მედია იმ საზოგადოების ტრენდია, სადაც იხარშება და შემდეგ მას აგემოვნებენ.
ახალმა ტექნოლოგიურმა შესაძლებლობებმა ძირითადი ტენდენციები სრულიად შეცვალა მასობრივი კომუნიკაციის სფეროში, მათ შორის ქართულ მედიასივრცეშიც.
ქართული მედია – იხვეწება და უახლოვდება საერთაშორისოდ აღიარებულ მედიასტანდარტებს – ეს ჩვენს ქვეყანაში დამკვიდრებული სტერეოტიპია. უახლოვდება, თუმცა ქართული საზოგადოების ნდობის მოპოვება მაინც ვერ შეძლო – ეს კი ქართველებისთვის დამახასიათებელი ეჭვიანური ბუნებაა! რეალობა ასეთია!
მოდი ე.წ ტრენდებს დავანებებ თავს და ქართულ რეალობაში მას ვუწოდებ „მარგალიტებს“. ჩვენ შორს ვართ იმ აზრისგან, რომ ქართულ მედიაში შევქმნათ ტრენდები – ჩვენ ვქმნით „მარგალიტებს“, ზოგჯერ ბუნებრივს, ზოგჯერ კი ხელოვნურს (მიმსაგვესებულს).
დავიწყოთ იმ გამოწვევებით, რომ ინტერნეტმა ადამიანის დამოკიდებულება ახალ ამბებთან თვისობრივად შეცვალა. ეს კიდევ არაფერი, თავის დროზე, ინტერნეტიზაციამ ტრადიციული მედიის (გაზეთი, ჟურნალი, ტელე და რადიო) წარმომადგენლებს მოახლოებული დასასრულისკენ მიანიშნა – იმასაც კი ამბობდნენ სხვა თუ არა, აი, ბეჭდვითი მედია ნამდვილად, წარსულს ჩაბარდაო. არადა, იყო დრო როცა ქართული გაზეთი ერთგვარი „მარგალიტი“ იყო საზოგადოებისთვის. „მარგალიტი“ თუმცა ბუნებრივი. მაშინდელი ქართული საზოგადოება ამ ერთი ფარატინა ქაღალდით გადატრიალებებს ახდენდა. ეს იყო სწორედ „ტრენდი“, რომელსაც ენდობოდნენ, მოსწონდათ, მიყვებოდნენ, ბაძავდნენ და… ელოდნენ.
მედიის მიმართ საზოგადოების ნდობამ ნელ-ნელა მოიკლო, თუმცა მედიასივრცე გაფართოვდა, განვითარდა და ერთგვარ და სარფიან ბიზნესად იქცა. ინტერნეტმა ანუ საინფორმაციო ალტერნატივამ ახალი ამბის მიღება უფრო მარტივი და პრაქტიკული გახადა. ამ ყველაფერმა მართალია, ჟურნალ-გაზეთების ტირაჟის შემცირება გამოიწვია, მაგრამ გამოჩნდა იმ დროისთვის მედია სივრცეში დამკვიდრებული „მარგალიტების“ ინტერნეტ ვერსიები. ახალმა ტექნოლოგიურმა ტედენციამ უფრო ეფექტური გახადა მედიის განვითარება. გამომცემლებმა და რედაქტორებმა ბიზნესის გადარჩენის მარტივ და მნიშვნელოვან გამოსავლას მიაგნეს – არსებული გამოცემების ანალოგიური ინტერნეტვერსიები.
ერთი სიტყვით, ინტერნეტი დღითიდღე ინფრომაციის მიწოდების სულ უფრო ძლიერ პლატფორმად ყალიბდება და სატელიტების წყალობით უკვე ხელმისაწვდომია პლანეტის ნესბიმიერ წერტილშიც კი. პრაქტიკაში კი ეს ნიშნავს ელექტრონული მასობრივი საინფრომაციო საშუალებების შეღწევას ისეთ ადგილებში, სადაც ადამიანის ფეხიც არ დადგმულა.
