საბუთების სწორად დალაგება ნახევარ გაკეთებულ საქმეს უდრის

საბუთების სწორად დალაგება ნახევარ გაკეთებულ საქმეს უდრის

ჯეპრას ბუღალტერი, მზია ბოხაშვილი 2020 წელს აფასებს.

რა შეიცვალა 2020 წელს შენთვის? რა სირთულეების წინაშე აღმოჩნდი პროფესიულად და როგორ უმკლავდები დღემდე ამ „ახალ რეალობას“?

ჩემთვის, ისევე როგორც უმეტესობისთვის, შეიცვალა სამუშაო გარემო და ოფისიდან გადმოინაცვლა სახლში. რასაც აქვს დადებითი და უარყოფითი მხარეები. დადებითია ის, რომ უკეთესად გავიცანი ჩემი შვილები, უფრო მეტად ვზრუნავ მათზე, რითაც მეც კმაყოფილი ვარ და ისინიც, უარყოფითია ის, რომ რთული ყოფილა დროის სწორად გადანაწილება სახლის და სამსახურის საქმეებს შორის, რის გამოც გვიანობამდე მიწევს მუშაობა. დისტანციურ რეჟიმზე გადასვლა ართულებს ინფორმაციის დროულ მიწოდებას, დაგვიანებით მირებული ინფორმაცია ხელს უშლის ჩვენს საქმიანობას.

გვანახე შენი სამუშაო მაგიდა და აგვიხსენი რატომ გამოიყურება ასე.

პროფესიიდან გამომდინარე მიწევდა ბევრ დოკუმენტებთან შეხება, ფიზიკურად (მატერიალური ფორმით). ახლა ყველაფერი ჩაანაცვლა ელექტრონულმა ფორმებმა, შესაბამისად ჩემი კომპიუტერის ფაილებიც სხვანაირად გადალაგდა. ჩემი სამუშაო მაგიდა, ვცდილობდი ყოველთვის იდეალურად დალაგებული ყოფილიყო. ეს მიმარტივებს საქმეს (საბუთების სწორად დალაგება ნახევარ გაკეთებულ საქმეს უდრის) დღეს ჩემი სამუშაო მაგიდა ჩემი კომპიუტერია, რომელსაც მუდმივად ვალაგებ, იგივე მიზეზით.

დაგვისახელე სამი ადამიანი(სხვა სფეროდან) ვისგანაც ხშირად შთაგონებას იღებ. რა მოვლენებმა მიიპყრო შენი ყურადღება გასულ წელს?

ანა, დათა, ნია, ჩემი შვილები,მათი ერთმანეთისაგან სრულიად განსხვავებული ხასიათებით. მოვლენები – პანდემია, ონლაინ გაკვეთილები, საპარლამენტო არჩევნები.

დაასახელე 3 მოვლენა, რომელიც მნიშვნელოვანი იყო საქართველოში ბიზნესის განვითარებისთვის.

საქმიანობის ონლაინ პლატფორმაზე გადასვლა, რამაც ზოგ შემთხვევაში დაზოგა ხარჯები.

მიმდინარე საგადასახადო შეღავათები.

მომავალში დაგეგმილი ცვლილებები, საგადასახადო კოდექსში.