მოლაპარაკების ხელოვნება

მოლაპარაკების ხელოვნება

მოლაპარაკების ხელოვნება არის გზა, რომლის მეშვეობითაც ორი მხარე, პოულობს კომპრომისს და ყოველგვარი დაძაბულობის, უთანხმოების გარეშე, მიდის სასურველ შედეგამდე. თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ამ ორიდან ჭეშმარიტად წარმატებული და გამოცდილი ყველაზე მეტი ბენეფიტით ტოვებს მოლაპარაკების მაგიდას.

მოლაპარაკების ხელოვნების ნიუანსების ცოდნა საჭიროა ნებისმიერი ადმიანისთვის, მისი პროფესიის და საქმიანობის სფეროს განურჩევლად.

მოლაპარაკების ხელოვნება

ანალიზი – სწორედ აქ იწყება პრობლემის მოგვარებისკენ მიმავალი გზა და მატულობს მოლაპარაკების წარმატებით დასრულების შანსი. საკითხის განხილვამდე კარგად ჩამოაყალიბეთ გეგმა, გაიაზრეთ რა დათმობებზე შეიძლება წამოვიდეს ორივე მხარე და რა შედეგის მიღწევა არის საბოლოო ჯამში სასურველი.

სათანადო მომზადება აპრიორია ყველა საქმეში, მათ შორის აქაც. მსგავსი პრეცედენტების შესწავლა, მხარეების ურთიერთობის ისტორიის გათვალისწინება და საზღვრების დაწესება მნიშვნელოვანია მოლაპარაკების წარმოების დროს. უნდა ეცადოთ, რომ თქვენს კოლეგებთან ერთად, მეორე მხარეს თვალსჩინოდ დაანახოთ სწორედ თქვენი ვარიანტების უპირატესობა, გაინაწილოთ როლები და სათქმელი.

მოისმინე ყველაფერი, რაზეც მეორე მხარე საუბრობს, ნაცვლად იმისა, რომ იფიქრო და ინერვიულო იმაზე, თუ რა უნდა თქვა. დააკვირდი მოწინააღმდეგის ჟესტებს, იმ საკითხებს, რაც ყველაზე მეტად აღელვებთ და ადვილად შესაძლებელია დაინახო ინტერესების გადაკვეთის მომენტები, ის ნიუანსები, რაც დაგეხმარებათ ფინიშის ხაზთან სასურველი შედეგით მისვლაში.

არასდროს დაკარგოთ კონტროლი თქვენს ემოციებზე! შეინარჩუნეთ სიმშვიდე და აუღელვებელი სახე ნებისმიერ სიტუაციაში, „დააბნიეთ მოწინააღმდეგე“ და არ გასცეთ თქვენი ემოციებით არასასურველი ინფორმაცია. ცივი გონება გადამწყვეტია მოლაპარაკების წარმატებით დასასრულებლად.

გუნდურობა მოლაპარაკების მაგიდასთან შესაძლებელია გადამწყვეტი იყოს. ხშირად, პრობლემის მოგვარებაზე არ მუშაობს მხოლოდ ერთი ადამიანი, პროცესში ჩართულია უამრავი ადამიანი თავისი შეხედულებებით. გადაინაწილეთ ფუნქციები, არგუმენტები, რომ წამოიყვანოთ მეორე მხარე იმ გზით, რაც თქვენთვის ხელსაყრელია.

გამოსავალის მოძებნის შესაძლებლობა აქვს ყველა ადამიანს, რომელიც ხშირად მოხვედრილა მოლაპარაკებების მაგიდასთან. მნიშვნელოვანია, რომ დასახოთ რამდენიმე ვარიანტი რომელთაგან ერთ-ერთი, საბოლოო ჯამში, აუცილებლად მისაღები იქნება ორივე მხარისთვის.

დასვით წერტილი შესაფერის მომენტში! ყველა საქმეში, მათ შორის მოლაპარაკებების წარმოების დროსაც, აუცილებელია ვიღაცამ აიღოს საკუთარ თავზე ლიდერის ფუნქცია – მაგალითად თქვენ! როდესაც იგრძნობთ, რომ პროცესი სასურველი დასასრულისკენ მიდის, ნუ დააყოვნებთ, აიღეთ ინიციატივა თქვენს ხელში და დაასრულეთ მოლაპარაკება – ჩამოაყალიბეთ გარვევით რა გადაწყვეტილება იქნა მიღებული შეხვედრის შედეგად.

მოლაპარაკებების ხელოვნება