კოვიდ პანდემიამ ცვლილებების მენეჯმენტი გამოიწვია ბიზნესებში. პროცესი რიგ კომპანიებში თავისთავად მოხდა, ზოგმა ორგანიზაციამ კი ცვლილებების მართვა სტრატეგიულად აწარმოა.
მათ, ვინც ფრაგმენტულ ქმედებებად დატოვეს კოვიდის თანმხლები ცვლილებები, ისეთი გამოწვევების წინაშე დადგნენ, როგორიცაა თანამშრომლების დემოტივაცია და გადინება, რადგან აღარაფერი იყო დარჩენილი იმ კორპორატიული კულტურისგან, კორპორატიული იდენტობისგან, რაც თავისთავად იყო შექმნილი და ონლაინ რეჟიმში ასევე თავისთავად დაიკარგა, გაირღვა, ჩამოიშალა.
ეს სურათი პირდაპირ აისახება ორგაიზაციის ოპერირების დაბალ ხარისხზე, შესაბამისად გარდა გადინებისა, ბევრმა კომპანიამ თავად გაათავისუფლა თანამშრომლები, რესურსების შეზღუდვის მიზნით. მოკლედ ჩიხში ბევრი მოექცა, რადგან კრიზისით (ამ შემთხვევაში პანდემიით) გამოწვეული ცვლილებების მართვა შიდა კომუნიკაციის სტრატეგიის გარეშე როგორც წესი წარუმატებელია.
მათ ვინც გაუძლეს, განსაზღვრეს, იფიქრეს, ფეხი აუწყვეს პროცესებს, ინტენსიური მუშაობით გარკვეულ შედეგებს მიაღწიეს და ბაზარზე კვლავ წარმატებით ოპერირებენ. უდიდესი რესურსი ჩაიდო ადამიანური რესურსების მართვის და პიარ / კომუნიკაციის ერთობლივი მუშაობით ცვლილებების მართვის ეფექტურად დანერგვისთვის. კომპანიებისთვის ძირითადი ამოცანები შემდეგი იყო:
და ეს ყველაფერი თავიდან სრულიად ონლაინ, შემდეგ კი ჰიბრიდული რეჟიმით.
რა ტრენდები შეგვიძლია დავინახოთ კოვიდ პანდემიით გამოწვეულ ცვლიებებთან ადაპტირებისთვის შიდა კომუნიკაციებში:
ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმისა, თუ როგორ აწარმოებენ კოვიდ პანდემიით გამოწვეული ცვლილებების ფონზე შიდა კომუნიკაციებს კომპანიები და რამდენად პროაქტიულები არიან. ცალსახაა, რომ დღეს ბიზნესი იმდენად დიდი გამოწვევების წინაშე დგას, რომ აუცილებელია პულსზე ხელის ჭერა განსაკუთრებით შიდა აუდოტორიასთან კომუნიკაციაში.