ჯეპრა არ ჩერდება, მუდმივად ვითარდება და ეს არ აძლევს თანამშრომლებს მოდუნების საშუალებას

ჯეპრა არ ჩერდება, მუდმივად ვითარდება და ეს არ აძლევს თანამშრომლებს მოდუნების საშუალებას

ჯეპრას პროექტების ასისტენტი, მარიამ ჩაჩუა 2018 წელს აფასებს. 

რამდენად წარმატებული იყო პირადად შენთვის 2018 წელი? თუ შევადარებთ სხვა წლებს?

2018 წელი ახალი გამოწვევებით და გამოცდილებებით იყო სავსე.

რით იყო გამორჩეული?

ვფიქრობ, ამ წელს ძალიან ბევრი ვისწავლე როგორც საქმეზე, რომელსაც ვაკეთებ, ისე საკუთარ თავზე. ეს აუცილებლად დამეხმარება გაზრდაში და დასახული მიზნების მიღწევაში.

შეგიძლია გამოყო ის პროექტები, რომლებიც განსაკუთრებული იყო შენთვის? 

„დამოუკიდებლობის დღის ფესტივალი“ – საკმაოდ დიდი და მრავლისმომცველი, თან ჩემთვის ერთ-ერთი პირველი სერიოზული პროექტი იყო და ძალიან დიდი გამოცდილება მივიღე.

„აქტიური დასვენება“ (ბორჯომი) – ასევე ძალიან საინტერესო პროექტი იყო, რომელიც მოიცავდა საიმიჯო ვიდეოების შექმნას, ინფლუენსერების კამპანიას, ივენთ-მენეჯმენტს და ა.შ.

რამდენად შეძელი წლის დასაწყისში დაგეგმილი საკითხების განხორციელება? რა დაგეხმარა და რამ შეგიშალა ხელი?

ვცდილობ წინასწარ არ დავგეგმო რა მოხდება წლის განმავლობაში. ცხოვრება მოულოდნელობებით არის სავსე და სწორედ ამიტომ, ჩემი გეგმებიც საკმაოდ მოქნილია. თუმცა, მთლიანობაში 2018 წლით კმაყოფილი ვარ.

როგორი იყო შენი წელი როგორც პიარსკოლის მენტორის?

პიარსკოლის მენტორობა კიდევ ერთი ახალი გამოცდილებაა, რომელიც 2018 წელს მივიღე. მომწონს სტუდენტებთან ურთიერთობა, მათგან თავადაც ძალიან ბევრს ვსწავლობ.

ჯეპრას 2018 წელს როგორ შეაფასებდი? რამდენად წარმატებული წელი იყო? შეძლო თუ არა იმ გეგმების შესრულება, რაც სტარტეგიულ შეხვედებზე დაგეგემეთ?

ჯეპრას საკმაოდ ბევრი გეგმა ჰქონდა დასახული 2018 წელს, რომელთაგან უმეტესობა უკვე შესრულდა, თუმცა კომპანია არ ჩერდება, მუდმივად ვითარდება და ეს არ აძლევს ჯეპრას თანამშრომლებს მოდუნების საშუალებას. ჯერ ყველაფერი წინ არის!

რაზე გწყდება გული? რა გიხარია?

მიხარია – რომ მაქვს განვითარების შესაძლებლობა. ყველას ეს ფუფუნება არ აქვს.

გული მწყდება – დროის სიმცირეზე დღე-ღამეში – 24 საათი მე არ მყოფნის.

რა გეგმები გაქვს 2019 წელს? რაზე აპირებ აქცენტს გაკეთებას? რისი შეცვლა გსურს? რისი გაუმჯობესება?

2019 წელს მინდა რაც შეიძლება მეტი ვისწავლო და ახალი გამოცდილებები მივიღო სხვადასხვა მიმართულებით.

როგორი იქნება 2019 წელი პიარინდურსტიისთვის? რა სიახლეებს უნდა ველოდოთ? რა პროგნოზები გაქვთ?

ჩნდება ახალი საკომუნიკაციო არხები, რაც საჭიროს ხდის ტექნოლოგიების ინტეგრაციას ინდუსტრიაში.