მიხარია, როდესაც შესრულებული სამუშაო პროდუქტიულია და დრო ფუჭად არ იკარგება

მიხარია, როდესაც შესრულებული სამუშაო პროდუქტიულია და დრო ფუჭად არ იკარგება

ჯეპრას დიზაინერი მაშკა წულეისკირი, 2018 წელს აფასებს.

ჩემთვის 2018 წელი საკმაოდ წარმატებული იყო – ვფიქრობ, შევიძინე კიდევ უფრო დიდი გამოცდილება წინა წელთან  შედარებით და ვისწავლე ბევრი ახალი რამ, რაც ჩემს პროფესიაში გამომადგება.

გამორჩეული ალბათ იმით იყო, რომ მომიწია უფრო მეტ პროექტზე მუშაობა და შესაბამისად უფრო დიდი გამოცდილება მივიღე.

ვფიქრობ, რაც დაგეგმილი იყო ყველაფერი შეძლებისდაგვარად შევასრულეთ, რაც ძალიან მახარებს. საბოლოო ჯამში, ჩემთვის,  2018 წელი იყო სწავლის, განვითარების და ბევრი ახალი შესაძლებლობების  წელი. მიხარია, როდესაც  შესრულებული სამუშაო პროდუქტიულია და დრო ფუჭად არ იკარგება

2019 წელს ვაპირებ ჩემი ცოდის გაღრმავებას, წინ სვლას, ჩემი შესაძლებლობების გაუმჯობესებას.