როგორც ამბობენ, ბედნიერია ის ადამიანი, რომელსაც საკუთარი საქმე უყვარს. ეს მოსაზრება სიმართლეა, რადგან, სწორედ შენი საქმის სიყვარული გხდის წარმატებულს, მოტივირებულსა და მოთხოვნადს.
სიყვარულის გარეშე შეუძლებელია მიაღწიო პოზიტიურ შედეგს და გქონდეს იმის სურვილი, რომ ისწავლო, სცადო რამე ახალი და გახდე ნადვილი პროფესიონალი.
რაიმე განსაკუთრებულის, განსხვავებულისა და დასამახსოვრებელის შექმნის სურვილი უჩნდება ყველა პროფესიის ადამიანს. ეს სულისკვეთება განსაკუთრებით კარგად ჩანს ფოტოგრაფების მუშაობის დროს.
ბევრჯერ გავრცელებულა სოციალური მედიის მესშვეობით, ფოტოგრაფების თავგანწირული მუშაობის ამსახველი კადრები, ათვალიერებ და ხვდები რას ნიშნავს, როდესაც ადამიანს უყვარს საკუთარი საქმე და ის ყველაფერზე წავა დაუვიწყარი კადრის გადასაღებად.
მაგალითისთვის ბლოგში მოყვანილი ფოტოებიც საკმარისია. ისინი, კარგად გამოხატავს საკუთარი საქმის სიყვარულს.
და ბოლოს, როდესაც მიღებული შედეგით კმაყოფილი და ამაყი ხარ, ეს შენს საქმეს უფრო მეტად გაყვარებს და ხვდები, რომ შენ ის იშვიათი გამონაკლისი ხარ, რომელმაც სწორი არჩევანი გააკეთა.