ყველაზე დიდი ფიქრი და ცვლილებები პიარსკოლის კურსის ონლაინ გაგრძელებაზე დაგვჭირდა

ყველაზე დიდი ფიქრი და ცვლილებები პიარსკოლის კურსის ონლაინ გაგრძელებაზე დაგვჭირდა

ჯეპრას უმცროსი კონსულტანტი ნუნუკა ნებურიშვილი 2020 წელს აფასებს. 

რა შეიცვალა შენთვის 2020 წელს? რა სირთულეების წინაშე აღმოჩნდი პროფესიულად და როგორ უმკლავდები დღემდე ამ “ახალ რეალობას”?

2020 წელი ყველა ჩვენგანისთვის რთული იყო – რთული იყო ახალ სამუშაო გარემოზე მორგება და სახლიდან მუშაობის რეჟიმზე გადართვა.

თუმცა, ვფიქრობ, ამას ხელი არ შეუშლია პროექტების მართვის მიმართულებით – პირიქით, სახლში ჯდომის რუტინიდან გასაქცევად მათზე მუშაობა საუკეთესო გამოსავალი აღმოჩნდა. მთელი წლის განმავლობაში ბევრ საინტერესო პროექტში ვიყავი ჩართული და ისეთ საკითხებში მომიწია გარკვევა, რომელთანაც შეხება ოდესმე თუ მექნებოდა ვერ წარმოვიდგენდი. მიხარია, რომ ჩვენმა პროფესიამ 2020 წელსაც კი არ დაკარგა ჩვევა, გაეცნო ჩვენგან სრულიად განსხვავებული და საინტერესო სფეროები.

აღწერე შენი სამსახური სიტყვების: პიარის, მარკეტინგის და კომუნიკაციის ხსენების გარეშე

სიახლეებისა და ცვლილელების მუდმივი გენერაციის ადგილი, სადაც ყოფნა არასდროსაა მოსაწყენი.

გვითხარი რა იყო შენთვის, როგორც პიარსკონსულტანტისთვის ყველაზე გარდამტეხი გამოწვევა

გარდამტეხ გამოწვევას ალბათ ვერ დავარქმევ, თუმცა ყველაზე დიდი ფიქრი და ცვლილებები პიარსკოლის კურსის ონლაინ გაგრძელებაზე დაგვჭირდა. მოგვიწია ფორმირება კურსის, რომელიც 13 წელი ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობდა და რომლის მუშაობის თითოეული პროცესი არადისტანციურ სწავლებაზე გვქონდა გაწერილი და მორგებული. მთავარი გამოწვევა კი იყო არ დაგვეკარგა კურსის ის ღირებულებები, რომელსაც ინტეეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციები მის კურსდამთავრებულებს აძლევდა. ასევე, რთული აღმოჩნდა დარწმუნება სტუდენტების, რომ ონლაინ სწავლებისასაც ისეთივე ცოდნასა და გამოცდილებას მიიღებდნენ, როგორსაც არადისტანციურის შემთხვევაში. თუმცა, გამოჩნდნენ ის ადამიანები, რომლებიც გვენდნენ და დაიწყეს სწავლა კურსზე, რომელიც საკმაოდ კარგი შედეგებით დაასრულეს. მოკლედ, ამ მიმართულებთ საინტერესო იყო პიარსკოლის ფორმირება და ვფიქრობ, წარმატებით გავართვით თავი.