ქართული მედია დღეს
დღეს ქართული მედიის მთავარ „მარგალიტად“ ახალი ამბის პროპაგანდა რჩება. გაიზარდა მოთხოვნა ონლაინ ამბებზე. გაიზარდა ონლაინ მედიის მკითხველთა რაოდენობა. „ახალი მედია“, რომლებიც ძირითადად სააგენტოების სახითაა წარმოდგენილი, დღეს ორინეტირებულია ინფორმაციის ოპერატიულად გავრცელებაზე. ამ ტენდენციამ ტელევიზიებისთვის აუდიტორიის გარკვეული ნაწილის ჩამოშორობაც კი განაპირობა.
ერთი სიტყვით, ტექნოლოგიურმა განვითარებამ, კომერციულმა ინტერესებმა თუ მაღალმა კონკურენციამ მედია მისი ძირითადი ფუნქციის – მართალი და სანდო ინფრომაციის გავრცელების გარეშე დატოვა.
ბოლო დროს ქართულ მედიასივრცეში აშკარად გამოიკვეთა ახალი ტენდენციები – სატელევიზიო სივრცე მთლიანად დაიპყრო ფეხბურთის, მსოფლიო ჩემპიონატის ირგვლივ არსებულმა სიახლეებმა. დღეს საკმაოდ აქტუალურია ტოტალური ფეხბურთის ტოტალური ანალიზი. ერთი სიტყვით ფეხბურთზე ალაპარაკდნენ ყველგან. ფეხბურთი მედიის „მარგალიტად“ იქცა. და მაინც რა ჩაანაცვლა ფეხბურთმა მედია სივრცეში? ვფიქრობ ნეგატიური ინფორმაციის 5 პროცენტი მაინც. მსოფლიოში მთავარი სიუჟეტები ეთმობა იმ მოვლენებს, სიახლეებს, რომელსაც გარკვეული გავლენა აქვს ქვეყნის სოციალურ-პოლიტიკურ მოვლენებზე. საქართველოში საინფორმაციო გამოშვენების ბლოკი იწყება კრიმინალური ქრონიკით და იკავებს გამოშვების 20 პროცენტს. ბეჭვდითი მედიის პირველი გვერდის ½ ფართსაც სწორედ აღნიშნული თემა იკავებს. „კრიმინალური ქრონიკები“ ქართული მედიის ერთ-ერთ მნიშვნელოვან „მარგალიტად“ იქცა.
დღეს მედიის „მარგალიტებად“ შეიძლება განვიხლოთ ადამიანებიც – ზოგადად მედიის წარმომადმგენლები ან სხვა პროფესიის ადამიანები. ისეთები, რომლებიც საზოგადოების გარკვეული ნაწილისთვის ნდობის სტატუსით სარგებლობს, ბაძავენ, მიყვებიან და იმედებს ამყარებენ. განსაკუთრებით, მაგალითად, როცა დამაჯერებელი ხმით დამაჯერებელი გამოხედვით გვიწინასწარმეტყველებს მომავალს მიხეილ ცაგარელი. მას უყურებს დიდი ნაწილი, ამ დროს რეკლამის განთავსებაც ტელევიზიისთვის სარფიანია…
„მარგალიტებად“ იქცნენ საინფორმაციაო გადაცემების წამყვანები. საკმარისია რომელიმე შეიცვალოს, არსებული ნდობის მოპოვებას გარკვეული წლები სჭირდება. ერთი სიტყვით, მედია თავადაც ქმნის ადამინებისგან „მარგალიტებს“ სათავისოდ და საზოგადოებისთვის.
ტელესივრცისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი „მარგალიტია“ სერიალები.
შემოსავლიანია ტელეარხისთვის, იზრდება ტელევიზიის მაყურებელთა რიცხვი, მოთხოვნადია. ტელევიზია სერიალის გარეშე საზოგადოებაში იკვეთება როგორც არასაინტერესო, არასანდო ანუ უპერსპექტივო – ის ვერ “ჩალიჩობს“ გაუშვას რეიტინგული სერიალები და შესაბამიასად. სერიალის მოყვარულთა მაყურებელი საერთოდ არ განიხილავს მას ტელესივრცეში. გამორიცხული არ არის აღნიშნულმა ტელევიზიამ დაკარგოს „საინფრომაციო გამოშვების“ მაყურებელიც ანუ სერიალის მომლოდინე გულშემატკივარი მაყურებელი ირჩევს იმ არხის საინფორმაციოსაც, სადაც ყველაზე რეიტინგული და საინტერესო სერიალებია. არჩევანის სხვა პრინციპიც მარტივია: ყველაგან ერთიდიაგივე ინფორმაცია ტრიალებს და გადართვაც არ არის საჭირო.
