ჩემი მთავარი პრიორიტეტია პროფესიული განვითარება და კომპეტენციების გაღრმავება.

ჩემი მთავარი პრიორიტეტია პროფესიული განვითარება და კომპეტენციების გაღრმავება.

ჯეპრას კონსულტანტი, იოანე ცაგარეიშვილი 2024 წელს აფასებს. 

2024 წელს მრავალ საინტერესო პროექტში მქონდა ჩართულობის შესაძლებლობა, თუმცა განსაკუთრებით გამოვყოფდი კომპანია “სერვიეს” პროექტს, რომელიც მიზნად ისახავდა საქართველოში ჰიპერტენზიის პრევალენტობის (გაზრდა) შემცირებას. ეს დაავადება დღემდე რჩება სიკვდილიანობის წამყვან მიზეზად – მილიონზე მეტ ქართველს აწუხებს, და სამწუხაროდ, მოსახლეობის ნახევარზე მეტი სათანადოდ ინფორმირებული არ არის ამ პრობლემის შესახებ. ამ თემაზე ცნობიერების ამაღლების კამპანიაში ჩართულობამ მომცა არა მხოლოდ პროფესიული ზრდის შესაძლებლობა, არამედ გამიჩინა რწმენა, რომ ჩემი წვლილი შემაქვს საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი პრობლემის მოგვარებაში.

წლიდან წლამდე იზრდება ჩემი კომპეტენცია და პასუხისმგებლობების არეალი. გასული წლის განმავლობაში განსაკუთრებული ყურადღება დავუთმე კლიენტების უკეთ გაცნობას, მათი საჭიროებებისა და გამოწვევების სიღრმისეულ შესწავლას.

სამომავლო მიზნები: 2025 წლისთვის ჩემი მთავარი პრიორიტეტია პროფესიული განვითარება და კომპეტენციების გაღრმავება. მჯერა, რომ ეს არის ფუნდამენტური ცვლილება, რომელიც საშუალებას მომცემს, მეტი ღირებულება შევმატო კომპანია ჯეპრას და უფრო ეფექტურად ვიმუშაო სოციალურ და სამედიცინო პროექტებზე.