ჩემი მიზანია, ხელი შევუწყო ინიციატივებს, რომლებიც პასუხობს თანამედროვე გამოწვევებს და პოზიტიურ ცვლილებებს ახდენს

ჩემი მიზანია, ხელი შევუწყო ინიციატივებს, რომლებიც პასუხობს თანამედროვე გამოწვევებს და პოზიტიურ ცვლილებებს ახდენს

ჯეპრას პროექტების ასისტენტი, ელენე ქაჩლიშვილი 2024 წელს აფასებს. 

რა იყო თქვენი ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტი 2024 წელს, რომელმაც დადებითი გავლენა იქონია საზოგადოებაზე, ქვეყანაზე და პირადად თქვენზე?

2024 წლის მეორე ნახევარში ჯეპრას გუნდს როგორც სტაჟიორი შემოვუერთდი და მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ვცდილობდი არსებული ცოდნა და უნარები მაქსიმალურად საქმისკენ მიმემართა. ვფიქრობ, მოტივაცია და მონდომება მთავარი იარაღი იყო, რაც შესაძლებლობას მაძლევდა აქტიურად მიმეღო მონაწილეობა მიმდინარე პროექტებში და გამეზიარებინა იდეები, რომლებიც როგორც გუნდის, ასევე კომპანიის წინსვლას ემსახურებოდა.

როგორ შეაფასებდით თქვენს როლს ჯეპრას წარმატებაში – რა გზით შეძელით გუნდისა და კლიენტების წინსვლაში მონაწილეობა

სტაჟირების პერიოდში, შესაძლებლობა მომეცა აქტიურად ჩავრთულიყავი B2B ფორუმების ორგანიზებაში. ამ პროექტებმა განვითარების ყველა ეტაპი ჩემს თვალწინ გაიარა, რაც დამეხმარა სიღრმისეულად შემესწავლა პროცესები და შემეძინა ახალი უნარები. ვფიქრობ, მსგავსი ტიპის პროექტები საერთაშორისო ურთიერთობების განმტკიცებისა და ეკონომიკური განვითარების მყარ საფუძველს ქმნის.

რა არის ის ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება, რომლის განხორციელებითაც გსურთ კომპანიისა და საზოგადოების წინსვლაში წვლილის შეტანა 2025 წელს?

2025 წელს მსურს აქტიურად ჩავერთო ისეთ პროექტებში, რომლებიც კომპანიისა და ქვეყნის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი იქნება. ჩემი მიზანია, ხელი შევუწყო ინიციატივებს, რომლებიც პასუხობს თანამედროვე გამოწვევებს და პოზიტიურ ცვლილებებს ახდენს როგორც ორგანიზაციულ, ისე საზოგადოებრივ დონეზე.