აქვე გავიხსენოთ მედიის მთავარი „მარგალიტი“ – აუცილებელი, გასავრცელებელი, საჭირო, დაკვეთილი ინფორმაციის პროპაგანდა.
ერთი მნიშვნელოვანი დეტალი – ქართულ მედია სივრცეში ერთმანეთს იწვევენ და ეჯიბრებიან 10-მდე ტელევიზია, 15-მდე ბეჭვდითი მედია, 10-მდე რადიო და 20 მდე ინტერნეტ პორტალი. ეჯიბრებიან მაგრამ მათგან მხოლოდ რამდენიმე თუ განიხილება „მარგალიტებად“. მათ ამ წოდებას არსებული რეიტინგები და თავად მაყურებელი, მკითხველი თუ მსმენელი ანიჭებს. ბიზნეს-კომპანიები ირჩევენ მათ და პიარ სააგენტოებიც საკუთარ კლიენტებს მათ არსებული რეიტინგების გათვალსწინებით სთავაზობენ.
დამკვეთისთვის ანუ ბიზნეს კომპანიისთვის დღემდე მედია ტელევიზიასთან ასოცირდება, განსაკურებით „რუსთავი 2“-თან არის გაიგივებული, კერძოდ საინფორმაციო გადაცემა „კურიერი“, რომელიც წლების განმავლობაში „ტრენდად“ ჩამოყალიბდა. „ბაძავენ, მისდევენ, მეტნაკლებად საიმედოა, ელოდებიან, მოთხოვნადია“ – ასე იქცევიან როგორც მაყურებლები, ასევე კონკურენტები.
ამ ტენდენციებიდან გამომდინარე ჩნდება ერთი საშიშროება – რთული 2015 წელი ელის ბეჭვდით მედიას. მათი გადარჩენის მინიმუმი – 100 პროცენტით არ იყვნენ რეკლამაზე ორინტირებულნი და შექმნან მედიასივრცეში ახალი „მარგალიტები“.
რა იქნება?
პროგრესირებადი მოთხოვნა ინფორმაციაზე (აუცილებელი, საიმედო, აღსაქმელად მოსახერხებელ ფორმაში და მოცულობაში შეზღუდული ინფორმაცია) განხორციელების ტექნიკური შესაძლებლობა (უკვე არსებული საინფორმაციო ინფრასტრუქტურის არსებობა საკაბელო და სატელიტური ქსელების სახით) და დიდი მოგების მიღების პოტენციური შესაძლებლობა – ყველაფერი ეს სტიმულს მისცემს მედიას, რომ შექმნას დამისამართებული პროდუქტი, რომლის ოპერატიული მიწოდებაც მხოლოდ ელექტრონული ფორმით იქნება შესაძლებელი.
ინფორმაციის პერსონალური ნაკრების ტირაჟირება ( გაზეთები, ჟურნალები, ბიულეტენები) უაზრო გახდება და ეკონომიკურად არაეფექტური. ნებისმიერი ბიზნესისთვის, მათ შორის მედია-კომპანიებისთვისაც, საერთო ამოცანას წარმოადგენს შემოსავლების მაქსიმალიზაცია/დანახარჯების მინიმალიზაცია – ეს კი აიძულებს ბეჭდურ მეიდასაშუალებებს, რომ 2015 წლიდან ელექტრონულ მატარებლებზე გადავიდნენ მთლიანად ან ნაწილობრივ მაინც. დანახარჯების მკვეთრი შემცირების გარდა აუცილებელი გახდება ასევე ინფორმაციის მიწოდების დაჩქარება და მოთხოვნის გაზრდა ასევე საინფრომაციო პროდუქტის შინაარსზე (კონტენტზე) და პირდაიპირი კონტაქტი აუდიტორიასთან (განხილვები, კითხვა-პასუხი, დისკუსიები). ასეთი ტრანსფორმაცია აუდიტორიასთან სრულიად ახალი „მარგალიტის“ შექმნის შესაძლებლობას იძლევა – ინტერაქტიური მედიასაშუალებები, სადაც აუდიტორია საინფორმაციო პროდუქტის არა მარტო „მიმღებია“, არამედ მისი აქტიური „მწარმოებელიც“.
