2020 წელი ჩემთვის განახლებისა და ახალი გამოწვევების წელი იყო

2020 წელი ჩემთვის განახლებისა და ახალი გამოწვევების წელი იყო

ჯეპრას დიზაინერი, მაშკა წულეისკირი 2020 წელს აფასებს. 

რა შეიცვალა 2020 წელს შენთვის? რაზე დაგჭირდა მეტი მუშაობა, რა სირთულეების წინაშე აღმოჩნდი პროფესიულად და როგორ უმკლავდები დღემდე ამ „ახალ რეალობას“?

2020 წელი, როგორც რთული და გარდამტეხი, ასევე საკმაოდ საინტერესო აღმოჩნდა ჩემთვის.მიუხედავად ამდენი დაძაბულობისა და შეზხუდვებისა, ვფიქრობ, საკმაოდ კარგად გავუმკლავდი არსებულ სიტუაციას, როგორც სამსახურის გარეთ, ასევე პროფესიული მხრითაც. ვფიქრობ, ბევრი ახალი აღმოვაჩინე და ვისწავლე. მომეცა დრო შემესრულებინა ბევრი აქამდე ჩემთვის დაგეგმილი საქმეეები, რისი დროც არასდროს არ მქონდა. ეს იქნებოდა ფილმების ყურება, წიგნების კითხვა, ვარჯიში თუ ახალი ჰობისა და იდეების რეალიზება, დაგეგმვა. რთული იყო თავიდან ადამიანებთან მუდმივად ინტერნეტით კომუნიკაცია, მაგრამ მგონია, ყველა ვეჩვევით და ვსწავლობთ  ვირტუალურ ურთიერთობას. ვფიქრობ, 2020 წელი ჩემთვის განახლებისა და ახალი გამოწვევების დასაწყისია.

აღწერე შენი სამსახური სიტყვების: პიარის, მარკეტინგის და კომუნიკაციების ხსენების გარეშე.

მუდმივი განვითარების, ბევრი საინტერესო და სასარგებლო უნარჩვევების შეძენის, სირთულეების გადალახვის, საინტერესო ადამიანებთან მუშაობის და ახალი შესაძლებლობების ადგილად მიიმაჩნია ჩემი სამსახური. აქ ყოველთვის ვსწავლობ ახალს და სწორედ ეს მომწონს მასში.

გვანახე შენი სამუშაო მაგიდა და აგვიხსენი რატომ გამოიყურება ის ასე.

ეს ჩემი სამუშაო მაგიდაა. აქ არის ყველა ჩემთვის საყვარელი მოწყობილობა თუ ნივთი, რომელიც მიმარტივებს ცხოვრებას 🙂 სახატავი ტაბები, კომპიუტერი, წიგნი (ინსპირაციისთვის), სახატავი ნივთები და ა.შ.