თავის გამართლება, რომ ეს პოსტია – Copy-Paste პიარულად, ანუ პოსტი უკვე გამოქვეყნებულ პოსტებზე

თავის გამართლება, რომ ეს პოსტია – Copy-Paste პიარულად, ანუ პოსტი უკვე გამოქვეყნებულ პოსტებზე

თავის გამართლება, რომ ეს პოსტია - Copy-Paste პიარულად, ანუ პოსტი უკვე გამოქვენებულ პოსტებზე

 

ფიქრები პოსტის დაწერამდე:
რა დავწერო?
სულ რომ არ დავწერო?
არა, უნდა დავწერო რამე!
მოდი გავხსნი ვორდს და თავისით მოვა საწერი თემა.

ვორდის დოკუმენტის გახსნის შემდეგ:
რატომღაც წინა პოსტი ამოტივტივდა – პიარსკოლაზე ვწერდი. ამ დროს მახსენდება, რომ პიარსკოლის ფეისბუქზე, ჩემი დაკავებულობის გამო, რამდენიმე დღეა არ შემიხედავს, მრცხვენია და ვხსნი ფეისბუქს fb.me/prschool. ვფიქრობ: რა საინტერესო გვერდი გამოსულა – ვაქებ გულში ადმინს – ყოჩაღ, ადმინ!

ვსქროლავ და ვხვდები, რომ ჩემი მეგობრების უმეტესობა ამ გვერდს არ იცნობს, რამდენი აქ დადებული საინტერესო ინფორმაცია არ წაუკითხავთ. ჰოდა, უცებ ვიღებ გადაწყვეტილებას – დავწერო პოსტი პოსტებზე – კვირის პიარსკოლა.

თვალში მოსახვედრ და შთამბეჭდავ ინფორმაციას გადმოვიტან აქ, თქვენ კი, ხშირად ესტუმრეთ პიარსკოლის ფეისბუქის გვერდს და ადევნეთ თვალი პიარისა და მარკეტინგის მიმართულებით მიმდინარე სიახლეებს და ისე, უბრალოდ საინტერესო სიახლეებს, ხანდახან რომ ნიუსების სიმწირის გამო ცდილობს კონტენტის შევსებას.

და აი ისინიც, თვალში მოსახვედრი და შთამბეჭდავი ამბები:

სააგენტო Colle + McVoy-მ, Caribou Coffee-ს გაჩერების ქვეშ საუზმის მენიუ გააკეთა.
გაჩერებაში ნამდვილი მიკროტალღური ღუმელი დაამონტაჟეს, რომელიც სიცივეში, გაჩერების ქვეშ მდგარ მოქალაქეებს ათბობდა.

თავის გამართლება, რომ ეს პოსტია - Copy-Paste პიარულად, ანუ პოსტი უკვე გამოქვენებულ პოსტებზე

ნიდერლანდურმა სააგენტო N=5-მა გადაწყვიტა, ხალხი ფიტნეს კლუბში ცოტა უხეში და არაჰუმანური რეკლამირებით მიეზიდა. გაჩერებაზე დამოტაჟდა სასწორი, რომელიც გაჩერების სკამზე დაჯდომისთანავე წონას ანგარიშობს.

თავის გამართლება, რომ ეს პოსტია - Copy-Paste პიარულად, ანუ პოსტი უკვე გამოქვენებულ პოსტებზე

წარმოგიდგენთ ახალ, ძალიან ეფექტურ და დასამახსოვრებელ სოციალურ ვიდეო რგოლს, რომელიც WMTR პროგრამისთვის მომზადდა და რომელზეც სარეკლამო სააგენტო Film Asylum studio-მ იმუშავა.

ნახეთ ვიდეო, ფიროსმანის ცნობილი ნახატიდან გაცოცხლებული მეეზოვე და გადაიხადეთ დასუფთავების გადასახადი!

ზოგჯერ, პრობლემის სიმძაფრის აღსაქმელად მასთან პირისპირ შეხვედრაა საჭირო.

Cosmopolitan-მა პატარა სოციალური ექსპერიმენტი ჩაატარა, რომელიც ინტერნეტში ვირუსივით გავრცელდა. პრობლემა მიშტერებას ეხება – იმ მზერას, რომლითაც კაცები გამვლელ ქალებს აცილებენ.

ექსპერიმენტისთვის ჟურნალმა რამდენიმე წყვილი დაიქირავა და მამაკაცებს სთხოვეს გარედან ეყურებინათ თუ როგორ უხერხულად აშტერდებიან მათ ცოლებს კაცები.

ისრაელის წვერის საპარსი კომპანია თვლის, რომ საპარსი საშუალებების რეკლამირება მისი ეფექტური პარსვის მეთოდით მოძველდა, რადგან Gillette-მა მისი მონოპოლიზირება შეძლო. სწორედ ამიტომ, მათ სრულიად განსხვავებულ ხერხს მიმართეს.

სარეკლამო სააგენტო BBR-მა, Saatchi & Saatchi-ის ბრენდს შესთავაზა მათი სახე 44 წლის წვერიანი მამაკაცი გამხდარიყო, რომელიც 14 წელია წვერს იზრდის. სარეკლამო რგოლის სიუჟეტად კომპანიის თანამშრომლის ისტორია გამოიყენეს, რომელსაც წვერგაპარსული მამა უცხო ადამიანი ეგონა.

https://www.youtube.com/watch?v=r8PPYv83wtY

კომპანია Carlsberg-მა ლონდონის აეროპორტში პატარა აქცია განახორციელა, რომელსაც უწყინარი ხუმრობის სახე მისცა.

როდესაც მგზავრები საკუთარ ნივთებს  ელოდებოდნენ, მათი ბარგის ნაცვლად კარლსბერგის ლუდი გამოუშვეს. ყუთებზე წარწერა იყო – “აიღე, მე შენი ვარ”. მგზავრები ჯერ დაბნეულები უყურებდნენ ლუდის ყუთებს, შემდეგ ყველაფერს მიხვდნენ და ინსტრუქციის შესრულება დაიწყეს. რა თქმა უნდა, ლუდის ყუთების შემდეგ მგზავრების ნამდვილი ბარგიც გამოჩნდა და უკმაყოფილოც არავინ დარჩენილა.

ამ პატარა აქციით Carlsberg-ი შეეცადა სიხარული მიენიჭებინა მომხმარებლისთვის და გამოუვიდა კიდეც.

ბაკურიანი დალიე ასე – ეს გზავნილი იმ კამპანიის ნაწილია, რომლის მიხედვითაც, ბაკურიანის ახალი ბოთლი დალევის ახალი წესის დამკვიდრებას ცდილობს.

თავის გამართლება, რომ ეს პოსტია - Copy-Paste პიარულად, ანუ პოსტი უკვე გამოქვენებულ პოსტებზე

სიჩქარის შეზღუდვის მიზნით დაკრული სტიკერები კანადის ქუჩებში 🙂

პ.ს. ეს ჩემი ფეისბუქის მეგობრის გვერდზე ვნახე და ადმინ, თუ კითხულობ ამ პოსტს, დადე პიარსკოლაზეც 🙂

თავის გამართლება, რომ ეს პოსტია - Copy-Paste პიარულად, ანუ პოსტი უკვე გამოქვენებულ პოსტებზე

თავის გამართლება, რომ ეს პოსტია - Copy-Paste პიარულად, ანუ პოსტი უკვე გამოქვენებულ პოსტებზე

 

მომავალ პოსტამდე 😉