შედეგი?
აღნიშნული მოვლენა საშუალებას იძლევა, რომ მასმედიამ პირდაპირი, პერსონალური, დამისამართებული გავლენა მოახდინოს აუდიტორიაზე, რაც მკვეთრად გაზრდის რეკლამის მიღების ეფექტიანობას და შესაბამისად, პროდუქტის ფასსაც. ეს კი რეკლამის დამკვეთის და მედიის მფლობელის შემოსავლების გაზრდას ნიშნავს.
ვირტუალიზაცია მედიის ეფექტურობას გააორმაგებს, კერძოდ, ინფორმაციის მიწოდების თვითღირებულება შემცირდება და გაიზრდება რეაქცია, გამოხმაურება პუბლიკაციაზე. ეს ყველაფერი კი მოიტანს მოგებას.
გაიხსენეთ, რომ მედიასაშუალებების შემოსავლების დიდი ნაწილი ფორმირდება პირდაპირ რეკლამიდან და პროდუქტის (გაზეთი, ჟურნალი) გაყიდვებიდან მიღებული შემოსავლებიდან. გაყიდვებიდან მიღებული შემოსავლების დაკარგვა მნიშვნელობას შესძნეს შემოსავლების გაზრდას რეკლამიდან, რომელიც დამოკიდებული იქნება ინფორმაციის ხარისხზე, აუდიტორიის გადახდისუნარიანობაზე.
ადრე მედია იყო სატრანსლაციო, ახლა ის აუდიტორიის მომზიდველი გახდა. ახალი ამბავი თავად ნადირობს ადამიანზე. თუმცა შემცირებული კონტენტით. კონტენტი აღარ არის მეფე. მეფე ხდება ნავიგაცია. მედიის პატრონი კონტენტის შექმნასთან ერთად ხდება ნავიგაციის მწარმოებელიც.
დასკვნის მაგიერ
მედია თავად, იმ საზოგადოების ტრენდია (ამ შემთხვევაში სიტყვა „ტრენდი“ გამოვიყენე და არა „მარგალიტი“) სადაც იხარშება და შემდეგ მას აგემოვნებენ. რამდენად „გემრიელი“ და „სასარგებლოა“ ამას, ისევ საზოგადოება წყვეტს. მთავარი პრინციპი ერთია – მისგან არავინ „მოიწამლოს“.
შეიცვლება მოთხოვნები თავად ჟურნალისტის მიმართ, კერძოდ, პროფესიონალ ჟურნალისტს უნდა გააჩნდეს მულტიმედიური უნარები – მასალის შექმნის შესაძლებლობა ნებისმიერი მედიასაშუალებებისთვის. ანუ მასალა შესთავაზოს გაზეთსაც, ქსელურ გამოცემასაც და სატელევიზიო არხსაც.
ვინც პირველი შექმნის უნივერსალური ხასიათის საინფორმაციო პროდუქტს, რომელიც მთლიანად ითვალისწინებს ინდივიდის მოთხოვნის მაქსიმუმს, დაწყებული სურსათის, ტანსაცმლის შესყიდვიდან, საძიებო სისტემიდან (სად, რა, როდის) და დამთავრებული უსაფრთხოებაზე, აქტუალურ ინფორმაციაზე და თვითრეალიზაციაზე მოთხოვნის დაკმაყოფილებით – სწორედ ის იქნება „მსოფლიოს მმართველი“. პრაქტიკაში ეს შესაძლოა ერთიან საძიებო ინტერფეისში გამოიხატოს – ვებ-გვერდში, რომელზეც სახლიდან გაუსვლელად შესაძლებელი იქნება ყველაფრის პოვნა, მათ შორის საინტერესო, აქტუალური, მნიშვნელოვანი ინფორმაციის. სწორედ ამ მიმართულებით განვითარდება 2015 წელს მედია-ინდუსტრია.
P.S. წარმოიდგინეთ მსოფლიო მედიის გარეშე? წარმოიდგინეთ? ეს ხომ წარმოუდგენელია!