ჩემი ცხოვრების რითმი არითმიას ჰგავს, სულ სადღაც გავრბივარ, სულ რაღაცის აღმოჩენაში ვარ, სულ რაღაცას ვგეგმავ. ზოგჯერ შორი გეგმებია, ზოგჯერ ძალიან ახლო. ზოგჯერ სპონტანურად ვიღებ გადაწყვეტილებებს და ჩემი გული სულ სხვადასხვა რითმით ძგერს…. არასდროს მაქვს ერთნაირი დღე და ჩემი რითმიც არითმიულია. ხო და, ჩემი ბოლო სპონტანური, მაგრამ ძალიან საინტერესო გადაწყვეტილების შესახებ მინდა მოგიყვეთ.
25 დეკემბერს დაიბადა იდეა, ნათელი და მზის სხივებით სავსე <3 გადავწყვიტე ზამთრიდან ზაფხულში გადაგვენაცვლა და 2019 წელი განსხვავებულ გარემოში გაგვეტარებინა ოჯახს. არადა, წლების მანძილზე თითქოს ტრადიციად ჩამოგვიყალიბდა ახალი წლის შეხვედრა და მომდევნო დღეების გატარებაც. ამ გიჟურმა იდეამ აღსრულება უკვე 29 დეკემბერს ჰპოვა და თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან, „ზამთრიდან“, შრი- ლანკის „ზაფხულის“ მიმართულებით გავდიოდით რეგისტრაციას.
ჩემი და ჩემი ოჯახის ყველა მოგზაურობა აქამდე ყოველთვის ჩემი დაგეგმილი იყო. ისეთი დამუღამებული მაქვს, რომ ბევრი ჩემი მეგობარიც კი ხშირად მთხოვს მოგზაურობების დაგეგმვას, ეს ჩემი ერთგარი ჰობიც კი გახდა. მიყვარს მოგზაურობა და შემიძლია დარწმუნებით გითხრათ, რომ სურვილის შემთხვევაში, სწორი დაგეგმვითა და თემის სპეციფიკის ცოდნით, შესაძლებელია იმოგზაურო იმაზე ნაკლებ თანხად, ვიდრე ტურისტული სააგენტოები გთავაზობენ.
როგორც მჩვევია, წინასწარ მოვიძიე ინფორმაცია ქვეყნის შესახებ, წავიკითხე ბევრი რჩევა TripAdvisor-ზე, კულტურულ/გასართობი პროგრამის მცირე მონახაზიც გავამზადე და ჩასვლისთანავე გავიძრეთ ქურთუკები და შევუდექით გეგმის აღსრულებას.
ზუსტად 9 საათი დაგვჭირდა +5 გრადუსიდან + 33 გრადუსში გადანაცვლებისთვის!
მოკლედ მიმოვიხილავ ქვეყანას, რათა მომდევნო ამბები უფრო ხატოვანი გავხადო თქვენთვის.
შრი-ლანკა 1972 წლამდე ცნობილია, როგორც ცეილონი, ეგრევე ხო ამოგიტივვივდათ გონებაში ჩაიიიი, დიახ ეს ისააა ცეილონის ჩაი – დღემდე ითვლება ერთ-ერთ საუკეთესოდ და მშობლებსაც რომ დაეკითხოთ დაგიდასტურებენ. შრი-ლანკა და საქართველო ზომით თითქმის ერთნაირია, მაგრამ აქვე სხვაობასაც გეტყვით, შრი-ლანკის მოსახლეობა 20 მილიონ ადამიანზე მეტია. მოსახლეობის უმეტესობა ბუდისტები არიან.
მჭიდროდაა დასახლებული და მათი სიყვარული კერძო სახლების მიმართ ნათელია ჩასვლისთანავე. მიუხედავად სიდუხჭირისა, უმეტესობა ცხოვრობს კერძო 1 სართულიან სახლებში. ყველაზე პოპულარული გადაადგილების საშუალება მოტოციკლეტი, ტუკ-ტუკი და ავტობუსია, ყველა მძღოლი არის კამიკაძე(ამას თავადაც ადასტურებენ საუბარში) ამიტომ სიფრთხილე გმართებთ გადაადგილებისას. შრი-ლანკელები კეთილგანწყობილი და უბრალო ხალხია, ცდილობენ ტურისტებს საუკეთესო მხრიდან დაანახონ თავისი ქვეყანა, რაც გამოსდით კიდეც. ჩვენც გავიცანით ერთი მეტუკ-ტუკე სახელად ანუ, რომელიც ჩვენი 1 კვირიანი მოგზაურობის მანძილზე, გახდა ჩვენი მეგზური ამ ლამაზ კუნძულზე. საკონტაქტო დავიტოვე და თუ გადაწყვეტთ თქვენც სიამოვნებით მოგატარებთ შრი-ლანკას. 😉
შრი-ლანკა აღმოჩნდა უაღრესად მრავალფეროვანი ქვეყანა, სადაც ყველა საკუთარ „სამოთხეს“ იპოვის და ნებისმიერ ინტერესს დაიკმაყოფილებს. აქ არის იდეალური სანაპიროები სერფერებისთვის, ლაგუნები მშვიდი ცურვის მსურველებისთვის, ეგზოტიკური სანაპიროები რომანტიკისთვის, ღამის ცხოვრების მოყვარულებიც კი არ დაიკარგებიან აქ. ტბები, ჩანჩქერები, მთის კენწეროში გაშნებული ჩაის პლანტაციები, ჯუნგლები, სპილოები, მაიმუნები, ვარანები ევრივეა. ინდოეთის ოკეანეში თევზაობა აუთენტური შრი-ლანკური ტრადიციული მეთოდით, რასაც მოყვება გასტრონომიული სამოთხე ზღვის პროდუქრების მოყვარულთათვის. და თუ მზად ხარ ექსპერიმენტებისთვის – არ უნდა გამოტოვო ზვიგენის სტეიკი, დიახხხხხხ ზვიგენი!!!
