კიდევ უფრო კარგად გავაცნობიერე, რამხელა მნიშვნელობა აქვს გუნდურ მუშაობას

კიდევ უფრო კარგად გავაცნობიერე, რამხელა მნიშვნელობა აქვს გუნდურ მუშაობას

ჯეპრას მედია მენეჯერი, ნინი მეტრეველი 2019 წელს აფასებს.

როგორი წელი იყო შენთვის 2019 წელი? თუ შევადარებთ სხვა წლებს?

2019 მძიმე და რთული წელი იყო. მიხარია, რომ ყველა სირთულის გადალახვა შევძელი და ჯეპრას გუნდს ამაში დიდი წვლილი მიუძღვის. კიდევ უფრო კარგად გავაცნობიერე, რამხელა მნიშვნელობა აქვს გუნდურ მუშაობას. მგონია, რომ მეც გავიზარდე და გუნდის უფრო კარგი წევრი გავხდი, ვიდრე ვიყავი შარშან.

შეგიძლია გამოყო ის პროექტები, რომლებიც განსაკუთრებული იყო შენთვის, და ისეთი პროექტები რომლებმაც უკეთესობისკენ შეგცვალა შენ და მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა საზოგადოებაზე?

ყველა პროექტი, ყველა გამოცდილება არის განსაკუთრებული. ორი ერთნაირი კლიენტი და პროექტი არ არსებობს. ყველას თავისებური მიდგომა უნდა, ამიტომ ყველა პროექტზე განსხვავებულად ვმუშაობ ხოლმე. ყველაფერს შაბლონურად და ერთნაირად რომ შევხედო, მაშინ ვეღარ შევქმნი ღირებულ და საინტერესო სერვისს კლიენტისთვის.

რამდენად შეძელი წლის დასაწყისში დაგეგმილი საკითხების განხორციელება? რა დაგეხმარა და რამ შეგიშალა ხელი?

ერთადერთი, რაც წლის დასაწყისში დავგეგმე, პროფესიული უნარების განვითარება იყო. მგონი, გამომივიდა კიდეც. იმდენ განსხვავებულ პროექტზე მომიწია მუშაობა და იმდენი სხვადასხვა ფუნქცია შევითავსე, ვფიქრობ, ბევრ რამეში ახლა უფრო კომპეტენტური ვარ, ვიდრე შარშან ამ დროს ვიყავი.

რაზე გწყდება გული? რა გიხარია?

გული მწყდება ყველა პროექტზე, რომელიც ვერ შედგა. ამით ახალი გამოცდილების მიღების შანსი დაიკარგა. მიხარია ახალი ადამიანების გაცნობა, ბევრი საინტერესო ადგილის ნახვა და კმაყოფილი კლიენტების შეფასების მოსმენა.

რა გეგმები გაქვს 2020 წელს? რაზე აპირებ აქცენტს გაკეთებას? რისი შეცვლა გსურს? რისი გაუმჯობესება?

2020 წლის პირველი გეგმა ისაა, რომ ჩემი ცოდნა სხვებსაც გავუზიარო. ეს ჩემთვისაც ახალი გამოწვევა იქნება. ისევ დავისახავ მიზნად პროფესიული უნარების განვითარებას და კომპეტენციის გაზრდას. ალბათ, კიდევ უფრო დავხვეწავ ჩემი, როგორც ქოფირაითერის უნარებს, და რამდენიმე სხვა, ახალ მიმართულებასაც ვისწავლი.

როგორი იყო 2019 წელი და როგორი იქნება 2020 პიარ ინდურსტიისთვის? რა სიახლეებს უნდა ველოდოთ? რა პროგნოზები გაქვთ?

მედია მენეჯერის თვალით დანახული 2019 წელი ძალიან საინტერესო იყო, იმიტომ რომ ასეთი აქტიური წელი მედიისთვის ჯერ არ ყოფილა. ბაზარზე ძალიან ბევრი ახალი კომპანია და პროდუქტი გაჩნდა, რისი შესწავლა და ათვისებაც უნდა მოვასწრო, დავეწიო და გავუსწრო კიდეც. ამ ერთ წელიწადში იმდენად სწრაფად შეიცვალა ყველაფერი, ძნელია რაიმე პროგნოზის გაკეთება.