გაუფრთხილდი დროს! ეს იქნებოდა წლის კამპანიის მთავარი მესიჯი და მოტო.

გაუფრთხილდი დროს! ეს იქნებოდა წლის კამპანიის მთავარი მესიჯი და მოტო.

ჯეპრას უფროსი კონსულტანტი, ნუცა სუბელიანი 2023 წელს აფასებს.

2023 წელი რომ კამპანია იყოს. როგორ შეაფასებდი, რა იქნებოდა შენი წლის კამპანიის მთავარი მესიჯი და მთავარი თემა.

გაუფრთხილდი დროს! ეს იქნებოდა წლის კამპანიის მთავარი მესიჯი და მოტო. დღევანდელ რეალობაში დროის მენეჯმენტი მთავარი გამოწვევაა. სწორედ ეს განაპირობებს პირადი და სამსახურეობრივი ცხოვრების დაბალანსებას, მენტალურ მდგომარეობას, როგორც საკუთარი თავის, ისე გუნდის სტიმულირებას და მოტივაციას.  ეს განაპირობებს რაღაცებზე „არა“-ს თქმასაც, სხვანაირად დროის მენეჯმენტი გამორიცხულია.  ცოტა ინსტინქტების ამბავიცაა, განსჭვრიტო პრიორიტეტები, თუმცა ფორმულა მარტივია: თითოეული საქმე უნდა ემსახურებოდეს გარკვეულ მიზანს, სასურველია დიად მიზანს და უნდა იმოქმედო დროში გაწერილი გეგმით! ვფიქრობ #გაუფრთხილდიდროს – დამეხმარა პრიორიტეტების განსაზღვრაში და საბოლოოდ სასურველი შედეგების უმტკივნეულოდ მიღებაში.

რომ შეგეძლოს დროის უკან გადაწევა და ამ წლის დასაწყისში დაბრუნება, რა პროფესიულ რჩევას მისცემდი შენს თავს და როგორ ფიქრობ, რას შეცვლიდა ეს მიდგომა?

ახლა ერთ პროფესიულ რჩევას მივცემდი ჩემს თავს: არ  ინერვიულო! მაშინ როცა პასუხისმგებლობით ეკიდები საქმეს, ნერვიულობა უბრალოდ ხელისშემშლელია. 2023 წლის 1 იანვრიდან, სწორედ დასვენების დღეებში, უდიდესი პროექტის ხორცშესხმას მოვკიდე ხელი და ყველაფერი გამოვიდა, ისე რომ სრული წლის განრიგი განსაზღვრა! ვნანობ რომ ვღელავდი, თუმცა ვაქებ საკუთარ თავს იმისთვის რომ არ გავჩერდი საახალწლო დასვენებების გამო, არ ვთქვი უარი! პრიორიტეტები განვსაზღვრე სწორად და მდგრადობაზე კონცენტრირებით ვიმოქმედე.   ამ მიდგომას დავტოვებდი და ნერვიულობას მოვხსნიდი. სულ ესაა 😊

2023 წელს რომ გადავხედოთ, რომელი პროფესიული მიღწევით ამაყობ ყველაზე მეტად? (ნებისმიერი ტიპის მიღწევა)

მრავალფეროვანია ჩემი და ჩვენი – კონსულტანტების საქმიანობა. სხვადასხვა სფეროს ვემსახურებით და ასეა ჩემი პროექტებიც. ვამაყობ კონკრეტული მსხვილი კონტრაქტებით, რაც მნიშვნელოვანი იყო არა მხოლოდ ჩემთვის, არამედ კომპანიისთვის. ეს მანიჭებს პროფესიულ ბედნიერებას და მიტოვებს განცდას, რომ კომპანიის მდგრად განვითარებაში შემაქვს მნიშვნელოვანი წვლილი.  ყოველი წელი განსხვავებულია, თუმცა არის გამორჩეული წლები. 2023 საკმაოდ წარმატებული იყო პროფესიული მიღწევების კუთხით.

 მოგვიყევი ‘behind-the-scenes’ ამბავი, რომელიც პროექტის/ღონისძიების დროს გადაგხდა წელს, რამაც შენს პროფესიულ განვითარებაზე დიდი გავლენა იქონია

‘behind-the-scenes’ 😊)))).  ამაზე უკეთესი რა უნდა გავიხსენო. დიდ ტენდერში შევდიოდით.  დიდი პასუხისმგებლობა ავიღე.  დედლაინი იყო 6 იანვარი.  31 დეკემბერს ერთი ხელით გოზინაყს ვაბრტყელებდი და მეორე ხელით უდიდეს შეთავაზებას ვწერდი ურთულესი ტექნიკური დავალების შესაბამისად.  საცივიც გავაკეთე, გოზინაყიც, ღომიც. ტენდერშიც გავიმარჯვეთ! ახლა მეცინება 😊))))))))))