აქაც მე ვარ იქაც მე ვარ! Figaro qua, Figaro là! სწორედ ეს იქნებოდა ჩემი წლის კამპანიის მესიჯი

აქაც მე ვარ იქაც მე ვარ! Figaro qua, Figaro là! სწორედ ეს იქნებოდა ჩემი წლის კამპანიის მესიჯი

ჯეპრას აღმასრულებელი დირქტორი 2023 წელს აფასებს. 

2023 წელი რომ კამპანია იყოს. როგორ შეაფასებდი, რა იქნებოდა შენი წლის კამპანიის მთავარი მესიჯი და მთავარი თემა.

ზეაქტური წელი იყო! ძალიან ბევრ დიდ და რთულ პროექტს ჩავუდექი თავში. ახალი შესაძლებლობების და უნარების აღმოჩენის წელი მქონდა. საინტერესო იყო.

აქაც მე ვარ იქაც მე ვარ! Figaro qua, Figaro là! სწორედ ეს იქნებოდა ჩემი წლის კამპანიის მესიჯი.

რომ შეგეძლოს დროის უკან გადაწევა და ამ წლის დასაწყისში დაბრუნება, რა პროფესიულ რჩევას მისცემდი შენს თავს და როგორ ფიქრობ, რას შეცვლიდა ეს მიდგომა?

10 ჯერ გაზომე, გადაამოწმე, კიდევ გაზომე, გააკონტროლე და ერთხელ გაჭერი.

2023 წელს რომ გადავხედოთ, რომელი პროფესიული მიღწევით ამაყობ ყველაზე მეტად? (ნებისმიერი ტიპის მიღწევა) 

ვამაყობ 2023 წლის 365-ვე დღით. ყოველდღე არსებობს რაიმე, რაც თავს გაგრძნობინებს მნიშვნელოვნად და გაძლევს განვითარების საშუალებას. ასეთი ამაყი წელი მქონდა მე და თქვენ?