აზრები გვირაბიდან

აზრები გვირაბიდან

აზრები გვირაბიდან

დამქაცველი, ემოციური და ძალიან ცხელი დღე იყო ნამდვილად. მიხარია რომ ჩამთვარდა.

დილიდან ვღელავდი, შესაბამისად, ადრეც გავიღვიძე და დამეწყო ფიქრები. კონკრეტულად რაზე ვფიქობდი არ მახსოვს. იმიტომ, რომ ჩემი აზრები ჩემთვისვე გაუგებარი აღმოჩნდა რაღაც მომენტიდან, ეს მომენტიც არ მახსოვს.

განწყობის შექმნას ვცდილობდი – “აი ესეც ჩამთვარდეს და მერე ხომ უბრალოდ დავისვენებ და არაფერი მექნება სადარდებელი.” თან მაინც ვღელავდი.

მოკლედ, რომ არ გამიგრძელდეს პირდაპირ გადავალ იმ აზრამდე რაც უნდა მეთქვა. შეიძლება ეს პოსტი არ უნდა იწერებოდეს და ვინმე, ვინც წაიკითხავს თავისთვს გაფიქრებს – რა შუაშია ჯეპრა და ეს პოსტი ერთმანეთთანო, მაგრამ ჯეპრა პირველ რიგში ცოცხალი ორგანიზმებისგან შედგება, რომლებსაც აქვთ თავიანთი ყოველდღიური საზრუნავი, განცდები, ემოციური მომენტები – კარგი, ემოციებით სავსე დღეები და ასევე პირიქით, უამინდო დღეებიც.

ხოდა, ეს დღეები ვფიქობდი იმაზე, რომ როცა ადამიანს რაღაც გაწუხებს შინაგანად, ფიზიკურად და ვერ გრძობ სრულ ბედნიერებას, ამ დროს ყველაფერი უკან იწევს და ადამიანი არსებულ პრობლემებზე კონცენტრირდება. შესაბამისად, რეალობას აღარ ეთმობა დრო.

როცა რაღაც ამოუცნობში და შენთვის ჯერ გაურკვეველში ხვდები, იქ იწყება პოზიტიური და უარყოფითი ფიქრების შეჯახება და მათი ბრძოლა.

როცა „გვირაბში“ ვიწექი და სივრცე მარტო დამღლელ ნეგატიურ ემოციებს მიგზავნიდა, ჩემს თავში დვიწყე ძალების მოკრება და ფიქრი იმაზე, თუ რა ხდება კარგი ჩემს ირგვლივ.

მაშინვე ზღვა წამოვიდა ფანტაზიაში.

მე დავცურავდი მასში და ჩემ ირგვლივ დელფინები იყვნენ. ეს იყო დასაწყისი ჩემი მოგზაურობის. მერე ზღვა ტყეში გადავიდა. ასე მომიწია ჩემსავე ფიქრებში მოგზაურობა უამრავ ადგილას.

ყველაზე საინტერესო ამაში ის იყო, რომ ამ ფიქრებით მართლა გავექეცი რეალობას.

არ ვიცი საით მივყავვარ ამ აზრებს, მაგრამ მინდა იმ ემოციის გაზიარება, რაც მგონია, რომ ყველაზე მეტად გვეხმარება როცა „გვირაბში“ ვიჭედებით.

თვითშთაგონება კარგისკენ ძალიან ძნელია, მაგრამ შესაძლებელი.

აზრები გვირაბიდან