პოსტები სინგაპურიდან – ბუნების ზეიმი

პოსტები სინგაპურიდან – ბუნების ზეიმი

ფულზე გაცვლილი შემოქმედება

 

„ყატარის ავიახაზების“ სინგაპურის მედიატურის მეორე დღის მეორე ნახევარი უკვე ბუნებასთან სტუმრობა იყო. სინგაპური არც თუ ისე დიდი კუნძულია, რომლის უდიდესი ნაწილი მსოფლიოს უდიდეს მეგაპოლისს უჭირავს. ასე რომ, ბუნების ადგილი აქ, თუ შეიძლება ასე ითქვას, მკაცრად განსაზღვრული და შემოსაზღვრულია. ამ კუნძულზე ბევრი კუნძულია და მათ შორის ბუნებისაც. ერთი ასეთი “მდინარეების საფარია” და მეორე – ორქიდეის ეროვნული ბაღი.

პოსტები სინგაპურიდან - ბუნების ზეიმი

“მდინარეების საფარი” წყლის უდიდესი ატრაქციონია მსოფლიოში, რომლის კონცეფციაც მსოფლიოს უდიდესი მდინარეების ფლორისა და ფაუნის მაქსიმალურად მიახლოებულ გარემოში წარმოდგენაში მდგომარეობს. ეს არ არის გრანდიოზული აკვარიუმი. ეს გახსნილი სივრცეა, სადაც ამაზონის, კონგოს, იანძის, მეკონგის, ნილოსის, მისისიპისა და განგის მოდელირებაა ვიზიტორებისთვის შეთავაზებული.

პოსტები სინგაპურიდან - ბუნების ზეიმი

ჩვენ თავიდან ჩაგვსვეს ნავში, რომელიც ერთი სართულით ქვემოთ ჩავიდა სპეციალური ლიფტით და შემდეგ შევცურეთ მდინარეში, სადაც მოგზაურობა დაახლოებით ნახევარ საათს გაგრძელდა. გავიარეთ მსოფლიოს ყველა უდიდესი მდინარის ნაპირი, დავათვალიერეთ იქ მობინადრე ცხოველები და ფრინველები, ვნახეთ იქაური ხეები და მცენარეული საფარი. ბოლოს გახსნილ რეზერვუარებში გამორჩეული და დიდი ზომის თევზებიც გვანახეს. თან ყველაფერი იქვე იყო, ხელის მოკიდების მანძილზე, ყველაფერი ბუნებრივი და ნამდვილი.

პოსტები სინგაპურიდან - ბუნების ზეიმი

ოქიდეების ეროვნულ ბაღში შესვლისას კი ისტორიულ აზიაში ვიგრძენით თავი. სემირამიდას ბაღები ალბათ ასეთი სილამაზით იყო მორთული. ორქიდეის ჯიშების უმეტესობა ხელოვნურად არის გამოყვანილი და ეს მართლაც ცალკე ხელოვნებაა, რომელიც სინგაპურის ამ ბაღში უმაღლეს დონემდეა აყვანილი. ასე ლამაზად შეხამებული ამდენი ფერი, ასეთი სილამაზე ყვავილებში მანამდე არსად მინახავს. დიდად ყვავილების არმოყვარული მეც კი გაოცებული დავდიოდი ბაღში და უკვე აღარც ვცდილობდი, რომ გაოცება არ დამტყობოდა.

პოსტები სინგაპურიდან - ბუნების ზეიმი

საღამო უკვე შედარებით დიდი ზომის, უფრო თანამედროვე და უფრო მაღალი კლასის სასტუმრო Mandarin Orchard-ში გავატარეთ, რომელიც სწორედ მთავარი შოფინგ ქუჩის შუაგულში მდებარეობდა. გოგოები მაღაზიებში გავუშვით, ჩვენ კი ადგილობრივი ლუდი „ტაიგერსი“ დავაგემოვნეთ პაბში და უფრო ბედნიერებს დაგვეძინა.