მომხმარებელი არაგულწრფელობას ადვილად ხვდება – ეს სერიოზული გამოწვევაა ინდუსტრიისთვის.

მომხმარებელი არაგულწრფელობას ადვილად ხვდება – ეს სერიოზული გამოწვევაა ინდუსტრიისთვის.

ჯეპრას კონსულტანტი, რუსკა უსტიაშვილი 2019 წელს აფასებს.

როგორი წელი იყო შენთვის 2019 წელი? თუ შევადარებთ სხვა წლებს?

სიახლეებით სავსე. ახალი სამსახური, ახალი თანამშრომლები, ახალი მეგობრები და ყველაზე მთავარი, მე ვიპოვე ნიკო.

ეგიძლია გამოყო ის პროექტები, რომლებიც განსაკუთრებული იყო შენთვის, და ისეთი პროექტები, რომლებმაც უკეთესობისკენ შეგცვალა შენ და მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა საზოგადოებაზე

რა თქმა უნდა, ეს პროექტი ჩემთვის ნიკო ნიკოლაძის პრემიაა. ამ წელს თავისი სათქმელის გაჟღერება დაიწყო ამ პროექტმა, თუმცა მნიშვნელოვანი გავლენის მოხდენის მხრივ, ვფიქრობ, ჯერ ყველაფერი წინაა.

ასევე მნიშვნელოვანი იყო არასამთავრობო ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ და რკინიგზის საკომუნიკაციო აუდიტის პროექტები, რომლებმაც მნიშვნელოვანი გამოცდილება შემძინა.

რამდენად შეძელი წლის დასაწყისში დაგეგმილი საკითხების განხორციელება? რა დაგეხმარა და რამ შეგიშალა ხელი?

არის საკითხები, რის განხორციელებაზეც გარე ფაქტორებზე ვარ-ხოლმე დამოკიდებული და ეს ცოტა აფერხებს ჩემს მოტივაციას.

ჯეპრას 2019 წელს როგორ შეაფასებდი? რამდენად წარმატებული წელი იყო? შეძლო თუ არა იმ გეგმების შესრულება, რაც სტარტეგიულ შეხვედრებზე დაგეგემეთ?

ვფიქრობ, სტაბილურად კარგი წელი იყო, ბევრი სიახლისკენ ავიღეთ სტარტი.

რაზე გწყდება გული? რა გიხარია?

უფრო მეტი აქტიურობა მინდოდა, ისე, როგორც დავიწყე წლის დასაწყისში.

მიხარია, რომ მიუხედავად იმისა, რომ ბევრ პროექტში არ მომიწია ჩართულობა, ძალიან ბევრი რამ ვისწავლე როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული კუთხით.

რა გეგმები გაქვს 2020 წელს? რაზე აპირებ აქცენტის გაკეთებას? რისი შეცვლა გსურს? რისი გაუმჯობესება?

2020 წელს უფრო მეტი პროექტის განხორციელებას ვაპირებ ნიკო ნიკოლაძის პრემიასთან დაკავშირებით არა მხოლოდ კონკურსების თვალსაზრისით, არამედ თვითონ ნიკოს და მისი ღვაწლის პოპულარიზაციისთვის.

როგორი იყო 2019 წელი და როგორი იქნება 2020 პიარინდუსტრიისთვის? რა სიახლეებს უნდა ველოდოთ? რა პროგნოზები გაქვთ?

ვფიქრობ, ინდუსტრიისთვის საინტერესო და ცოტა ქაოტური წელი იყო, დღის წესრიგში განსხვავებული საკითხები წამოიწია. გაძლიერდა დიჯითალ მიმართულებაზე მოთხოვნა. ჩემი ვარაუდით, 2020 წელს გაიზრდება მოთხოვნა პოლიტიკურ პიარზე, კრიზისებზე და პერსონალურ პიარზე და ვინაიდან, ამ ნაწილში გამოკვეთილი კონკურენტი არ არსებობს, კარგი იქნება ამ მიმართულებას თუ გავაძლიერებთ. მნიშვნელოვანი ფაქტორია ის, რომ მომხმარებელი ადვილად აღარ ტყუვდება, არაგულწრფელობას ადვილად ხვდება – ეს სერიოზული გამოწვევაა და ინდუსტრიის განვითარებისთვის – სასარგებლოც.