დავალების მიღების მომენტიდან ყველაფერს ვიზამ, იმისთვის რომ საქმე გაკეთდეს

დავალების მიღების მომენტიდან ყველაფერს ვიზამ, იმისთვის რომ საქმე გაკეთდეს

ჯეპრას, პრომოუშენ მიმართულების ხელმძღვანელი ნუცა გალუმაშვილი 2018 წელს აფასებს. 

რამდენად წარმატებული იყო პირადად შენთვის 2018 წელი? თუ შევადარებთ სხვა წლებს?

2018 წელი განსაკუთრებული წელი იყო, ვიმოგზაურე ცხრა ქალაქში, ოფიციალურად შევუერთდი ჯეპრას გუნდს, ვიმუშავე ძალიან რთულ და მნიშვნელოვან პროექტზე და სათავეში ვედექი ინგლისურ ენოვანი გაზეთის ტრანსფორმაციის პროცესს.

რით იყო გამორჩეული?

გამორჩეული იყო იმით, რომ 2018 წელს გავხდი ადამიანი, რომელიც სხვებს ეხმარება სამუშაოს შესრულებაში, უსვამენ კითხვებს და ითვალისწინებენ რჩევებს. ვერასდროს ვიფიქრებდი თუ როდისმე შემეძლებოდა ადამიანებისთვის ისეთი მითითებების და რჩევების მიცემა, რომელიც მათ შეცვლიდა და განავითარებდა. მივხვდი ასევე, რომ ძალიან სასიამოვნო პროცესია, როდესაც მონაწილეობას იღებ სხვა ადამიანის განვითარების პროცესში და მასთან ერთად შენც ბევრ რამეს სწავლობ.

შეგიძლია გამოყო ის პროექტები, რომლებიც განსაკუთრებული იყო შენთვის?

ოთხი წელია რაც ჯეპრას სამუშაო პროცესებში ვიღებ მონაწილეობას, თუმცა წელს აგვისტოში, გუნდს ოფიციალურად შემოვუერთდი, როგორც პრომოუშენ მიმართულების ხელმძღვანელი და ამის შემდეგ ვახორციელებ ძალიან საინტერესო პროექტებს, როგორიც არის მაგალითად ჯეპრას დიზაინ სისტემა.

ასევე წელს ვიმუშავე ჩემთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან და რთულ პროექტზე, რომელიც ეხებოდა საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის ერთიანი საკომუნიკაციო სტრატეგიის მომზადებას. პროექტში მენეჯერის ასისტენტი ვიყავი, რაც პირველ რიგში ძალიან დიდი პასუხისმგებლობა იყო. განსაკუთრებულად საინტერესო იყო ორგანიზაციაში მუშაობის პროცესი, თანამშრომლებთან ინტერვიუები და ენერგეტიკის სფეროს შესწავლა.

მინდა აღვნიშნო, რომ ზოგადად ეს საქმიამობა არის იმით განსაკუთრებული, რომ საშუალებას გაძლევს, შეისწავლო სხვადასხვა სფეროები ისეთ დონეზე, რომ შეგეძლოს სწორი საკომუნიკაციო სტრატეგიების შექმნა და განხორციელება.

რამდენად შეძელი წლის დასაწყისში დაგეგმილი საკითხების განხორციელება? რა დაგეხმარა და რამ შეგიშალა ხელი?

მე არასდროს არ ვარ კმაყოფილი იმით რასაც ვაკეთებ, შეიძლება ეს ჩემი უარყოფითი თვისებაა თუმცა, ვხვდები რომ ხშირად ეს მეხმარება სამუშაოს შესრულებაში. ყოველთვის ვიძახი რომ არ არსებობს ისეთი, რამ რის გაკეთებასაც ვერ შევძლებ (პროფესიული თვალსაზრისით), დავალების მიღების მომენტიდან ყველაფერს ვიზამ, იმისთვის რომ საქმე გაკეთდეს.

შევძელი პრომოუშენ გეგმის შესრულება, რაშიც ნუნუკა ნებურიშვილი დამეხმარა, ვერ შევძელი დიზაინ სისტემის ბოლომდე დასრულება, რაც ვფიქრობ იმისგან იყო გამოწვეული რომ ჩემი შესაძლებლობების 100% არ გამოვიყენე. 2019 წელს ვაპირებ რომ ამ კუთხით 150% გამოვიყენო.

როგორი იყო შენი წელი როგორც პიარსკოლის მენტორის?

საუკეთესო წელი იყო, ალბათ. ორი განსაკუთრებული ჯგუფის მენტორი ვიყავი. სექტემბრის ნაკადს საკმაოდ რთული პროექტები შეხვდათ, და ერთ-ერთი ურთულესი პროექტის მენტორი ვიყავი, სტუდენტებს ძალიან დიდი დრო დასჭირდათ გაეზრებინათ ზოგადად პროექტი, თუმცა პრეზენტაციამდე ორი დღით ადრე, როდესაც საბოლოო ვორდის დოკუმენტი წავიკითხე მივხვდი, რომ სტუდენტებმა მაღალ კვალიფიკაციური კონსულტანტების დონეზე შეასრულეს დავალება. რუსკა უსტიაშვილი, რომელიც ახლა ჯეპრას თანამშრომელია, პიარსკოლაში ჩემ ჯგუფში მოხვდა, ადამიანმა რომელსაც არ ჰქონდა გაგებული სვოტ ანალიზი, შეძლო და პროექტი მოამზადა ისე, როგორც ალბათ წამყვანი პიარ მენეჯერი გააკეთებდა. ამაში ალბათ მეც მიმიძღვის წილი 😀

ჯეპრას 2018 წელს როგორ შეაფასებდი? რამდენად წარმატებული წელი იყო? შეძლო თუ არა იმ გეგმების შესრულება, რაც სტარტეგიულ შეხვედებზე დაგეგემეთ?

ჯეპრას საკმაოდ კარგი წელი ჰქონდა. ვიფიქრეთ ბევრ პროექტზე, დავიწყეთ ისეთ მიდოგმებზე და მეთოდოლოგიებზე მუშაობა, რომელზეც დღესდღეობით საქართველოში არც ფიქრობენ. ვუშვებთ ისეთი წიგნების სერიას, რომელიც სფეროს წარმომადგენლების აზროვნებას შეცვლის. რაც ყველაზე მეტად მომწონს ის არის, რომ ჯეპრა არ ფიქრობს მხოლოდ საკუთარი ბიზნესის მოგების გაზრდაზე, ჩვენი მისია და მიზანი არის რომ საზოგადოებამ ფეხი აუწყოს, მსოფლიოს „გრანდიოზულ“ ტრენდებს და ასევე გაიზარდოს განათლების დონე და ხარისხი.

რაზე გწყდება გული? რა გიხარია?

მწყდება გული იმაზე, რომ ზოგჯერ ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმს ვერ ვიყენებ. მიხარია რომ სიზარმაცეზე მეტად პასუხისმგებლობის გრძნობა მაქვს😊

რა გეგმები გაქვს 2019 წელს? რაზე აპირებ აქცენტს გაკეთებას? რისი შეცვლა გსურს? რისი გაუმჯობესება?

2019 წელს მინდა, წავიკითხო 50 ბიზნეს წიგნი. გავიარო ეჯაილის კურსები და ავიღო სერტიფიკატი. დავუბრუნდე გერმანულის სწავლას. წავიდე ინგლისში. დავიწყო მომზადება Miami AD school-ისთვის.