პროექტმა საშუალება მომცა მიმეღო ახალი გამოცდილება და გამეფართოებინა ცოდნა საერთაშორისო ვაჭრობის მიმართულებით

პროექტმა საშუალება მომცა მიმეღო ახალი გამოცდილება და გამეფართოებინა ცოდნა საერთაშორისო ვაჭრობის მიმართულებით

ჯეპრას კონსულტანტი, მარიამ გამყრელიძე 2024 წელს აფასებს.

რა იყო თქვენი ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტი 2024 წელს, რომელმაც დადებითი გავლენაიქონია საზოგადოებაზე, ქვეყანაზე და პირადად თქვენზე? 

2024 წლის პროექტებიდან გამოვარჩევდი თურქეთის ექსპორტიორთა ასოციაციასთან ერთად დაორგანიზებულ B2B ფორუმს. ამ თანამშრომლობა არა მხოლოდ ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ურთიერთობების გაძლიერებას შეუწყო ხელი, არამედ მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ჩემს პროფესიულ განვითარებას. პროექტმა საშუალება მომცა მიმეღო ახალი გამოცდილება და გამეფართოებინა ცოდნა საერთაშორისო ვაჭრობის მიმართულებით.

როგორ შეაფასებდით თქვენს როლს ჯეპრას წარმატებაში – რა გზით შეძელით გუნდისა დაკლიენტების წინსვლაში მონაწილეობა

როგორც პროექტების ასისტენტს, წელს მნიშვნელოვნად გავზარდე პროფესიული უნარები, გავაუმჯობესე კლიენტებთან მუშაობის ხარისხი და მუდმივად ვცდილობდი  გუნდთან ერთად მივაღწიო მაქსიმალურ შედეგებს

რა არის ის ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება, რომლის განხორციელებითაც გსურთ კომპანიისა და საზოგადოების წინსვლაში წვლილის შეტანა 2025 წელს?

2025 წლის ერთ-ერთი მთავარი მიზანი პროფესიული ცოდნის და უნარების განვითარებაა. მუდმივი წინსვლა და სიახლეების შესწავლა, როგორც ჩემს სამომავლო პროფესიონალად ჩამოყალიბებაში დამეხმარება,