ჯეპრასა და პიარსკოლის პრომოუშენ მენეჯერი, ნუნუკა ნებურიშვილი 2019 წელს აფასებს.
2019 წელი ჩემთვის ბევრი სიახლის წელი იყო: დავამთავრე უნივერსიტეტი, მეტი დრო მქონდა ჯეპრასთვის და ჯეპრას პროექტებისთვის. ბევრ ახალ და საინტერესო პროექტში ჩავერთე, რომლებმაც ძალიან კარგი გამოცდილება შემძინეს.
ვთვლი, რომ წლიდან წლამდე ჯეპრა ვითარდება და ნელ-ნელა ყველა იმ დასახულ ამოცანას ასრულებს, რომლებსაც სტრატეგიულ შეხვედრებზე განვიხილავთ.
მსურს, სამი წლის განმავლობაში ჯეპრაში მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას უკეთ მოვუყარო თავი და უფრო ნაყოფიერად გამოვიყენო მომავალ პროექტებში.