მსოფლიოში მიმდინარე ცვლილებები ფუნდამენტური და ინოვაციურია. იცვლება როგორც გარემო, ასევე აქამდე აპრობირებული სტრატეგიები და მეთოდოლოგიები, რომელიც აქამდე იდეალური და შეუცვლელი ჩანდა.
კონკურენციის ახალი ფაქტორები, კომპანიებს უბიძგებს, შეცვალონ პაექრობის ვექტორი და მუდმივად სიახლის მაძიებლის როლში ამყოფონ როგორც ლიდერები, ასევე მათი მიმდევრები. კონკურენციის მამოძრავებელი აღარ არის პროდუქციისა თუ სერვისის ხარისხი, ეს უკვე ბუნებრივი მოთხოვნაა. სანაცვლოდ, კონკურენცია მიმდინარეობს ფასეული წინადადების შეთავაზების სფეროში.
მენეჯმენტის საერთო ხედვის ჩამოყალიბება კომპანიის განვითარების პერსპექტივების შესახებ, ხელს უწყობს ორგანიზაციას არსებული გამოწვევების დაძლევასა და უნიკალური ბიზნეს მოდელის ჩამოყალიბებაში.
ინოვაციური ბიზნეს მოდელის შექმნა კონკურენტებისგან კომპანიის დიფერენციაციის საუკეთესო გზაა, რომელიც კრიტიკული ფაქტორების ურთირთკავშირის მეშვეობით უზრუნველყოფს გრძელვადიან წარმატებას.
ინოვაციური ბიზნეს მოდელის შექნის ძირითადი ამოცანა სფეროში არსებული დომინანტური ბიზნეს ლოგიკის მითების მსხვრევა, სტატუს-კვოს დარღვევა და ბიზნესის წარმოების ახალი წესების შემოტანაა ბაზარზე. ასეთი ტიპის მოდელის გამოყენებით, მსოფლიო სამეწარმეო რუკა და ლანდშაფტი დრამატულად შეიცვალა, ხოლო კომპანიები, რომლებიც იყენებენ ინოვაციურ ბიზნეს მოდელს, მსოფლიოს წამყვანი კომპანიების ათეულში არიან.
ჯეპრას ინოვატორების გუნდის დახმარებით და ინოვაციური ბიზნეს მოდელის დანერგვით, თქვენ შეძლებთ: