როგორი იყო 2022 წელი – გიგა & ეკატერინე

როგორი იყო 2022 წელი – გიგა & ეკატერინე

ჯეპრას აღმასრულებელი დირექტორი ეკატერინე ჟვანია და უფროსი კონსულტანტი გიგა ხარებავა 2022 წელს აფასებენ.  

როგორი წელი გქონდა პროფესიულად, როგორ განვითარდი, რა ისწავლე ახალი და რა შეიცვალა წინა წლებთან შედარებით?

ეკატერინე: წლის შეჯამების დრო დადგა და უკან მოხედვამ, გახსენებამ და გაანალიზებამ მადლიერების და კმაყოფილების გრძნობით ამავსო . ბედნიერი ვარ იმიმთ, რომ 2022 წელი სრულად ოფლაინ რეჟიმში გავატარე, მქონდა ისევ ურთიერთობა ჩემთვის საყვარელ ხალხთან და თანამშრომლებთან. ფართოდ გავაღეთ ჩვენი ოფისის კარი და დავიბრუნდით ძველ ტემპს. მთავარი სიკეთე რაც პანდემიამ გვასწავლა არის შეხვედრების ონლაინ რეჟიმში ჩატარების ჩვევა, უფრო სწრაფები და მეტად მორგებულები გავხდით ამ ფორმატის შემოტანით და შენარჩუნებით.

გიგა: იმ დატვირთვიდან გამომდინარე რაც მოულოდნელად გვქონდა 2022-ში უფრო მნიშვნელოვანი გახდა გუნდური მუშაობის ეფექტიანობის ზრდა. ამ მხრივ იყო ჩემთვის მნიშვნელოვანი. ადრე თუ უფრო „ეგოისტური“ მუშაობა მიყვარდა, ახლა დამჭირდა და მგონი შევძელი კიდეც უფრო კოორდინირებული ვყოფილიყავი სხვადასხვა პროექტის გუნდთან.

როგორ შემაფასებ მე როგორც კოლეგას, რა ისწავლე წელს ჩემგან, რა პრობლემების გადაჭრაში დაგეხმარე?

ეკატერინე: გიგა გამოირჩევა ღრმა ანალიზის უნარით, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენს პროფესიაში და გადამწყვეტ როლს ასრულებს კლიენტისთვის სტრატეგიული გადაწყვეტილებების შეთავაზებისას.

გიგა: რითაც ვთვლი რომ ეკა გამოირჩევა და მგონია რომ იშვიათი თვისებაა, ესაა ერთიანი ფოკუსირების უნარი საქმის ყველა ასპექტზე. ზოგადი ხედვით დაწყებული და კონკრეტული ტექნიკური დეტალებით დამთავრებული. მე კი „სტრატეგიულ საკითხებზე“ ფიქრისას, ზოგჯერ გამომრჩება ხოლმე „წვრილმანები“. ამის სწავლას ვცდილობ და ვნახოთ როგორ გამომივა 😊

წელს რისი მიღწევა შევძელით ერთად, რა დაგვეხმარა ამაში?

ეკატერინე: 2022 განსაკუთრებით ბევრი პროექტი განვახორციელეთ, პანდემიის დასრულებას მოჰყვა კოპანიების გააქტიურება, რამაც ბევრი საინტერესო და ახალი პროექტი მოგვიტანა.

გიგა: მოულოდნელად აქტიური წელი იყო. ერთის მხრივ პანდემიური პერიოდის შემდეგომი აღდგენა აშკარაა, ეს გარე ფაქტორი და ჩვენს მხარეს რაც შეეხება ისაა, რომ მზად აღმოვჩნდით ამ დატვირთვისთვის, ამ დინამიკისთვის

რომელ პროექტს გამოვყოფთ, წელს, რითი იყო გამორჩეული და რა მოგვცა?

ეკატერინე: რთულია მათი გამორჩევა, მაგრამ ალბათ ისევ ჯეპრას CR პროექტებს გავიხსენებ, რომლებიც ჩვენი კომაპნიისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ბიზნესლიტერატურის პროექტი, ფონტების პროექტი, ქალთა ეკონოიკური გაძლიერების მიმართულებით განხორციელებული პროექტები, განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს ჯეპრასვთის და ჩართულობა თანამშრომლების მხრივ ყოველთვის მაღალია, ეს ის თემების რომელიც ყველას გვაერთიანებს და ყველასთვის საამაყოა.

გიგა: 2022-შესრულებული და დაწყებული პროექტები რამდენიმე მნიშვნელოვან მიმართულებას ეხება: ურბანული დაგეგვა-განვითარება და ამ პროცესში მოსახლეობის ჩართვა; საჯარო უწყებების საკომუნიკაციო სტრატეგიის შემუშავება და მათი ეფექტურობის ზრდა; კულტურული მემკვიდრეობის დანიშნულების ადგილების მარკეტინგული აქტივობების გაძლიერება; ორგანული სოფლის მეურნეობის პრინციპების და პრაქტიკის ფერმერებისთვის გაცნობა. თემატურად ძალზედ განსხვავებული პროექტებია, თუმცა ყველა იმდენად მნიშვნელოვანი, რომ რომელიმეს გამოტოვება შეუძლებელია.

რას ფიქრობ, როგორ შეიძლება ჩვენი მუშაობა გაუმჯობესდეს, და როგორ უნდა გავხდეთ მაქსიმალურად პროდუქტიულები?

ეკატერინე: მაქსიმალურად კლიენტზე ორიენტირებულ ინდივიდუალურ გადაწყვეტას. ეს პროცესები კი ჯეპრაში არის უწყვეტ რეჟიმში ბოლო 20 წლის მანძილზე, შესაბამისად კლიენტების პორტფოლიო და წარმატებული პროექტების დასტა იზრდება.

გიგა:  ერთის მხრივ სფეროში, საზოგადოებაში, ტექნოლოგიების სფეროში არსებული სიახლეების სწრაფი გაცნობა და ადაპტირება ჩვენს საქმიანობასთან, მეორეს მხრივ დრის, საკადრო რესურსის უფრო ეფექტიანი გამოყენება, საქმიანობის პროცედურის ოპტიმიზაცია.

რა არის ჩვენი გუნდის მთავარი წარმატების ფორმულა?

ეკატერინე: ყველაზე პროდუქტიულები ვართ მაშინ როდესაც ვაკეთებთ იმ საქმეს რომელიც ვიცით, გვიყვარს და ხელშესახებ შედეგს ვდებთ, არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ პროფესიული კუთხით განვითარებას, ინოვაციურ ტექნოლოგიებს/ტექნიკებს ვსწავლობთ და ვთავაზობთ მაქსიმალურად კლიენტზე ორიენტირებულ ინდივიდუალურ გადაწყვეტას. ეს პროცესები კი ჯეპრაში არის უწყვეტ რეჟიმში ბოლო 20 წლის მანძილზე, შესაბამისად კლიენტების პორტფოლიო და წარმატებული პროექტების დასტა იზრდება.

გიგა:  პირველ რიგში, სწორი ხედვა, არსებულის კონტექსტის სრულად აღქმა და შემდეგ გეგმაზომიერი და რაციონალური ქმედებები. ხშირად მთავარი ამოცანაა სწორედ ისაა, კლიენტს თუ პარტნიორს პრობლემის არსის, თუ მიზნის და ამოცანის სწორედ გაცნობიერებაში დაეხმარო.