ჯეპრას უფროსი კონსულტანტი, კახა მაღრაძე 2024 წელს აფასებს.
რა იყო თქვენი ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტი 2024 წელს, რომელმაც დადებითი გავლენა იქონიასაზოგადოებაზე, ქვეყანაზე და პირადად თქვენზე?
ყველაზე კარგი იყო ის მიდგომა, როცა ყველა ერთად ვმსჯელობდით კრიზისიდან გამოძრომასა და კომპანიის პოზიციის ფორმირებაზე, როცა „რუსული კანონი“ ახლიდან გამოჩნდა. ვამაყობ, რომ პრინციპული პოზიცია ჰქონდა კომპანიას და ეს პოზიცია სწორად დავიცვით.
როგორ შეაფასებდით თქვენს როლს ჯეპრას წარმატებაში- რა გზით შეძელით გუნდისა და კლიენტების წინსვლაშიმონაწილეობა
განსაკუთრებული შარშან არაფერი ყოფილა. უბრალოდ, მე სულ ყურადღებით ვიყავი და სულ იმაზე ვფიქრობდი, როგორ გადავრჩენილიყავით გასულ წელს. პრინციპში, ერთად ვფიქრობდით ამაზე და ეგ ძალიან გამოგვადგა, რომ გაგვეძლო.
რა არის ის ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება, რომლის განხორციელებითაც გსურთ კომპანიისა და საზოგადოების წინსვლაში წვლილის შეტანა 2025 წელს?
თუ რამენაირად მოვახერხებთ და საქართველოს ევროპულ გზასა და კონსტიტუციურ ჩარჩოებში დაბრუნებაში მივიღებთ მონაწილეობას, ეგ იქნება ჩემთვის ყველაზე დიდი შედეგი მომავალ წელს.