ფასდაკლება ქარიშხლის ფონზე

ფასდაკლება ქარიშხლის ფონზე

2 გირჩის ამბავი

 

3 წლის წინ, 2012 ოქტომბრის ბოლოს, კარიბის კუნძულებს და აშშ-ს რამდენიმე შტატს ქარიშხალი “სენდი” დაატყდა თავს. სტიქიით მიყენებული ტრაგიკული შედეგების გარდა, ქარიშხალი ისტორიაში მასთან დაკავშირებული მარკეტინგული კამპანიით (თუკი შეიძლება ასე ვუწუდოთ)  შევიდა.

American Apparel-ის მარკეტინგულ სამსახურში გადაწყვიტეს, ამ სტიქიური მოვლენის თავიანთ სასარგებლოდ გამოყენება – ქარიშხლით დაზარალებულ შტატებში „მოწყენილ მყიდველებს“ მეილზე ფასდაკლების სპეციალური შეთავაზება მიუვიდათ კოდით SANDYSALE.

ფასდაკლება ქარიშხლის ფონზე

კამპანიას საზოგადოების მწვავე რეაქცია მოყვა, რომელიც ძირითადად აღშფოთების გამოხატვითა და American Apparel-ის მიმართ ბოიკოტის გამოცხადებით გამოიხატებოდა. აღსანიშნავია ამ კრიზისულ სიტუაციაზე კომპანიის რეაქციაც – ნაცვლად დაუყოვნებლივი მობოდიშებისა (რაც ჩვეულებრივ ხდება ხოლმე და რეკომენდებულია მსგავს სიტუაციაში), 2 დღის შემდეგ კომპანიის ხელმძღვენელობამ საკმაოდ ორაზროვანი განცხადება გააკეთა კომპანიის სოცალურ პასუხიმსგებლობასა და იმაზე აპელირებით, რომ თავადაც სტიქიის მსხვერპლი გახდა. ეს კი,  ბოდიშის მოხდისგან თავის არიდებას უფრო ჰგავდა.  აღსანიშნავია ისიც, რომ  იმავე პერიოდში, ფასდაკლების კამპანია ქარიშხალს კიდევ რამდენიმე ცნობილმა ბრენდმა დაუკავშირა, თუმცა ყურადღების ეპიცენტრში მაინც American Apparel-ი აღმოჩნდა (ბრენდი საზოგადოების გარკვეული ნაწილის აღშფოთებას სექსისტური რეკლამებითაც იწვევდა).

როგორც აღმოჩნდა, კომპანია ფინანსურ სფეროშიც ისეთივე დაუდევრობას იჩენდა, როგორც მარკეტინგულ კომუნიკაციებში. რთული სათქმელია, საბოლოოდ რა აღმოჩნდა მთავარი განმაპირობებელი იმისა, რომ დღეს იგი გაკოტრების საფრთხის წინაშე დგას.