ჯეპრას დიზაინერი ნუცა კაპანაძე 2024 წელს აფასებს.
რა იყო თქვენი ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტი 2024 წელს, რომელმაც დადებითი გავლენა იქონია საზოგადოებაზე, ქვეყანაზე და პირადად თქვენზე?
გასული წლის პროექტებიდან გამოვარჩევდი გურჯაანის ღვინის ფესტივალს. ამხელა მასშტაბისა და ასეთი თემატიკის მქონე პროექტში მონაწილეობის მიღებამ დიდი გამოცდილება დამიგროვა და მომცა მეტი რწმენა საკუთარ თავში.
როგორ შეაფასებდით თქვენს როლს ჯეპრას წარმატებაში – რა გზით შეძელით გუნდისა და კლიენტების წინსვლაში მონაწილეობა
პროექტების მომატებასთან ერთად ჩემი პასუხისმგებლობები ჯეპრაში დროთა განმავლობაში იზრდება, შესაბამისად ჩემი როლიც. ყოველთვის ვცდილობ გუნდთან სწორ კომუნიკაციას და კლიენტის ინტერესების მაქსიმალურად გათვალისწინებას, რაც მეხმარება სათანადოდ შევასრულო დაკისრებული დავალება.
რა არის ის ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება, რომლის განხორციელებითაც გსურთ კომპანიისა და საზოგადოების წინსვლაში წვლილის შეტანა 2025 წელს?
მთავარი რაზეც მსურს ვკონცენტრირდე არის თვითგანვითარება. არამარტო წელს, ვფიქრობ, მუდმივად საჭიროა ახალი უნარების შეძენა. კომპეტენციის ამაღლებისა და საკუთარი პიროვნული მიღწევების შედეგად, ბევრად უკეთეს როლს შევიტან კომპანიის წინსვლაში.