახლა ხელში ჩვენი გულისცემა პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით.
PSR-ის ცოდნა რთული არ არის. ათასობით ადამიანის მიერ განხორციელებულ პერსონალური პასუხისმგებლობის მცირე ქმედებებს დიდი სასიკეთო ცვლილებების გამოწვევა შეუძლია.
ამის მაგალითად გამოდგება, სამომხმარებლო ჩვევების შეცვლა – ისეთი პროდუქტის შეძენაზე გადასვლა, რომელსაც ნაკლები ზიანი მოაქვს გარემოსთვის – ეს, ჩვეულებრივ სიტუაციაში..
ახლა კი – ყველა ჩვენგანის პერსონალური სოციალური პასუხისმგებლობა სოციალური დისტანციის დაცვაა – ის, რაც ყველა ჩვენგანს სასიკეთოდ წაადგება.
კომპანიებს, რომლებსაც სურთ ითვლებოდნენ პასუხისმგებლიანებად, ყოველთვის აქვთ გაწერილი CSR პოლიტიკა, მიზნები, გეგმები, აქტივობები CSR ვალდებულებების შესასრულებლად. ყოველ შემთხვევაში, ჩვენ მათგან ამას ველოდებით და ვითხოვთ. და რატომ არ უნდა დავუწესოთ საკუთარ თავებს ასეთივე მაღალი სტანდარტი?
მაჰათმა განდის არ იყოს, მომავალი ხომ იმაზეა დამოკიდებული, დღეს რას ვაკეთებთ.