აქ მთელი წელი სეზონია ხილისთვის და ბოსტნეულისთვის. გასტრონომიულად ნამდვილად საინტერესო ქვეყანაა და რაც მთავარია, ეს ყველაფერი საკმაოდ ბიუჯეტურია.
საინტერესოა, რომ შრი-ლანკელები ახალ წელს 14 აპრილს აღნიშნავენ, მაგრამ როგორც კარგი მასპინძლები ტურისტებისთვის ამ გაგანია ზაფხულს, მართალია ნაძვს ვერ, მაგრამ მორთულ-განათებულ პალმებს გვახვედრებენ. არა ნაძვების იყო ხელოვნური, მაგრამ პალმები ჭარბობდნენ. გალა ვახშამი სასტუმროში, კონცერტი და ფოერვერკიც იყო 31 დეკემბერს, მაგრამ 1 ში გაღვიძებულებს საერთოდ არ გვქონდა ახალი წლის შეგრძნება: არ მიგვიქცევია ყურადრება ვინ შემოვიდა ახალ წელს პირველი სახლში/ნომერში, კამფეტები დაგვაყარა თუ არა?! საახალწლო სუფრის მენიუზე ფიქრით არ დავღლილვარ, ეს დარდები ამ ზაფხულში მყოფებს ნაკლებად გვახსოვდა და მხოლოდ ოკეანის ტალღებზე ვფიქრობდით, რომლის ხმა ნომერშიც მკვეთრად ისმოდა.
ზამთარში დაბრუნებულებმა ბევრი მზე ჩამოვიტანეთ და ბევრს გავუჩინეთ შრი-ლანკაზე მოგზაურობის სურვილი, სავარაუდოდ შემდეგ პოსტს მოგზაურობაზე ელენე ზოიძისგან მოისმენთ, რომელიც გაჰყვა ჩემ ჩამოტანილ ზაფხულს და ახლა შრი-ლანკაზე მოგზაურობს.
იმედია სხვისთვისაც გავხდები თავგადასვლებისა და ცვლილებების ინსპირაცია. შემდეგ თავგადასავლამდე გემშვიდობებით!
პ.ს. მცირე tips & tricks მოგზაურობის მოყვარული ადამიანისგან:
თავად შეგიძლიათ დაგეგმოთ თვენი მოგზაურობა. არსებობს უამრავი სანდო ვებ-გვერდი, საიდანაც შეგიძლიათ ავიაბილეთების შეძენა, ფასები ვარირებს ავიახაზებისა და რეისების მიხედვით, გადაამოწმეთ რომ იპოვეთ თქვენთვის საუკეთესო ვარიანტი. თითქმის ყველა კომპანია გთავაზობთ მათი კლუბის წევრობისგან (უფასოა) სხვადასხვა ბენეფიტებსა და ექსკლუზიურ ფასებს. შემდეგ გააგრძელეთ სასტუმროს მოძიებით, booking.com-ზე არჩეულ სასტუმროს ყოველთვის ვამოწმებ მის ოფიციალურ გვერდზე, რიგ შემთხვევებში ისინი ნაკლებ ფას გთავაზობენ. ასევე ვცდილობ, სასტუმროს რეიტინგი TripAdvisor-ზე გადავამოწმო. მოიძიეთ ინფორმაცია იმ ადგილის შესახებ, სადაც მიდიხართ, მოინიშნეთ კერძები, რომლის გასინჯვაც გსურთ და თვალი გადაავლეთ რესტორნებს თქვენს სიახლოვეში. კარგი იქნება, რომ მიახლოებით მაინც შექმნათ ტურების და თქვენთვის საინტერესო ადგილების მონახულების გეგმა. ყველა მუზეუმის ბილეთი ონლაინ გაყიდვაშია მათ ოფიციალურ გვერდებზე – ნაკლებიც ღირს და თან რიგში დგომაც არ მოგიწევთ.
შრი-ლაკნის შემთხვევაში კი აუცილებლად გაიყოლეთ მზისგან დამცავი კრემი, არ წაიღოთ ბევრი ტანსაცმელი და აუცილებალად წამოიღეთ ბევრი სასიამოვნო მოგონება <3