როგორც ჩემი დირექტორი მეტყოდა, წელს მაინც, აუცილებლად უნდა წავიდე ბარსელონაში

როგორც ჩემი დირექტორი მეტყოდა, წელს მაინც, აუცილებლად უნდა წავიდე ბარსელონაში

ჯეპრას მედია მენეჯერი, მაია ტაკაშვილი 2018 წელს აფასებს. 

თითქმის 15 წელი ჯეპრაში ვარ… განსაკუთრებით, პირველ წლებს თუ შევადარებ, ეს ის დრო იყო, როცა მედიიდან პირდაპირ პიარში აღმოვჩნდი, ჯერ კიდევ მაშინ copy-paste უცხო იყო ჩემთვის, არ ვცნობდი „მის შესაძლებლობებს“, ნელ-ნელა ეგეც მოვსინჯე და 2018 წელი კი იმდენად საოცარი იყო რომ,  სმარტფონების ტექნოლოგიურ საკითხებში, ფუქნციებსა და მახასიათებლებშიც  კი 100 პროცენტით თუ არა, 10 პროცენტით გავერკვიე, HUAWEI-ს წყალობით. მართალია არ მაქვს, მაგრამ მაინც …  ეს ყველაფერი ხუმრობით, თუმცა 2018 წელი იყო საინტერესო, წარმატებული, სიახლეეებით სავსე წელი,  რომელმაც 2019 წელს შეგვახვედრა.

რით იყო გამორჩეული?

გამორჩეული იყო ნამდვილად. ერთს მივხვდი – ძალიან რთულია იმ ადამიანებთან ურთიერთობა, რომლებიც თვლიან არასოდეს ცდებიან და სულ მართლები არიან. ამიტომ გავიმარტივე ამ მხრივ ცხოვრება, ყველაფერი დავივიწყე სიყვარულიც, წყენაც, ბრაზიც….

შეგიძლია გამოყო ის პროექტები, რომლებიც განსაკუთრებული იყო შენთვის?

ძალიან მიყვარს ის პროექტები, რომლებშიც ჩართული ვარ… ყველა პროექტში ჩემს წილ პასუხისმგებლობასა და ვალდებულებას ვგრძნობ, განსაკუთრებით მაშინ როცა საქმე პაციენტებს ეხებათ. ასეთი იყო გაფანტული სკლეროზით დაავადებული პაციენტების მხარდამჭერი კამპანია „ერთად ერთმანეთისთვის“. ვფიქრობ მივაღწევთ შედეგს, და სულ მალე ამ პაციენტების მკურნალობა ხელმისაწვდომი იქნება. პროექტის ფარგლებში გავიცანი საკმაოდ ბევრი მისაბაძი და ძლიერი ადამიანი.

რამდენად შეძელი წლის დასაწყისში დაგეგმილი საკითხების განხორციელება? რა დაგეხმარა და რამ შეგიშალა ხელი?

ვფიქრობ 70 პროცენტი მაინც შევძელი, თუმცა გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრია.

როგორი იყო შენი წელი როგორც პიარსკოლის მენტორის?

პიარსკოლის მენტორობა საკმაოდ საინტერესო პროცესია. პროცესი ჩემთვის არის აზარტული: რას ვგეგმავთ, როგორ ვახორციელებთ, რას ვღებულობთ და შემდეგ როგორ გვაფასებენ. სტუდენტი ერთგვარი საზომია შენი შესაძლებლობის. მათ კითხვებზე პასუხი სჭირდებათ და ამისთვის მუდამ მზად უნდა იყო. უკვე 5 წელია მათთან გამოცდებს ვაბარებ.

ჯეპრას 2018 წელს როგორ შეაფასებდი? რამდენად წარმატებული წელი იყო? შეძლო თუ არა იმ გეგმების შესრულება, რაც სტარტეგიულ შეხვედებზე დაგეგემეთ?

ჯეპრა ცოცხალი ორგანიზმია. შესრულებული და დასრულებული გეგმები არ არსებობს. მუდამ ვითარდებით, ვიცვლებით, ვიზრდებით და ეს მუდმივი პროცესია.

რაზე გწყდება გული? რა გიხარია?

გული მწყდება 2018 წელში დავტოვე ისევ ჩემი მართვის მოწმობა, და მიხარია რომ წელს მექნება! გული მწყდება ადამიანებზე, რომლებსაც ვკარგავთ! მიხარია, რომ შეცდომების აღიარება შემიძლია და არ მეშინია! მიხარია რომ ჯეპრაში ვარ! მყავს ოჯახი და ის ადამიანები, რომლებიც ჩემზე ზრუნავენ და ჩემგანაც იგივე იღებენ!

რა გეგმები გაქვს 2019 წელს? რაზე აპირებ აქცენტს გაკეთებას? რისი შეცვლა გსურს? რისი გაუმჯობესება?

საკმაოდ საინტერესო გეგმები მაქვს. ერთი წინა კითხვაში უკვე აღვნიშნე, განვითარდე და როგორც ჩემი დირექტორი მეტყოდა წელს მაინც,  აუცილებლად წავიდე ბარსელონაში:))) მნიშვნელოვან აქცენტებს კი გავაკეთებ იმ საკითხებზე, რაც შესაძლებლობას მომცემს საპენსიო ასაკამდე ჩემი გეგმების 99 პროცენტი შევასრულო:))) და დავტკბე სიბერით:))

როგორი იქნება 2019 წელი პიარინდურსტიისთვის? რა სიახლეებს უნდა ველოდოთ? რა პროგნოზები გაქვთ?

2019 წელს იმაზე მეტი მუშაობა გველის ვიდრე წინა წლებში. ჩემი მდგომარეობიდან გამომდინარე თუ შევაფასებთ, მოგვიწევს კიდევ უფრო დავუახლოვდეთ და კიდევ უფრო „დავუმეგობრდეთ“ მეოთხე ხელისუფლებას – მედიას. კომუნიკაცია, კომუნიკაცია და კიდევ კომუნიკაცია.

არ დაგავიწყდეთ ღორის წელიწადია, ის ყოფილა სამართლიანი, კონტაქტური და მშვიდობიანი:)))