არჩევანის თავისუფლებაზე ბევრს არ ვილაპარაკებ. ამაში ყველა დამოუკიდებელია, თუმცა არსებობს გადაწყვეტილების მიღების ასაკი და შემდეგ ცვლილებების პერიოდი.
როცა უნივერსიტეტში შედიხარ და ირჩევ მიმართულებას, ეს ის ასაკია, რომ შესაძლოა კარგად ვერ აცნობიერებდე, თუ რატომ ირჩევ ამა თუ იმ პროფესიას. გადის დრო და შესაძლოა შენ სულ სხვა მიმართულებით წახვიდე. სხვა კარიერა შეიქმნა. სხვა საქმის პროფესიონალად იქცე.
თუმცა ნებისმიერ სპეციალობაში, სფეროში საჭიროა მენეჯმენტი. თუნდაც შენი ერთი ჩვეულებრივი, არასამუშაო დღის დაგეგმვისას.
შენი საქმის წარმატებისთვის კარგი მენეჯერული თვისებები ისევე აუცილებელია, როგორც თევზისთვის წყალი.
თუ კარგი მენეჯერი ხარ, გყავს მოტივირებული თანამშრომლები, გყავს თანამშრომლები, რომლებიც შედეგებზე არიან ორიენტირებული. კომპანიის წარმატება, კლიენტებზე არ არის დამოკიდებული, არამედ იმ გუნდზე, რომლისგანაც ორგანიზაცია შედგება. კარგმა მენეჯერმა
იცის 5 მნიშვნელოვანი რამ:
ორგანიზაციის მართვა,
გუნდის მართვა,
თანამშრომლების მოსმენა,
დავალებების სწორად გადანაწილება,
მომავალი საქმიანობის სწორად დაგეგმვა.
ეს ხუთი ძირითადი პრინციპია, რომელიც ამ ეტაპისთვის შევარჩიე, თუმცა, არსებობს სხვა უნარებიც, რომლებიც აუცილებლად უნდა ჰქონდეს კარგ მენეჯერს, ვინაიდან, ომს ყოველთვის იგებს ჯარი და არა ერთი ადამიანი!