ჯეპრას დიზაინერი, მარიამ მურადაშვილი 2018 წელს აფასებს.
რამდენად წარმატებული იყო პირადად შენთვის 2018 წელი? თუ შევადარებთ სხვა წლებს?
ფინანსურად და კარიერულად დამაკმაყოფილებელი წელი იყო, მაგრამ ნამეტანი გადავიღალე.
რით იყო გამორჩეული?
ბევრი რამ იყო თუ ცოტა, ყველაზე გამორჩეულის პრიზი ახალ ბინაში გადაბარგებას გადაეცემა, რომელშიც ქირას არ ვიხდი.
რამდენად შეძელი წლის დასაწყისში დაგეგმილი საკითხების განხორციელება? რა დაგეხმარა და რამ შეგიშალა ხელი?
2018 წლის დასაწყისში ჯეპრაში სტრატეგიული ცვლილებები დავგეგმეთ, მათ შორის დიზაინის მიმართულებით. ამჟამადაც განხორციელების პროცესში ვართ, მაგრამ ძირითადი მიმართულებები გამოკვეთილია და წარმატება გარდაუვალი.
ჯეპრას 2018 წელს როგორ შეაფასებდი? რამდენად წარმატებული წელი იყო? შეძლო თუ არა იმ გეგმების შესრულება, რაც სტარტეგიულ შეხვედრებზე დაგეგემეთ?
სტრატეგიულ შეხვედრებზე შემუშავებული გეგმის განხორციელება მუდმივი პროცესია, რადგან განვითარება არაა რაღაც კონკრეტულ წერტილამდე მისვლა და გაჩერება. 2018 წელს განხორციელებული ცვლილებები კი დასაწყისის დასაწყისი იყო.
რაზე გწყდება გული? რა გიხარია?
გული მწყდება დიზაინ სისტემის რაღაც დეტალებზე, რომელსაც 2019-ში ‘მოვახრჩობთ’.
მიხარია ახალი სახლი, კანის ლომების ბრინჯაო, ბერლინში გამგზავრება მშვენიერ მოდულზე, სადაც ფრიად საინტერესო ხალხი გავიცანი.
რა გეგმები გაქვს 2019 წელს? რაზე აპირებ აქცენტის გაკეთებას? რისი შეცვლა გსურს? რისი გაუმჯობესება?
გარდაუვალი წარმატება, რომელიც ზევით მოვიხსენიე, კიდევ უფრო გარდაუვალი უნდა გახდეს და ის მიმართულებები, რაც 2018 წლის ბოლოს გამოიკვეთა ბევრად ჩამოყალიბებულ სურათად იქცეს.
როგორი იქნება 2019 წელი პიარინდურსტიისთვის? რა სიახლეებს უნდა ველოდოთ? რა პროგნოზები გაქვთ?
გარდამტეხი წლები მოდის, რთული იქნება და ამ სირთულეში გამოიკვეთება საინტერესო ფაქტები.