წლევანდელი პროექტებით კიდევ უფრო გავიზარდე პროფესიულად

წლევანდელი პროექტებით კიდევ უფრო გავიზარდე პროფესიულად

ჯეპრას კონსულტანტი, ანა ლოლაძე 2024 წელს აფასებს. 

რა იყო თქვენი ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტი 2024 წელს, რომელმაც დადებითი გავლენა იქონია საზოგადოებაზე, ქვეყანაზე და პირადად თქვენზე?

წელს, ალბათ, გამოვყოფდი გებრუდერ ვაისის ახალი ტერმინალის გახსნის ღონისძიებას. არა მგონია განსაკუთრებული გავლენა იქონიოს საზოგადოებაზე, მაგრამ პირადად ჩემთვის ეს იყო ივენთი, სადაც სხვა პროექტებისგან განსხვავებით მეტი პასუხისმგებლობა დამეკისრა. მომიწია დამოუკიდებლად შევჭიდებოდი ივენთის ორგანიზების სირთულეებს. ამ პროექტით პირველი გამოცდილება მივიღე, თუ როგორ ორგანიზდება ივენთი და რამდენად მნიშვნელოვანია დეტალებზე ორიენტირებულობა

როგორ შეაფასებდით თქვენს როლს ჯეპრას წარმატებაში – რა გზით შეძელით გუნდისა და კლიენტების წინსვლაში მონაწილეობა

ჯეპრაში წარმატებულ პროექტს, პირველ რიგში, გუნდურობა განაპირობებს. ვფიქრობ, რომ 2024 წლის ნებისმიერ პროექტში, რომელშიც მონაწილეობა მივიღე, ვიყავი გუნდის წევრი, რომელიც დაკისრებულ მოვალეობას მუდმივად კარგად ასრულებდა. წლევანდელი პროექტებით კიდევ უფრო გავიზარდე პროფესიულად, რაც ისევ და ისევ ჯეპრას მომავალ პროექტებს მოხმარდება.

რა არის ის ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება, რომლის განხორციელებითაც გსურთ კომპანიისა და საზოგადოების წინსვლაში წვლილის შეტანა 2025 წელს?

კარგი იქნება, თუ კომპანიაში დავხვეწავთ ციფრულ სერვისებსა და თანამშრომლების უნარ-ჩვევებს ამ კუთხით. შესაძლოა ამ ნაბიჯებმა კიდევ უფრო მეტად შეუწყოს ხელი ბიზნესის წარმატებას.