ეს ყველაფერი გარკვეული გამოწვევა იყო, თუმცა მიღწევადი – მაია ტაკაშვილი #ჯეპრაისტორია

ეს ყველაფერი გარკვეული გამოწვევა იყო, თუმცა მიღწევადი – მაია ტაკაშვილი #ჯეპრაისტორია

17 წლის წინ გუნდში იმდენად კარგი და პროფესიონალი ადამიანები დამხვდნენ, რომ ახალ გარემოში ინტეგრირება მარტივად მოვახერხე. მართალია, მონათესავე სფეროდან და ასევე დიდი ჟურნალისტიკიდან მივედი, მაგრამ მცირედი განსხვავება მაინც დრამატული აღმოჩნდა, რაც თავდაპირველად თვალსაჩინო იყო კონკრეტულ მიდგომებში. თუმცა დამფუძნებლისგან „საუკეთესო წინადადება“ მერგო – მედიამენეჯერის პოსტი და გარკვეული ვალდებულებები!
 
მაშინ როცა, ეს იყო დრო, როდესაც არ ვიცოდი ეს copy/paste. ანუ დრო როდესაც ერთ თვეში 100 საიმიჯო სტატია ჯერ უნდა მომეფიქრებინა და შემდეგ ჩემს თითებს უნდა ამეკრიფა! ერთი სტიყვით, ეს ყველაფერი გარკვეული გამოწვევა იყო, თუმცა მიღწევადი!
 
ერთ დღეს თათბირის დროს ერთი საინტერესო ქეისი განვიხილეთ, რომელიც კლიენტის ნდობის მოპოვებასა და შენს/ჩვენს პასუხიმგებლობაზე იყო. იმ მარკეტინგულ ქმედებებზე, რომელიც ადამიანურ ზღვარს არ უნდა გასცდენოდა და იმ მარტივ მიდგომაზე: თუ დავალება ვერ გაიგე – დასვი კითხვები ვიდრე გვიან არ არის!
 
პირველად აღმოვჩნდი ისეთ გარემოში, სადაც ნებისმიერი კითხვის დასმა შეგეძლო და ნებისმიერი იდეის გაჟღერება „სირცხვილი“ არ იყო. მთავარია შენ ყოფილიყავი ამ „საუკეთესო წინადადებაში“ დარწმუნებული სიყალბის გარეშე.
 
ეს გარემო იქცა ჩემთვის ყოველდღიურობად, სადაც სწორედ საკუთარი შესაძლებლობების რეალიზების ფონზე ყოველდღიურად იზრდები, უშვებ შეცდომებს, აღწევ წარმატებებს და ვითარდები! ამ ერთმა თათბირმა და შემდეგ თათბირებმა ჩემი ცხოვრება შეცვალეს!
 
დავრწმუნდი, მთავარი საიდუმლო წარმატებისა მაინც არის, იყო გულახდილი, სანდო, პასუხისმგებლიანი, არ მოატყუო, თუ რამეს დაპირდი, შეასრულე სიტყვა. თუ შეცდომა დაუშვი, ან რაიმე სიბრიყვე ჩაიდინე, აღიარე ეს!
 
მე მიყვარს ჩემი საქმე, ის სფერო სადაც 12 საათი მიწევს ტრიალი… ამ ტრიალ-ტრიალში თურმე სულ რაღაც 6205 დღე გასულა! სრულიად სანდო, პასუხისმგებლიან, პროფესიონალ გუნდთან ერთად კიდევ ბევრს ვიტრიალებდი, მთავარია მე ვიყო ნამდვილი სიყალბის გარეშე!