ჩვენთან, ამ დღეს აღდგომას ვზეიმობდით და კლინტონის ესოდენ სერიოზული ნაბიჯი როგორც მას-მედიის, ასევე რიგითი მოქალაქის ყურადღებისა და სათანადო ანალიზის მიღმა დარჩა. შევეცდები, კამპანიის მიმდინარეობის, საინტერესო მიდგომებისა და კრეატიული გადაწყვეტილებების შესახებ უფრო დაწვრილებით და დეტალურად მოგაწოდოთ ხოლმე ინფორმაცია. მანამდე კი, მხოლოდ ერთ დეტალზე მინდა შევჩერდე: კლინტონის წინასაარჩევნო ლოგოს კრიტიკის ქარცეცხლი ხვდა წილად. არც ობამას, არც რომნის, ტედ კრუზისა თუ რენდის წინასაარჩევნო ლოგოს არ შეხვედრია ამერიკა ისეთი კრიტიკით, როგორც ეს ჰილარი კლინტონის შემთხვევაში მოხდა. დავიმახსოვროთ ეს მომენტი. ზოგადად, ლოგოზე ამდენი ხმაურის ატეხვა გადაჭარბებულად მიმაჩნია. ბოლოს GAP-ის ლოგოზე მახსოვს მსგავსი მითქმა-მოთქმა. შედეგი კი იყო ის, რომ კომპანია დანებდა და ისევ ძველ ლოგოს დაუბრუნდა. ჰილარი კლინტონის გუნდის რეაქცია მშვიდი და აუღელვებელი ჩანდა. ტვიტერში უკვე შეიქმნა ჰილარის ლოგოს პაროდიული ვერსია, სადაც ლოგოტიპთან დაკავშირებული ყველა კრიტიკული თუ ირონიული გამონათქვამი და ვიზუალი ქვეყნდება.
Inspirations: FedEx logo, Obama logo, and 3 yr old finger painting. — Hillary Logo (@HillaryLogo) 13 апреля 2015
რეაქცია სოციალურ მედიაში მაფიქრებინებს, რომ მძაფრი ბრძოლები სწორედ ამ პლატფორმაზე წარიმართება. რესპუბლიკელებს კარგად ახსოვთ მაკკეინის 2008 წლის სოცმედიური მარცხი.
2012 წელსაც ვერ შეძლეს რესპებმა სოციალურად აქტიური ობამას დამარცხება. რომნი უკეთესად მომზადებული აღმოჩნდა, თუმცა, ობამას კამპანიას სოციალურ ქსელში მაინც ვერაფერი დააკლო.
საინტერესოა, რა გამოცდილება მიიღეს რესპებმა წინა 2 არჩევნებიდან, რაზე გააკეთებენ ძირითად აქცენტს, კომუნიკაციის რა სიახლეებს და ნოუ-ჰაუს შემოგვთავაზებენ.
ჰილარის დავუბრუნდეთ. მომეწონა ძაღლის ტანსაცმელზე და შამპანურზე გამოცხადებული წინასააღდგომო ფასდაკლება. საყვარელი ძაღლისთვის 35 დოლარის გამეტება ამერიკელებს არ გაუჭირდებათ. ერთის მხრივ, პოლიტიკური სიმპათიების დაფიქსირების ერთგვარი მოდური საშუალებაა და, ამავდროულად, ცხოველთა დაცვის საზოგადოების წევრთა გულების დაპყრობის მცდელობაც.
მთავარი მესიჯი ცნობილია- ჰილარი კლინტონი გმირი იქნება. ის იბრძოლებს ყველას უფლებებისთვის; ის დაიცავს ყველა დაჩაგრულს; ის დაუნდობელი იქნება უსამართლობის წინააღმდეგ; ის ოჯახურ ფასეულობებს ყველაფერზე წინ აყენებს. ის იქნება ჩემპიონი!
