მიხარია ყველა წარმატებული პროექტი, მიხარია ჩემი ყოველდღიური განვითარება ჯეპრაში და მიხარია ჩვენი განსაკუთრებული სამუშაო გარემო

მიხარია ყველა წარმატებული პროექტი, მიხარია ჩემი ყოველდღიური განვითარება ჯეპრაში და მიხარია ჩვენი განსაკუთრებული სამუშაო გარემო

ჯეპრას უმცროსი კონსულტანტი, თაკო ვარამაშვილი 2019 წელს აფასებს. 

როგორი წელი იყო შენთვის 2019 წელი? თუ შევადარებთ სხვა წლებს?

2019 წელს, როგორც განსაკუთრებულად აქტიურს და დატვირთულს, ისე შევაფასებდი. ბევრი ახალი გამოწვევა და სირთულე იყო, რომელსაც ვფიქრობ თავი გავართვი. იყო განსხვავებული პროექტები, რომლებშიც ახალი თაკო დავინახე და დავრწმუნდი, რომ ხანდახან იმაზე მეტი შემიძლია თუ მოვინდომებ, ვიდრე წარმომიდგენია.

შეგიძლია გამოყო ის პროექტები, რომლებიც განსაკუთრებული იყო შენთვის, და ისეთი პროექტები რომლებმაც უკეთესობისკენ შეგცვალა და მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა საზოგადოებაზე?

არ შემიძლია არ გამოვყო „ გურჯაანის ღვინის ფესტივალის“ ძალიან მასშტაბური პროექტი, რომელიც საბოლოო ჯამში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული აღმოჩნდა, არა მარტო ჩემთვის.

როდესაც იცი, რომ ათიათასობით ადამიანის წინაშე ხარ პასუხისმგებელი და თუნდაც პატარა შეცდომების დაშვება შეიძლება ძალიან ძვირად დაგიჯდეს, თითქოს სუპერ ძალა გემატება და გაასმაგებული ენერგიით ცდილობ მიაღწიო შედეგს.

როდესაც ხედავ ძალიან ბევრ ღიმილს, კმაყოფილ და ბედნიერ სახეს ფესტივალზე მყოფი ადამიანებისა, ბევრ ნერვიულობასთან ერთად ჟრუანტელი გივლის და ჩუმად გეღიმება შენც. ან როდესაც შენ გუნდთან ერთად მოფიქრებული იდეა, იმაზე ბევრად წარმატებული აღმოჩნდება, ვიდრე ელოდი, ვფიქრობ ამაზე საუკეთესო ემოცია არ არსებობს პროექტის მართვის დროს.

რამდენად შეძელი წლის დასაწყისში დაგეგმილი საკითხების განხორციელება? რა დაგეხმარა და რამ შეგიშალა ხელი?

დაგეგმილი საკითხების შესრულებაში საკუთარ სურვილებთან და ძალისხმევასთან ერთად, ყოველთვის გუნდი მეხმარება. ჩვენთან ნებისმიერ გადაწყვეტილებას ერთად ვიღებთ. კრიზისი იქნება თუ წარმატება, ზუსტად ვიცი, რომ ჩემი გუნდი გვერდში მიდგას და ეს ყველაფერს ძალიან ამარტივებს.

ჯეპრას 2019 წელს როგორ შეაფასებდი? რამდენად წარმატებული წელი იყო? შეძლო თუ არა იმ გეგმების შესრულება, რაც სტრატეგიულ შეხვედრებზე დაგეგემეთ?

ჯეპრაში წელს ბევრი ახალი და საინტერესო ცვლილება გვქონდა. ვფიქრობ გეგმის უმეტესი ნაწილი შესრულდა, თუ რამე ვერ მოესწრო, წინ კიდევ უფრო აქტიური 2020 წელი გველოდება.

რაზე გწყდება გული? რა გიხარია?

ყოველი წლის ბოლოს დიად გეგმებს ვუსახავ ხოლმე საკუთარ თავს, თუმცა ყოველდღიური საქმიანობის დროს რაღაცეები რჩება ისე, რისი შესრულებაც ვერ გამოდის. ყველაზე მეტად გული ამაზე მწყდება. დრო მიფრინავს და ყოველთვის მაქვს განცდა, რომ ვერ ვეწევი. უფრო მეტს მინდა ვასწრებდე 24 საათში.

მიხარია ყველა წარმატებული პროექტი, მიხარია ჩემი ყოველდღიური განვითარება ჯეპრაში და მიხარია ჩვენი განსაკუთრებული სამუშაო გარემო, რომელშიც სახლზე დიდ დროს ვატარებ.

რა გეგმები გაქვს 2020 წელს? რაზე აპირებ აქცენტს გაკეთებას? რისი შეცვლა გსურს? რისი გაუმჯობესება?

ისევ აქტიური რომ უნდა ვიყო, ეგ ზუსტად ვიცი. ბევრი საინტერესო პროექტი რომ უნდა მქონდეს ეგეც.

2019 წელი ძალიან დატვირთული იყო კორპორაციული პასუხისმგებლობის მიმართულებით. იყო ბევრი საინტერესო მასტერკლასი, ტრენინგი თუ აქტივობა. 2020 ში მაქსიმალურად ვეცდები გარეთ მიღებული ცოდნა ჯეპრას აქტივობებში გამოვიყენო და აქტიურად ჩავრთო თანამშრომლები.

როგორი იყო 2019 წელი და როგორი იქნება 2020 პიარინდურსტიისთვის? რა სიახლეებს უნდა ველოდოთ? რა პროგნოზები გაქვთ?

მახსოვს 2018 წლის შეფასება ამ ფრაზით დავასრულე: „ჩვენი პროფესია მუდმივად განვითარების რეჟიმშია. იმდენი სიახლეაა თითქოს ვერ ეწევი. 2019 წელს მარტო ჯეპრას მხრიდან იმდენი სიახლე ელოდება ამ სფეროს, რომ პიარში მომუშავე ხალხმა, მხოლოდ ის წიგნები, რომ წაიკითხონ რასაც ჯეპრა გამოუშვებს და გაეცნონ ონლაინ პლატფორმას, 2020 წელს ბევრად ბედნიერები შეხვდებიან“

ხოდა ახლა მაინტერებს, რამდენმა წაიკითხა ჩვენი წიგნები და როგორ დაეხმარა მათ განვითარებასა და ინოვაციური მიდგომების ჩამოყალიბებაში ?