ჯეპრას კონსულტანტი, ნუცა გალუმაშვილი 2019 წელს აფასებს.
ჩემთვის 2019 საკმაოდ დატვირთული წელი იყო როგორც ჯეპრაში, ასევე ჯეპრას გარეთ. დავასრულე ჩემი ექვსწლიანი საუნივერსიტეტო ცხოვრება (ამ ეტაპზე), ავიღე მართვის მოწმობა და თითქმის ცხრა თვე ვიმუშავე ჯეპრას პრომოუშენის სტრატეგიისა და გეგმის შემუშავებაზე.
ჯეპრას პრომოუშენის გუნდი ყოველწლიურად, მეოთხე კვარტლის ბოლოს, სტრატეგიულ შეხვედრაზე თანამშრომლებს აცნობს სამოქმედო გეგმას, ამიტომ ეს ყოველთვის საპასუხიმგებლო პროცესია. ჯეპრას საპრომოუშენო აქტივობები შეთანხმებულია თითოეულ თანამშრომელთან, რადგან ისინი ამ გეგმის მთავარი მამოძრავებელი ნაწილი არიან.
ჯეპრას 2020 წლის პრომოუშენზე მუშაობა 2019 წელს დავიწყეთ და დაახლოებით ცხრა თვის განმავლობაში ვფიქრობდით რა კონცეფცია შეგვერჩია. ვინაიდან კონცეფცია ყოველწლიურად იცვლება და სხვადასხვა მიმართულებს მოიცავს, ახლის მოფიქრება ურთულესი აღმოჩნდა. თუმცა, ჩვენი გუნდის კონსტრუქციულმა მუშაობამ და მსოფლიო ბაზრის მოკვლევამ შედეგი გამოიღო. განვსაზღვრეთ კონცეფცია „ყოველი თვე, როგორც პროექტი“ , ჩამოვაყალიბეთ ახალი მიზნები და ძირითადი მიმრთულებები: (ბიზნესგანათლება, ანალიტიკა, ინოვაციები, ეკოსისტემა), რითაც 2020 წლის პრომოუშენის გეგმის განხორციელებას შევუდგებით.
ჯეპრას 2019 წელს როგორ შეაფასებდი? რამდენად წარმატებული წელი იყო? შეძლო თუ არა იმ გეგმების შესრულება, რაც სტარტეგიულ შეხვედებზე დაგეგემეთ?
კმაყოფილი არასდროს ვარ დადებული შედეგებით, ყოველთვის ვფიქრობ, რომ კიდევ უფრო მეტის გაკეთება შეგვიძლია. და უნდა გავაკეთოთ კიდეც.
ჩვენი განვითარების გეგმის განხორციელება ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, რაც დიდი დროის რესურს მოითხოვს. თუმცა, საქმეში, ვფიქრობ, ზოგჯერ სწრაფი გადაწყვეტილებების მიღებაც არის საჭირო. ყოველთვის მაქვს ის განწყობა, რომ თუ რაიმე საქმე სწრაფად არ დავამთავრე, ვერასდროს დავამთავრებ. ასეა ნებისმიერი სტრატეგია ან გეგმაც.
რა გეგმები გაქვს 2020 წელს? რაზე აპირებ აქცენტს გაკეთებას? რისი შეცვლა გსურს? რისი გაუმჯობესება?
2020 წელს მინდა ჩემი თავი გამოვცადო ძალიან საინტერეო პროექტში, რომელსაც კავკასუს ბიზნეს ვიკთან ერთად ვგეგმავთ. ამ პროექტით მსურს ჩემს თავს დავუმტკიცო, რომ თუ მოძებნი გზებს, ისეთი რამის გაკეთებაც შეგიძლია ადამიანს, რაც არ იცი და აქამდე არასდროს გაგიკეთებია.