ტერმინი დაინტერსებული მხარე პირველად 60-იან წლებში გაჩნდა და აღნიშნავდა ჯგუფებს რომელთა მხრიდან მხარდაჭერის გარეშე ორგანიზაციას წარმატებული ფუნქციონირება არ შეეძლო. ეს ტერმინი აერთიანებს სხვადასხვა ტიპის ჯგუფებს, დაწყებული გარკვეული სამართლებრივი სტატუსის მქონე სტრუქტურებით (მთავრობის პარლამენტის, მარეგულირებლების, ადგილობრივი თვითმმართველობის ჩათვლით) და დამთავრებული სხვადასხვა არაფორმალური ჯგუფებით, რომლებიც შესაძლოა გარკვეულ ტერიტორიაზე მცხოვრებ ადამიანებს აერთიანებდეს.
არსებობს ტერმინ „სტეიკჰოლდერის“ მრავალი განმარტება, თუმცა უცვლელად რჩება მთავარი რამ, ჩვენ გვიჭირდება რომ ეს ჯგუფები ინფორმირებულნი იყვნენ ჩვენი საქმიანობის შესახებ, ქონდეთ პოზიტიური დამოკიდებულება და საჭიროების შემთხვევაში იქცეოდნენ ისე, როგორც ჩვენს ინტერესებს შეესაბამება. ეს პროგრამა მაქსიმუმია და მის მისაღწევად საჭიროა მათთან ურთიერთობა იყოს დაგეგმილი, გააზრებული, გამჭვირველე და ორივე მხარის ინტერესების პატივისცემასა და დაცვაზე ორიენტირებული.
სტეიკჰოლდერთა კლასიფიკაციის ერთ-ერთი ადრეული მოდელი სადაც არსებითაც ყველა მნიშვნელოვანი ჯგუფი იქნა იდენტიფიცირებული ჯერ კიდევ გასულ საუკუნეში იქნა შემუშავებული ედვარდ ფრიმენის მიერ და მოიცავდა შემდეგ გარე და შიდა ჯგუფებს:
მოცემულ კლასიფაციითვის ცალკეული ჯგუფების დამატებით ან აღნიშნულების შიდა დიფერენციაციით შესაძლოა მივიღოთ შედარებით ვრცელი კლასიფიკაცია:
მოცემულ ჩამონათვალში არის ჯგუფები, რომლებთან მჭიდრო ურთიერთობის დამყარება მნიშვნელოვანია ნებისმიერი ტიპის ორგანიზაციისთვის (მაგ. მედია), თუმცა ამავე დროს გარკვეული ტიპის ორგანიზაციებისთვის პრიორიტეტული (ჩვენს შემთხვევაში ტელეკომუნიკაციების, ენერგეტიკის და სხვა სფეროები ) ჯგუფია დარგის რეგულატორი. ასევე ენერგეტიკული, საკომუნიკაციო თუ სხვა სახის ინფრასტუქტურის მშენებლობის და ოპერირების კომპანიებისთვის მნიშნველოვან ჯგუფს წარმოადგენს იმ ლო კაციების ადგილობრივი თემები და ადგილობრივი მმართველობა სადაც მასშტაბურ საქმიანობას ეწევა.
ისევე როგორც ტერმინ სტეიკჰოლდერის განმარტების შემთხვევაში, შესაძლოა არსებობდეს განსხვავებული კლასიფიკაცია, რომელიც უფრო აქცენტირებულია გარე სტეიკჰოლდერებზე, განსაკუთრებით კი იმ ჯგუფებზე, რომლებთანაც ორგანიზაცია სხვადასხვა სადისკუსიო საკითხი აკავშირებს.
მიუხედავად ორგანიზაციის საქმიანობის სფეროსი და სტეიკჰოლდერთა ჯგუფების მრავალფეროვნებისა მათთან ურთიერთობის ეფექტიანი გეგმის შემუშავებას და განხორცილებას აქვს ზოგადი წესები, რომლებიც გულისხმობს შემდეგი აქტივობების განხორცილებას: