ჯეპრას კონსულტანტი, ანუკი ცხოვრებაძე 2019 წელს აფასებს.
2019 იყო გამორჩეული წელი ჩემი და ჯეპრას ურთიერთობაში, რადგანაც სწორედ წელს დავიწყეთ ოფიციალურად თანამშრომლობა, სწავლა, განვითარება და აქტიური წინსვლა ერთად.
ამის საშუალება კი, მოგვცა განხორციელებულმა პროექტებმა, მათ შორის მნიშვნელოვანი იყო ქუთაისის მონაწილეობითი ბიუჯეტირების პროექტი, რომელმაც ქუთაისის მაცხოვრებლებს საშუალება მისცა მონაწილეობა მიეღოთ საკუთარი ქალაქის განვითარებაში და წილი შეეტანათ მის გაუმჯობესებაში. ასევე მნიშვნელოვანი თანამშრომლობა გვქონდა განათლების სამინისტროსთან პროფესიული სასწავლებლების კომუნიკაციასთან დაკავშირებით, რაც სამომავლოდ დიდ გავლენას იქონიებს საზოგადოებაზე და მის შეხედულებებზე პროფესიული სასწავლებლების მიმართ.
ჩემი პირადი განვითარების კუთხით, გამოვყოფდი კონსტიტუციის 42-ე მუხლის საკომუნკაციო სტრატეგიაზე მუშაობას, პროექტისგან მივიღე ახალი ცოდნა და დიდი გამოცდილება და ასევე პიარ სკოლის მენტორის სტატუსის მიღებას.
წლის დასაწყისში ჯერ კიდევ სტაჟიორი ვიყავი და სამომავლო გეგმაც ჯეპრას თანამშრომლად შედგომა იყო, რაც ნახევარ წელში შესრულდა, შემდეგი ნახევარი წელი კი გამოცდილების დაგროვებასა და სწავლას ეთმობოდა.
ჯეპრასთვის საკმაოდ წარმატებული წელი იყო 2019, დავიწყეთ საკუთარ თავზე მუშაობა და სტრატეგიულ შეხვედრებზე წარდგენილი გეგმების შესრულება, მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით სამომავლო წარმატებისათვის.
რამდენადაც ჯერ დამწყები ჯეპრელი ვარ, ჩემი 2020-ის გეგმაც ჯერჯერობით მეტ პროექტში მონაწილეობა და გამოცდილების დაგროვებაა.