სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ციფრული მარკეტინგი პოსტ-COVID-19 სამყაროში

სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ციფრული მარკეტინგი პოსტ-COVID-19 სამყაროში

პანდემიური შეზღუდვების შედარებით შემსუბუქების მიუხედავად, ჩვენ ყოველდღიურ ცხოვრების დიდ ნაწილს ისევ ონლაინ რეჟიმში ვატარებთ. ბოლო პერიოდში სმარტფონების გამოყენება მნიშვნელოვნად გაიზარდა, მსოფლიო მოსახლეობის 70 % სულ უფრო მეტ დროს ატარებს ტელეფონებში, თაობა ზეტ-ში (1996-2010 წლებში დაბადებულები) ეს მაჩვენებელი 80%-ს აღწევს.

სოციალური ქსელის მოხმარება ბოლო ერთი წლის მანძილზე გაიზარდა 13%-ით ანუ 520 მილიონი მომხმარებლით.

შესაბამისად, სულ უფრო მეტი მარკეტინგული გუნდი მიმართავს საკუთარ ბიუჯეტს ციფრული არხებზე და ცდილობს გააუმჯობესოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პარამეტრი ROA, რომლითაც სარეკლამო კამპანიის ეფექტურობა განისაზღვრება.

რეკლამის შედეგად მიღებული შემოსავლის სარეკლამო დანახარჯზე გაყოფით ვიღებთ ROAS.

თუ პროდუქციის რეკლამაში პირობითად დავხარჯეთ 100 ლარი და ამას მოჰყვა 800 ლარის გაყიდვები საიტზე, ROAS = 8 – ს ( 800/100).

ინტერნეტ მომხმარებელთა რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება და ტექნოლოგიებსა თუ ონლაინ გაყიდვებთან დაკავშირებული ბიზნესების ღირებულებაც პროპორციულად მზარდია. სულ უფრო ცხადი ხდება რომ ციფრული სამყარო ლიდერობს და კომპანიებიც სულ უფრო ხშირად მიმართავენ ისეთ ციფრულ ქსელებს წარმატების მოსაპოვებლად, როგორიცაა ფეისბუქი, ლინკდინი, გუგლი თუ ამაზონი.

გარდა ამისა, COVID-19– ით გამოწვეული სოციალური დისტანციის გამო, მარკეტოლოგები სერიოზულად დაფიქრდნენ იმაზე, ღირს თუ არა სამომავლოდაც ცოცხალ ღონისძიებებში ინვესტიციის ჩადება.

ღონისძიებებზე და პირდაპირ შეხვედრებზე დაზოგილი ბიუჯეტი სასურველია ბიზნესმა გადაიტანოს ციფრულ სარეკლამო არხებზე, რომლებითაც მიწვდებიან იმავე აუდიტორიას, რომელიც ესწრებოდა ღონისძიებებს, მაგრამ ამ შემთხვევაში მარკეტინგისა და გაყიდვების გუნდის გაცილებით დაბალი რესურსის ფასად.

როგორც მწარმოებელმა, თქვენ შეგიძლიათ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოთ სოციალური მედია და დასვათ კითხვა „ჩვენი სეგმენტი ნამდვილად არის სოციალურ ქსელში?“ ამ კითხვაზე პასუხი ასეთია:  „დიახ, თქვენ უნდა განათავსოთ რეკლამა სოციალურ მედიაში.“

თუმცა ამისთვის სულაც არაა აუცილებელი მხოლოდ ფეისბუქზე და ინსტაგრამზე იყოთ ორიენტირებული, თქვენი სარეკლამო ბიუჯეტი აუცილებლად უნდა მიმართოთ არა მხოლოდ ტიკტოკისკენ, არამედ ლინკდინისკენაც. ამ ბოლო დროს სულ უფრო მეტი კომპანია აცნობიერებს და ზრდის ციფრულ სამყაროში მისი მოძებნის შანსებს ფასიანი რეკლამით არა მხოლოდ გუგლის მეშვეობით, ამ მიზნით აქტიურად დაიწყეს პლატფორმა ლინკდინის გამოყენება. ესაა პირველი სოციალური მედია, რომელიც თავს უყრის პროფესიონალებს. ლინკდინი უზრუნველყოფს წვდომას გადაწყვეტილების მიმღებ და გავლენიან პირებზე. ლინკდინის სარეკლამო გადაწყვეტილებები მყიდველებთან დაკავშირების სხვადასხვა გზას იძლევა.

ციფრულ მარკეტინგზე გადასვლა წლების განმავლობაში იყო პროგნოზირებული. თუმცა გლობალურმა პანდემიამ დააჩქარა ისეთი ცვლილებებიც, რომელიც მარკეტოლოგებს ჯერ არ ჰქონდათ განჭვრეტილი.

ჩვენ იქ ვეღარ დავბრუნდებით, სადაც პანდემიამდე ვიყავით, ამიტომ თუ ჯერ კიდევ არ აგიწყვიათ ფეხი ამ ცვლილებებისთვის, ახლა სწორედ ეს დროა.