საინტერესო იქნებოდა იმ კვლევების გაცნობა, რომელთა საფუძველზეც მოხდა საპრეზიდენტო კანდიდატის პოზიციონირების ჩამოყალიბება და პერსონალური ბრენდის ატრიბუტების განსაზღვრა. ჩამოვრჩი ალბათ ცხოვრებას და ამერიკული ოცნების ტრანსფორმირების ხაზს: ჩვენ ჩემპიონებისა და გმირების ლიდერობით გადავიღალეთ და იქ სწორედ ასეთი თვისებების მქონე წინამძღოლებზე ყოფილა მოთხოვნა. ნეტავ რესპუბლიკელების კანდიდატებიც ასეთები იქნებიან?
I’m running for president. Everyday Americans need a champion, and I want to be that champion. –H https://t.co/w8Hoe1pbtC — Hillary Clinton (@HillaryClinton) 12 апреля 2015
და ვიდრე ჰილარი კლინტონი და მისი (უფრო ობამას წინასაარჩევნო კამპანიის) უძლეველი გუნდი ჩემპიონის ნამდვილ ძალას გვაჩვენებს, მანამდე კომუნიკაციის ვიზუალური და გრაფიკული თიკუნის გაცამტვერების მცდელობის კლასიკურ სქემასაც გავეცნოთ. Enjoy.
Hillary Clinton has stolen our innovative WikiLeaks twitter logo design. Compare: @WikiLeaks vs @HillaryClinton pic.twitter.com/mifka4mXf4 — WikiLeaks (@wikileaks) 12 апреля 2015
Hillary’s logo is better rotated 90 degrees clockwise. Equality is going down. pic.twitter.com/79zA0xvuBr
— Anthony Bialy (@AnthonyBialy) 12 апреля 2015
More accurate version of Hillary’s logo. pic.twitter.com/g61ws74K3Y — Razor (@hale_razor) 13 апреля 2015
I don’t mean to brag but it was actually my 4 year old who designed the Hillary logo for #Hillary2016 #HillaryClinton pic.twitter.com/xKbQyx52SQ
— Tom Greever (@tomgreever) 13 апреля 2015
Hillary Clinton’s new logo or sailor shirt: a comparative analysis pic.twitter.com/e70CZPC6sS — Ben Greenman (@bengreenman) 12 апреля 2015
Hillary campaign logo = FedEx + The Who pic.twitter.com/TMEINpjRNd
— Kristie Lu Stout CNN (@klustout) 13 апреля 2015
Hillary’s logo is really distinctive. #design #brandingfail pic.twitter.com/OEfWvH66Vs — Jackie Rivera (@JNR4thewin) 12 апреля 2015
Take the Costa Rican flag, flip it, add in the Cuban flag, scroll, add Fedex, make into square, get Hillary logo. pic.twitter.com/xnKYwTKD1I
— Wesley Verhoeve (@wesleyverhoeve) 12 апреля 2015
Hillary Clinton’s logo before photoshop pic.twitter.com/ufmQKqpoBJ — mar10 (@guy_irl) 13 апреля 2015
Hillary’s new logo is even worse than the first one: pic.twitter.com/KuVWESaJOt — Kill Tim Faust (@crulge) 13 апреля 2015
ბოლო ტვიტი ღადაობა არ გეგონოთ – სარკოზიმ საკუთარ ტვიტერზე მიულოცა კამპანიის დაწყება. სარკო! სარკო! სარკო!
Good luck @HillaryClinton ! I know how strong your passion is for the United States. – NS — Nicolas Sarkozy (@NicolasSarkozy) 12 апреля 2015
განახლება #1 – ჰილარი მაგარია!
#HillarysBigAnnouncement We don’t need no bling / all we gotta do is sing #wickywickywoohttps://t.co/vnQmwaMoHb — David Burge (@iowahawkblog) 10 апреля 2015
განახლება #2 – მონიკა ლევინსკის ექსბოიფრენდის ცოლი პრეზიდენტად!
#HillarysBigAnnouncement “Remember me?” pic.twitter.com/afPpR92FUR
— Carol ❤ Hello (@CarolHello1) 10 апреля 2015